თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2014, 09:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2859,
კომენტარები: 16
გაუშვებენ მოიესს?
"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა სერიოზულად დაფიქრდა მოიესის დატოვებაზე.
გაუშვებენ მოიესს?
"მანჩესტერ იუანიტედის" ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს ფიქრი დევიდ მოიესის შემცვლელზე.

სერ ალექსს ფერგიუსონის მემკვიდრემ შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთი წელიწადი დაჰყოს. მის ხელში გუნდს პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს გატარებული.

Goal-ის მტკიცებით გუნდის ხელმძღვანელობა უკვე რამდენიმე კვირააა, რაც ზაფხულში ხელმისაწვდომ მწვრთნელებს აკვირდება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გლეიზერებს ევალებათ. ისინი არც წინა წელს იყვნენ მოხარულნი მოიესის მოწვევით, მაგრამ ფერგიუსონის ალღოს მიენდვნენ.

ეს სეზონი არა მარტო მოიესის მწვრთნელობაში გვაეჭვებს, არამედ მისი მენეჯერობის უნარშიც. მან უკვე 60 მლნ. ფუნტზე მეტი თანხა დახარჯა ახალწვეულებზე და ასევე რუნის პირობებს დასთანხმდა, რის შემდეგაც მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი გაუფორმა ინგლისელს. ამ ყველაფრისგან კი სარგებელი ჯერ ძალიან ცოტაა.

მოიესის გაშვება სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს გუნდის ბიუჯეტს - 6 წლიანი კონტრაქტის გაწყვეტა გლეიზერების ინიციატივით შეიძლება მოხდეს, მთლიანი თანხის მხოლოდ მცირედი ნაწილის გადახდით.

გარდა ამისა, როგორც იტყობინება Manchester Evening News, გულშემატკივრების ნაწილი ფულს აგროვებს, რათა დაიქირაონ თვითმფრინავი და შაბათს გასამართ შეხვედრაში, "ასტონ ვილასთან" მოიესის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინონ ცაზე. მოიესისდა სამწუხაროდ, იგი ყველას ნდობას კარგავს: ხელმძღვანელობის, გულშემატკივრების და საკუთარი მოთამაშეებისასაც კი.

fapl.ru
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
27 მარტი 2014 15:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა წავიდეს, კლოპი იდეალურია ალბათ. ვენგერი ჯერ არსად წავა, რომც წავიდეს აქ არ მოვა
0
№12
ავტორი: Manchester_M
27 მარტი 2014 15:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კლოპი მინდა თუ არა ამის გაშვებას მაინც რა აზრი აქ მეორე ამანაირი თუ მოვიდა ?
0
№13
ავტორი: chudikone
27 მარტი 2014 16:07
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დაგვანებოს ამ კაცმა თავი.. კლოპის დანიშვნა არ დაიჯერო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№14
ავტორი: tupaca
27 მარტი 2014 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Moyes arc coli Da arc deda ar gecodeba, sheni gogoebi mainc sheicode Da daaxvie aqedan
0
№15
ავტორი: red devil
27 მარტი 2014 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Roy Keane 16,
გეთანხმები 100%ით კლოპი ან სიმეონე ყველაზე კაი ვარიანტი იქნება მარა არამგონია მოიესი გაუშვან
0
№16
ავტორი: Macklemore
28 მარტი 2014 04:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Gasashvebia, magram realuri shemcvlelic ar chans.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top