თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2014, 15:59
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2648,
კომენტარები: 16
პაუელი გუნდს ტოვებს?
შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთმა ტალანტმა დატოვოს.
პაუელი გუნდს ტოვებს?
როგორც ცნობილი გამოცემები "The Mirror"-ი და "The Sunday People" იტყობინება მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ინგლისელმა ნიკ პაუელმა დატოვოს.20 წლის ნახევარმცველის გადაბირებას კი "სუონსი" შეეცდება,რომელიც მზად არის პაუელში £5 გადაიხადოს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შოტლანდიელი სპეციალისტის დევიდ მოიესის სამომავლო გეგმებში ნიკ პაუელი არ შედის,სწორედ ამიტომ ის მზად არის ის ზემოთ აღნიშნულ ფასში უელსულ კლუბში გაყიდოს.

იანვარში დევიდ მოიესმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,რომ ის ყველანაირად შეეცდებოდა ნიკ პაუელის შენარჩუნებას,მაგრამ ახლა ბრიტანულ პრესაშში გაჩნდა კითხვა თუ რამდენად მოახერხებს შოტლანდიელი ამას.ამ მომენტისთვის ინგლისელი ნახევარმცველი "უიგანის" ღირსებას იცავს,რომელიც ჩემპიონშიპში ასპარეზობს."უიგანის" თავკაცმა იუე როსლერმა განაცხადა,რომ იმ შემთხვევაში თუ მისი კლუბი მოახერხებს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ის კვლავ შეეცდება ნიკ პაუელის არენდით აყვანას თუ მოახერხებს შეთანხმების მიღწევას "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან.

ნიკ პაუელი სერ ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთი ბოლო შენაძენია და რამდენად გამართლებული იქნება მოიესის მხრიდან გუნდიდან ამ ტალატის გაშვება ამას დრო გვიჩვენებს.ამ ხნის მანძილზე პაუელმა შეძლო იმის დამტკიცება,რომ ის მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშოდ.იმ მცირე პერიოდში,რაც პაუელმა მანჩესტერულ კლუბში გაატარა მან მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა სწორედ "უიგანის" წინააღმდეგ და ასევე მისი დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაის" წინააღმდეგ.

იმის მიუხედავად,რომ ინგლისელ ნახევარმცველს ბოლო ორი თვე გაუცდა ტრავმის გამო ის კვლავ რჩება "უიგანის" ბომბარდირი.პაუელმა ასევე თავის გამოჩენა მოახერხა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე,სადაც მან ორი ბურთის გატანა მოახერხა.

წყარო: MUFCLATEST.COM
სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
30 მარტი 2014 18:33
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ამ ბიჭის არენდით გაშვება და კლევერლის დატოვება ვის მოუვიდა თავში ძალიან მაინტერესებს, შარშან ფერგიმ სულ 4-5 მატჩი ათამაშა და ძალიან მაგრად ითამაშა ყველა, კლევერლი უნდა გავუშვათ და ეს უნდა ათამაშონ სულ, ძალიან ნიჭიერია და თან 14 გოლი გაიტანა ვიგანში წელს და 10-ს მაინც ხო გაიტანს ჩვენთან თუ მისცეს მომავალ წელს დრო lol
0
№12
ავტორი: Malboro463
30 მარტი 2014 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ამ კაცის ხელსი ბევრ ტალანტს დაკარგავს მანცესტერი
0
№13
ავტორი: ლადო
30 მარტი 2014 19:08
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
შანსი არაა, ამის დაკარგვა ძალიან დიდი სისულელე იქნება, ეს მინდა მომავლის იუნაიტედHში ძალიან მაგარი ახლაგაზრდაა
0
№14
ავტორი: Best 7
30 მარტი 2014 19:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
N1 ჭორი მსოფლიოში
0
№15
ავტორი: MANUTD FAN.
30 მარტი 2014 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ეს უეჭველი ჭორია მაგრამ მაინც იმედია რო არ წავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№16
ავტორი: red devil
31 მარტი 2014 08:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჭორია მოიესი ამას არ გაუშვებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top