თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2014, 21:09
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2390,
კომენტარები: 15
რამდენი ტოპ კლასის ფეხბურთელია გუნდში ?!
თუ ბარტონს დავუჯერებთ გუნდში მსოფლიო დონის ფეხბურთელები არ გვყავს !
რამდენი ტოპ კლასის ფეხბურთელია გუნდში ?!
მას შემდეგ, რაც ჯო ბარტონმა განაცხადა, რომ უეინ რუნი არ არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრებს უნდა გაეცათ პასუხი, თუ რამდენი მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო კლუბში.
გამოიკითხა თითქმის 2000 ადამიანი. შედეგები კი ასეთია:
ალბათ არც იყო გასაკვირი ის, რომ ჯო ბარტონის სიტყვები უკუაგდეს 5-დან 4-მა გამოკითხულმა საშუალოდ და მათი აზრით, სწორედ რომ უეინ რუნია "ტოპ კლასის" მოთამაშე. სხვათაშორის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უეინ რუნი შედის მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ვერ გამოიყურება კარგად ამ სეზონში, გამოკითხულთა უმრავლესობა აქაც დადებითად არის "იუნაიტედის" მიმართ განწყობილი და მათი აზრით ყველა სექციაში(ხაზში), კლუბს 1 ტოპ კლასის მოთამაშე მაინც ჰყავს.
დაახლოებით 85% ხმების მიიღეს, დავიდ დე ხეამ, ნემანია ვიდიჩმა და ხუან მატამ, სწორედ ისინიც შედიან ტოპ კლასის მოთამაშეებში.
ვან პერსიმ ყველაზე კარგი შეფასება მიიღო, საშუალოდ 10 გამოკითხულიდან 9 ჰოლანდიელს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელად მიიჩნევენ.
ასევე ტოპ კლასის ფეხბურთელებთან ძალიან ახლოს არიან შინჯი კაგავა და ადნან იანუზაი, რაინ გიგზი კი ისედაც ტოპ კლასის ფეხბურთელია მისი მიღწევებიდან გამომდინარე.
გულშემატკივრები ნაკლებად პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი ეშლი იანგის და ტომ კლევერლის მიმართ, სულ ცოტა 97 პროცენტი მიიჩნევს, რომ ისინი ნამდვილად არ არიან მაღალი დონის ფეხბურთელები.

წყარო:eveningnews.co.uk
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
3 აპრილი 2014 21:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აჩვენეთ გამოქლიავებულ ბარტონს
0
№2
ავტორი: UTD-Rule
3 აპრილი 2014 21:28
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კაგავას არც ისე ბევრი უკლია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Malboro463
3 აპრილი 2014 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
3-4 ფეხბურთელი არ კმარა. მინიმ,უმ 5 მაღალიკლასის ფეხბურთელი ჭირდება გუნდს
0
№4
ავტორი: GeorgeBest
3 აპრილი 2014 21:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანუზაიზე ადრეა ჯერ საუბარი, მაგრამ სწორი განვითარების შემთხვევაში ხელს ვერაფერი შეუშლის, აქვს შესაძლებლობა იყოს საუკეთესო

და ბარტონმა დააყენოს ერთი ადგილი, რამდენ უაზრო განცხადებას აკეთებს, ვაბშე რას ცდილობს რა უნდა. ამხელა კაცი რამ დააცენზურავა
0
№5
ავტორი: Best 7
3 აპრილი 2014 21:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ახლა მაინც წადით იანგო და კლევერლოგუნდიდანთ გთხოვთ
0
№6
ავტორი: love united
3 აპრილი 2014 22:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბარტონი ლივერპულის ფანია ალბათ :დ
0
№7
ავტორი: Malboro463
3 აპრილი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
lukadzandzava,
იანგს თU არ გაუშვებ არ წავა 110 ფუნტი აქვს ხელფასი კვირაში
პერსის, რუნის და მატას მერე ყველაზე მაღალი ხელფასი აქ ;დ
0
№8
ავტორი: chudikone
4 აპრილი 2014 00:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბარტონ წადი საჭმელი ჭამე დაიძინე რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: LizarD
4 აპრილი 2014 01:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
შინჯი როგორ მინდა ხშირად ვნახო :/ ტოპ მოთამაშეებს რაც შეეხება:
ვაზა, პერსი, მატა, დე ჰეა.
0
№10
ავტორი: red devil
4 აპრილი 2014 04:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იანუზაი? ეგ ნაღდად არ არის ტოპ კლასის ფეხბურთელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top