თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2014, 21:09
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2585,
კომენტარები: 15
რამდენი ტოპ კლასის ფეხბურთელია გუნდში ?!
თუ ბარტონს დავუჯერებთ გუნდში მსოფლიო დონის ფეხბურთელები არ გვყავს !
რამდენი ტოპ კლასის ფეხბურთელია გუნდში ?!
მას შემდეგ, რაც ჯო ბარტონმა განაცხადა, რომ უეინ რუნი არ არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრებს უნდა გაეცათ პასუხი, თუ რამდენი მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო კლუბში.
გამოიკითხა თითქმის 2000 ადამიანი. შედეგები კი ასეთია:
ალბათ არც იყო გასაკვირი ის, რომ ჯო ბარტონის სიტყვები უკუაგდეს 5-დან 4-მა გამოკითხულმა საშუალოდ და მათი აზრით, სწორედ რომ უეინ რუნია "ტოპ კლასის" მოთამაშე. სხვათაშორის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უეინ რუნი შედის მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ვერ გამოიყურება კარგად ამ სეზონში, გამოკითხულთა უმრავლესობა აქაც დადებითად არის "იუნაიტედის" მიმართ განწყობილი და მათი აზრით ყველა სექციაში(ხაზში), კლუბს 1 ტოპ კლასის მოთამაშე მაინც ჰყავს.
დაახლოებით 85% ხმების მიიღეს, დავიდ დე ხეამ, ნემანია ვიდიჩმა და ხუან მატამ, სწორედ ისინიც შედიან ტოპ კლასის მოთამაშეებში.
ვან პერსიმ ყველაზე კარგი შეფასება მიიღო, საშუალოდ 10 გამოკითხულიდან 9 ჰოლანდიელს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელად მიიჩნევენ.
ასევე ტოპ კლასის ფეხბურთელებთან ძალიან ახლოს არიან შინჯი კაგავა და ადნან იანუზაი, რაინ გიგზი კი ისედაც ტოპ კლასის ფეხბურთელია მისი მიღწევებიდან გამომდინარე.
გულშემატკივრები ნაკლებად პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი ეშლი იანგის და ტომ კლევერლის მიმართ, სულ ცოტა 97 პროცენტი მიიჩნევს, რომ ისინი ნამდვილად არ არიან მაღალი დონის ფეხბურთელები.

წყარო:eveningnews.co.uk
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
4 აპრილი 2014 12:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რუნი საუკეთესო ხუთეულში? არა, ეგ უკვე გადაჭარბებულია. ასე მაღალ საფეხურზე არ დგას, მარა მსოფლიო კლასის რომაა ეჭვი არავის შეეპაროს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Berba 9
4 აპრილი 2014 16:31
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ციტატა: RojoDiablo
რუნი საუკეთესო ხუთეულში? არა, ეგ უკვე გადაჭარბებულია. ასე მაღალ საფეხურზე არ დგას, მარა მსოფლიო კლასის რომაა ეჭვი არავის შეეპაროს.


მესი რონალდო ინიესტა ბეილი, სხვა არ მახსენდება რუნიზე უკეთესი მე პირადად :))) ეს მანჩესტერშია, რომ არ ჩანს და გოლებს ვერ ყრის ისე, როგორც სხვაგან გააკეთებდა, თუმცა გუნდი რუნიზე დგას და ამიტომ ჩანს თითქოს არა 5-ეულის წევრად :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№13
ავტორი: Rosso Diavolo
4 აპრილი 2014 19:56
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გუნდი რუნის გარეშე ვერაფერია და კიდე არაა ტოპ კლასის მოთამაშე??RojoDiablo,
0
№14
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2014 09:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Great M.U,
მე გაგახსენებ. რიბერი, რობენს არ ვიტყვი, რადგან პასები არ ევასება და არ შევადარებ.

გიო,
მერე მე ვახსენე რომ არაა თქო? მე ვთქვი ხუთეულშია რ შედის თქო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარია სგ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top