თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2014, 13:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2358,
კომენტარები: 13
ფელაინი "ბაიერნთან"
მარუან ფელაინის უნიათო, უსარგებლო, უშედეგო და კიდევ ბევრი უ... თამაში.
ფელაინი
სამშაბათს გამართულ შეხვედრაში მოხდა ის ფაქტი, რასაც "იუნაიტედის" გულშემატკივრები მიმდიანრე სეზონში იშვიათად ხედავენ. "იუნაიტედმა" ძალიან ძლიერ, ალბათ ყველაზე ძლიერ მეტოქესთან სასურველ შედეგს მიაღწია. ყველაფერი კარგად იყო ამ ღამით, გარდა ერთისა.

ეს ერთი კი თავად მარუან ფელაინია, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა "იუნაიტედის" მთელი შემადგენლობისგან. მაშინ, როცა "იუნაიტედის" თითოეული ფეხბურთელი თავს არ ზოგავდა, ყველაფერს დებდა მოედანზე, მარუან ფელაინი სრულიად უსუსურად გამოიყურებოდა. მისი შეცდომების რიცხვს თუ მივყვებით ბევრი დაგროვდება, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომელიც სავალალო აღმოჩნდა "იუნაიტედისთვის". ანგარიშის გამათანაბრებელ გოლში სწორედ ისაა დამნაშავე, რადგან ბასტიან შვაინშტაიგერს ბოლომდე არ შეჰყვა საჯარიმოში. ასეთი კლუბის ასეთი ფეხბურთელი ასეთ შეცდომას არავის აპატიებს.

ყველაზე სახიფათო ფელაინის თამაშში მისი პასები იყო პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ამის პარალელურად კი მისი ნიჭი, მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგებისა სადღაც გაუჩინარდა.

მისი გულისამრევი თამაში CNN ყოფილმა წამყვანმა, პირს მორგანმა აღნიშნა საკუთარ ტვიტერზე:"ვერ ვიჯერებ რა საშინელი სანახავია ფელაინის თამაში. ვფიქრობ "ევერტონში" უკეთესი იყო. "იუნაიტედი" მისთვის ზედმეტად დიდი კლუბია."

ის ერთადერთი არ იყო ვინც ამაზე კომენტარი გააკეთა. დენი ვებერმაც განაცხადა რამდენიმე სიტყვა თავის ტვიტერზე:"შენ უბრალოდ არ შეგიძლია სქოულზი შეცვალო ფელაინი..."

ფელაინის გადაცემების მხოლოდ 75% აღწევდა ადრესატამდე, ორთაბრძოლების მხოლოდ 14% მოიგო ბელგიელმა. მან მხოლოდ ერთხელ დაარღვია თამაშის წესები და მხოლოდ ერთხელ წაართვა ბურთი.

ბელგიელი ცდილობდა საერთო სურათიდან არ ამოვარდნილიყო და მთელი 90 წუთი ირჯებოდა, მაგრამ კითხვას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: შეესაბამება თუ არა იგი "იუნაიტედის" დონეს? ფელაინიმ ვერც "ბაიერნთან" შეხვედრისას უპასუხა. ან უპასუხა, მაგრამ უარყოფითად...

მე კი გეკითხებით თქვენ: "იყო თუ არა ფელაინი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" სამშაბათს ღამით?"
სიახლეები, სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
4 აპრილი 2014 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კი ცალსახად იყო ყველაზე ცუდი მანჩედან,მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ დაბალი დონისაა და ასე შემდეგ? პირველად ითამაშა ესეთ დონეზე და გაუჭირდა ფსიქოლოგიურად ძაან.რაც შეეხება გოლს ეგ გოლი უფრო ფერდინანდის ბრალი იყო ვიდრე ამის ცენტრალურ მცველს ისე აუხტა თავდამსმელი ხელიც არ შეუშლია საერთოდ.. ნახავთ გერმანიაში ერთ ერთი საუკეთესო თუ არ იყოოს :) ბუჩქი მაგარია ძაან :)
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 აპრილი 2014 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა თქმა უნდა ყველაზე ცუდათ ფელაინიმ ითამაშა. ზოგადად ამ სეზონში ძაან არადამაჯერებლია, არი მომენტები როცა მართლა კარგად თამაშობს და არი მომენტები როცა ვერაფერს ვერ აკეთებს. მომავალი სეზონი გვანახებს ღირსი იყო თუ არა ფელაინი, რომ მანჩესტერში ეთამაშა.
0
№3
ავტორი: Macklemore
4 აპრილი 2014 13:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Rac arunda iyos dzalian mnishvnelovani fexburtelia chventvis mainc. Bavarias meore sartulze ortabrdzolebi uchirs, mitumetes marto 2centraluri mcveli eyolebat vinc kutxurebze sheidzleba chven mcvelebs da naxevarmcvelebs konkurencia gauwios, aserom fella sachiro fexburtelia gundshi!!
0
№4
ავტორი: buka oboladze
4 აპრილი 2014 13:42
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ფელა გვჭირდება ძალიან.. ათამაშდება აუცილებლად
0
№5
ავტორი: red devil
4 აპრილი 2014 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფელამ უნდა ითამაშოს უეჭველი მიუხენში.
0
№6
ავტორი: VaRdo
4 აპრილი 2014 14:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არც მე მომეწონა ფელაინი, მაგრამ მაინც საჭირო ფეხბურთელია. უკეთესი ვინ გვყავს ჩამშლელად და პირველ ბურთებზე საბრძოლველად? არც არავინ ხო და იმედი მაქვს უკეთესაც ითამაშებს გერმანიაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2014 15:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა 0 იყო, მაგრამ არაუშავრს. წინ მეორე მატჩია და იმედია ისე ითამაშებს როგორც ჩვენ გვინდა
0
№8
ავტორი: Manchester_M
4 აპრილი 2014 17:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კლევერლის მაინც მირჩევნია :X კაცს შეაშინებს მაინც
0
№9
ავტორი: LizarD
4 აპრილი 2014 18:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რა გააბანძეს, ერთი თამაში არავის ჩაუგდია? ადაპტაციისთვის დროც არ ჰქონია, ფაქტიურად ახლაა ეგ პერიოდი, ათამაშდება, ეს თუ არაა მებრძოლი რავი.
0
№10
ავტორი: Malboro463
4 აპრილი 2014 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5889
ციტატა: Macklemore
Bavarias meore sartulze ortabrdzolebi uchirs, mitumetes marto 2centraluri mcveli eyolebat vinc kutxurebze sheidzleba chven mcvelebs da naxevarmcvelebs konkurencia gauwios, aserom fella sachiro fexburtelia gundshi!!

ბავაირიასტან რაფინიას ვერ ართმევდა თავით ბურთს.

მანჩესტერში სკამს გაძლიერებს ძირითადში აასეთი ფეხბურთელეიბ არ ჭირდება გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top