თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2014, 13:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2359,
კომენტარები: 13
ფელაინი "ბაიერნთან"
მარუან ფელაინის უნიათო, უსარგებლო, უშედეგო და კიდევ ბევრი უ... თამაში.
ფელაინი
სამშაბათს გამართულ შეხვედრაში მოხდა ის ფაქტი, რასაც "იუნაიტედის" გულშემატკივრები მიმდიანრე სეზონში იშვიათად ხედავენ. "იუნაიტედმა" ძალიან ძლიერ, ალბათ ყველაზე ძლიერ მეტოქესთან სასურველ შედეგს მიაღწია. ყველაფერი კარგად იყო ამ ღამით, გარდა ერთისა.

ეს ერთი კი თავად მარუან ფელაინია, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა "იუნაიტედის" მთელი შემადგენლობისგან. მაშინ, როცა "იუნაიტედის" თითოეული ფეხბურთელი თავს არ ზოგავდა, ყველაფერს დებდა მოედანზე, მარუან ფელაინი სრულიად უსუსურად გამოიყურებოდა. მისი შეცდომების რიცხვს თუ მივყვებით ბევრი დაგროვდება, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომელიც სავალალო აღმოჩნდა "იუნაიტედისთვის". ანგარიშის გამათანაბრებელ გოლში სწორედ ისაა დამნაშავე, რადგან ბასტიან შვაინშტაიგერს ბოლომდე არ შეჰყვა საჯარიმოში. ასეთი კლუბის ასეთი ფეხბურთელი ასეთ შეცდომას არავის აპატიებს.

ყველაზე სახიფათო ფელაინის თამაშში მისი პასები იყო პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ამის პარალელურად კი მისი ნიჭი, მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგებისა სადღაც გაუჩინარდა.

მისი გულისამრევი თამაში CNN ყოფილმა წამყვანმა, პირს მორგანმა აღნიშნა საკუთარ ტვიტერზე:"ვერ ვიჯერებ რა საშინელი სანახავია ფელაინის თამაში. ვფიქრობ "ევერტონში" უკეთესი იყო. "იუნაიტედი" მისთვის ზედმეტად დიდი კლუბია."

ის ერთადერთი არ იყო ვინც ამაზე კომენტარი გააკეთა. დენი ვებერმაც განაცხადა რამდენიმე სიტყვა თავის ტვიტერზე:"შენ უბრალოდ არ შეგიძლია სქოულზი შეცვალო ფელაინი..."

ფელაინის გადაცემების მხოლოდ 75% აღწევდა ადრესატამდე, ორთაბრძოლების მხოლოდ 14% მოიგო ბელგიელმა. მან მხოლოდ ერთხელ დაარღვია თამაშის წესები და მხოლოდ ერთხელ წაართვა ბურთი.

ბელგიელი ცდილობდა საერთო სურათიდან არ ამოვარდნილიყო და მთელი 90 წუთი ირჯებოდა, მაგრამ კითხვას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: შეესაბამება თუ არა იგი "იუნაიტედის" დონეს? ფელაინიმ ვერც "ბაიერნთან" შეხვედრისას უპასუხა. ან უპასუხა, მაგრამ უარყოფითად...

მე კი გეკითხებით თქვენ: "იყო თუ არა ფელაინი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" სამშაბათს ღამით?"
სიახლეები, სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
4 აპრილი 2014 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ფეილანი :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№12
ავტორი: zatara
5 აპრილი 2014 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
dachi_mu,

ბიუტნერზე ბევრად გამოცდილია მაგრამ თავს იგიჟებდა...

თან რომელ ფსიქოლოგიურ მომენტზეა ლაპარაკი როცა შენივე სტადიონზე 76000 ადამიანი გიმღერის და გქომაგობს :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№13
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარია სგ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top