თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2014, 15:59
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2636,
კომენტარები: 16
პაუელი გუნდს ტოვებს?
შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთმა ტალანტმა დატოვოს.
პაუელი გუნდს ტოვებს?
როგორც ცნობილი გამოცემები "The Mirror"-ი და "The Sunday People" იტყობინება მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ინგლისელმა ნიკ პაუელმა დატოვოს.20 წლის ნახევარმცველის გადაბირებას კი "სუონსი" შეეცდება,რომელიც მზად არის პაუელში £5 გადაიხადოს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შოტლანდიელი სპეციალისტის დევიდ მოიესის სამომავლო გეგმებში ნიკ პაუელი არ შედის,სწორედ ამიტომ ის მზად არის ის ზემოთ აღნიშნულ ფასში უელსულ კლუბში გაყიდოს.

იანვარში დევიდ მოიესმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,რომ ის ყველანაირად შეეცდებოდა ნიკ პაუელის შენარჩუნებას,მაგრამ ახლა ბრიტანულ პრესაშში გაჩნდა კითხვა თუ რამდენად მოახერხებს შოტლანდიელი ამას.ამ მომენტისთვის ინგლისელი ნახევარმცველი "უიგანის" ღირსებას იცავს,რომელიც ჩემპიონშიპში ასპარეზობს."უიგანის" თავკაცმა იუე როსლერმა განაცხადა,რომ იმ შემთხვევაში თუ მისი კლუბი მოახერხებს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ის კვლავ შეეცდება ნიკ პაუელის არენდით აყვანას თუ მოახერხებს შეთანხმების მიღწევას "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან.

ნიკ პაუელი სერ ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთი ბოლო შენაძენია და რამდენად გამართლებული იქნება მოიესის მხრიდან გუნდიდან ამ ტალატის გაშვება ამას დრო გვიჩვენებს.ამ ხნის მანძილზე პაუელმა შეძლო იმის დამტკიცება,რომ ის მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ.იმ მცირე პერიოდში,რაც პაუელმა მანჩესტერულ კლუბში გაატარა მან მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა სწორედ "უიგანის" წინააღმდეგ და ასევე მისი დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაის" წინააღმდეგ.

იმის მიუხედავად,რომ ინგლისელ ნახევარმცველს ბოლო ორი თვე გაუცდა ტრავმის გამო ის კვლავ რჩება "უიგანის" ბომბარდირი.პაუელმა ასევე თავის გამოჩენა მოახერხა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე,სადაც მან ორი ბურთის გატანა მოახერხა.

წყარო: MUFCLATEST.COM
სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
16 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
30 მარტი 2014 16:00
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
უკომენტაროდ crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Manchester United 14
30 მარტი 2014 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
დარჩეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Manchester_M
30 მარტი 2014 16:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რატო ბევრი გვყავს ამნაირები ?
0
№4
ავტორი: Manchester United 14
30 მარტი 2014 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ცოტა ხანში დაიწყება ამის თამაშიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: GeorgeBest
30 მარტი 2014 16:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის დიდი იმედი მაქვს, ძაან მაგარი ბიჭია და ამის დაკარგვა ყველაზე დიდი ლივერპულობა იქნება

გამორიცხულია
0
№6
ავტორი: LizarD
30 მარტი 2014 16:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რაღაც ჭიათურის გამოცემების მსგავს გამოცემებს რატო ექცევა ასეთი ყურადღება ვერ ვხვდები :/
0
№7
ავტორი: RedGirl
30 მარტი 2014 16:21
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რამდენი ხანია ამ ბიჭს ველოდები, რა გაშვება ხო არ აკლიათ ამათ :@@@@@@@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: UTD-Rule
30 მარტი 2014 17:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
LizarD,
The Mirror და TSP თუ ჭიათურის გამოცემაა მაშინ კარგი fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: love united
30 მარტი 2014 17:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
შემდეგ წელს პირველ გუნდში უნდა წამოწიონ და ცოტა დროც უნდა მიეცეს.ძაან მაგარი ბიჭია.
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
30 მარტი 2014 17:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ხო თქვენ პაუელი გაუშვით და ვარელა შეინარჩუნეთ facepalm
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top