გუშინ Redarmy.ge-ის ფან-კლუბმა სეზონის ბოლო შეკრება მოაწყო...
გუშინ Redarmy.ge-ის ფან-კლუბმა სეზონის ბოლო შეკრება მოაწყო. ვინც მოვიდა კარგად მოეხსენება რა გარემო და ატმოსფერო შევქმენით მთელი 90 წუთი. ვინც არ იყო კი ვეტყვი, რომ ალბათ საუკეთესო შეკრება გვქონდა გუშინ. სასურველი შედეგიღა აკლდა იქაურობას იდეალურობისთვის. ვიყავით დაახლოებით 30, მატჩის პირველიდან ბოლო წუთებამდე, მიუხედავად ანგარიშისა, იყო ემოციები, შეძახილები, სიმღერები Glory Glory Man United, ცნობილი "ქვეყნად ვერავინ შეძლებს".. მოკლედ 1 წლიანმა ჩვენმა წვალებამ შედეგი გამოიღო და ეს შედეგი ბოლო პერიოდია სახეზეა. პირველ შეკრებაზე ვისხედით 5-ნი, ახლა ვართ 30 და მეტი.
დაველოდებით პრემიერ ლიგის შემდეგი ტურების შედეგებს და თუ ბოლო ტურში ევროპის ან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ბედი იქნება გადასაწყვეტი, კიდევ ერთ ბოლო, პატარა შეკრებას მოვაწყობთ.
ჩვენს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ფან-კლუბის გასავითარებლად დიდი გეგმები გვაქვს. ვამზადებთ პროექტს, რომელსაც ახალი სეზონის დაწყებამდე შემოგთავაზებთ. იმედია ყველანი მხარში დაგვიდგებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ფან-კლუბი და ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი "წითელი არმია" შევქმნათ!
ადმინისტრაციის სახელით მადლობას გიხდით ყველას, ვინც გუშინ მოხვედით და ვინც მთელი სეზონი ჩვენთან ერთად იყავით! დიდი მადლობა მათაც, ვინც მოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ ჩვენი საიტისა და ფეისბუქის გვერდების საშუალებით გვიდგას მხარში!