თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2014, 09:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2643,
კომენტარები: 16
გაუშვებენ მოიესს?
"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა სერიოზულად დაფიქრდა მოიესის დატოვებაზე.
გაუშვებენ მოიესს?
"მანჩესტერ იუანიტედის" ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს ფიქრი დევიდ მოიესის შემცვლელზე.

სერ ალექსს ფერგიუსონის მემკვიდრემ შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთი წელიწადი დაჰყოს. მის ხელში გუნდს პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს გატარებული.

Goal-ის მტკიცებით გუნდის ხელმძღვანელობა უკვე რამდენიმე კვირააა, რაც ზაფხულში ხელმისაწვდომ მწვრთნელებს აკვირდება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გლეიზერებს ევალებათ. ისინი არც წინა წელს იყვნენ მოხარულნი მოიესის მოწვევით, მაგრამ ფერგიუსონის ალღოს მიენდვნენ.

ეს სეზონი არა მარტო მოიესის მწვრთნელობაში გვაეჭვებს, არამედ მისი მენეჯერობის უნარშიც. მან უკვე 60 მლნ. ფუნტზე მეტი თანხა დახარჯა ახალწვეულებზე და ასევე რუნის პირობებს დასთანხმდა, რის შემდეგაც მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი გაუფორმა ინგლისელს. ამ ყველაფრისგან კი სარგებელი ჯერ ძალიან ცოტაა.

მოიესის გაშვება სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს გუნდის ბიუჯეტს - 6 წლიანი კონტრაქტის გაწყვეტა გლეიზერების ინიციატივით შეიძლება მოხდეს, მთლიანი თანხის მხოლოდ მცირედი ნაწილის გადახდით.

გარდა ამისა, როგორც იტყობინება Manchester Evening News, გულშემატკივრების ნაწილი ფულს აგროვებს, რათა დაიქირაონ თვითმფრინავი და შაბათს გასამართ შეხვედრაში, "ასტონ ვილასთან" მოიესის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინონ ცაზე. მოიესისდა სამწუხაროდ, იგი ყველას ნდობას კარგავს: ხელმძღვანელობის, გულშემატკივრების და საკუთარი მოთამაშეებისასაც კი.

fapl.ru
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
27 მარტი 2014 09:59
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
თუ გაშვებაა კლოპი მინდა მეტი არავინ
0
№2
ავტორი: Roy Keane 16
27 მარტი 2014 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
გაუგებრად უცნაურად იქცევა

1) ნანი არ ათამაშა აქამდე, ვესთ ჰემი და სიტისთან გამოშვებით შეიძლება ფორმას მიახლოვებოდა და ბაიერნთან გამოიყვანდა

2) სიტისთან მატა არ უნდა გამოეშვა, სიტისთან ეთამაშა ზუსტად იმ ტაქტიკით რითაც ბაიერნთან გავა რომ ნახოს რას იზამდა გუნდი, და შეაჩვიოს ის წყობა ერთმანეთს, მოესინჯა კაგავა-რუნი ან რუნი-უელბეკი (ჩიჩა) რაც ნაკლებ სავარაუდოა ბოლო ორი რადგან 4-5-1 ის გარეშე ბავარიასთან 4-4-2 ით ბურთის ცოტახანი დაჭერაც არამგონია შეძლონ

3) ერთი ყველაზე გაუგებარი ფაქტი, რატო არ ათამაშა ეს ყველა თამაში ბიუტნერი? უთამაშებელი უნდა შეუშვას ბავარიასთან? გამაგიჟებს მაგ კაცი

4) კაგავა ყველა ვარიანტში დაჭირდება თან იცნობს ტიპი ბავარიასთან რამდენი აქ ნათამაშები, აქამდე რეგულარულად უნდა ეთამაშებინა
0
№3
ავტორი: Best 7
27 მარტი 2014 10:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Kai moies axla aighe tanssacmeli da wadi
0
№4
ავტორი: Esi
27 მარტი 2014 11:42
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
თუ გაუშვებენ კლოპი ან სიმეონე
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 მარტი 2014 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერთადერთი რაც მოიესმა კარგი გააკეთა ეს რუნის დატოვება იყო, მაგრამ ეს ვერ გადაფრავს იმ კატასტროფას, რა კატასტროფაშიც მოიესმა ჩაგვაგდო. დარწმუნებული ვარ ფერგიც ნანობს თავის გადაწყვეტილებას. არ ვიცი ვინ იქნება მომავალი მწვრთნელი, მაგრამ მოიესი რო არ უნდა იყოს ეგ ზუსტად ვიცი.
0
№6
ავტორი: Malboro463
27 მარტი 2014 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
არსენა ტოვებს არსნეალსო და მოესის ჩემვლელად თუ დადგება არა ცუდი ვარიანტი
0
№7
ავტორი: WAYNE ROONEY 10
27 მარტი 2014 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
Middlesbro,
კაი იქნება მარა ვინ გამოუშვებს
0
№8
ავტორი: DimaSanaia
27 მარტი 2014 12:41
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
თვითმფრინავიო? :/ ბავარიასთან გასამართი მატჩის წინ არ ვიცი რამდენად სწორი იქნება ამგვარი ზეწოლა. თუმცა შეიძლება უფრო მეტად დაფიქრდეს და მიხვდეს , რომ დიდი ხანი არავინ მოუთმენს.

ღმერთო მალე ამოგვიყვანე ამ კრიზისიდან. :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№9
ავტორი: gilmour
27 მარტი 2014 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
უცხოპლანეტელებმა მაინც მოიტაცონ ესჩემისა
0
№10
ავტორი: RedGirl
27 მარტი 2014 15:18
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი კლოპი და კიდევ კლოპი კლოპი კლოპი !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top