თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2014, 09:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 11
რუნი ვერ თამაშობს, გუნდი ვერ თამაშობს
მე კი პირიქით მგონია.
რუნი ვერ თამაშობს, გუნდი ვერ თამაშობს
მოგესალმებით! დღეს ჩემი დებიუტი შედგება ინდივიდუალური სტატიის დაწერის მხრივ. მანჩესტერული დერბის შემდეგ სხვადასხვა ვებ-გვერდზე და მათ შორის ჩვენ საყვარელ redarmy.ge-ზეც წავიკითხე კომენტარები, რომელიც რუნის ცუდ თამაშზე იყო გაკეთებული. მათ საყურადღებოდ და მათთვისაც, ვინც წაიკითხავს, შევეცდები ჩვენი მომავალი კაპიტანი და ლეგენდა დავიცვა.

უეინ რუნის აბრალებდნენ, რომ იგი ბურთს კარგავდა, პასებს ვერ არიგებდა, თავდაჯერებულობა აკლდა. მოკლედ რომ ვთქვათ შეტევებს შლიდა.

უეინ რუნის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებას წარმოადგენს სისწრაფე, დარტყმის სიძლიერე, დრიბლინგი, გადაწყვეტისუნარიანობა. ეს ახლაც ასეა, გუშინაც ასე იყო და თუ სასწაული არ მოხდა ასე იქნება დიდხანს. მაშინ იკითხავთ:"სად იყო ყველა ეს თვისება გუშინ?"

პირველ რიგში ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უეინი ადამიანია, შემდეგ ფეხბურთელი და ამის შემდეგ კარგი ფეხბურთელი. არ შეიძლება ადამიანი ყოველ დღე ერთნაირი წარმატებით ცხოვრობდეს, არ შეიძლება ფეხბურთელმა ყველა მატჩი იდეალურად ჩაატაროს, არ შეიძლება კარგი ფეხბურთელი ყოველთვის კარგი იყოს. ყველას აქვს სეზონში ცუდი მატჩები. თუ ეს არგუმენტი არ კმარა, მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს.

ყველა ვთანხმდებით ალბათ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ვინც კვრიას გამართულ ელ კლასიკოს უყურა, ალბათ დამეთანხმება, რომ ასეთი რონალდუ იშვიათი სანახავია. მთელი თამაშის მანძილზე ვერაფერს აკეთებდა, უკან გუნდს არ ეხმარებოდა, მოპოვებული პენალტიც უსამართლოდ დაინიშნა, ასე რომ უსამართლო გოლი გაიტანა. რაც შეეხება მესის, გასულ წელს მისი უამრავი ჩაგდებული შეხვედრა ვნახეთ, რომელზეც ტიტო ვილანოვამ თქვა: "მესიც ადამიანია და ყველა შეხვედრას კარგად ვერ ითამაშებს".

ეს რაც შეეხება რუნის ინდივიდუალურ კუთხეს, მაგრამ აქცენტის გაკეთება გუნდურზეც შეიძლება. მოგეხსენებათ რუნი დერბიში ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინა. რა სჭირდება ცენტრ ფორვარდს - ზუსტი პასები. რად ღირს საუბარი ზუსტ პასებზე, როცა თითქმის ვერ გადავდიოდით შეტევაში. თავდამსხმელმა როგორ უნდა ითამაშოს კარგად, თუ კი პასს ვერ იღებს.

ეს ყველაფერი ჩემი სათაურის ცინიზმს ასახავს და პირიქით ვიტყვი: "ვერ თამაშოვბს გუნდი და როგორ ითამაშოს რუნიმ." მიუხედავად ჩემ მიერ ჩამოთვლილი რუნის შესაძლებლობებისა, ალბატ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რუნი ისეტი სტილის ფეხბურთელებს არ მიეკუთვნება, ვინც ბურთს მოედნის ცენტრში დაიჭერს, 5-6 კაცს ჩაურბენს და კარში დაარტყამს. არ ვაკნინებ, ვიცი რომ შეუძლია, მაგრამ ამას პრემიერ-ლიგაში არავინ გაგაკეთებინებს.

უეინ რუნი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოს მასშტაბით, ამაზე არავინ დაობს. საქმე გუნდშია - გუნდი წელს უნიათო ფეხბურთს აჩვენებს, კრეატივი აკლია, ძირითადად ფლანგებიდან ჩაწოდებებით შემოვიფარგლებით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ "სიტისთან" პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ბურთი წავართვით, შევედავები. "ქალაქელებმა" ბურთი დაგვითმეს, მაგრამ ამისგან თითქმის არ იყო სარგებელი.

ასე, რომ შევეცადოთ დანაშაული გუნდის თამაშში დავინახოთ და არა მხოლოდ რუნიში. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა "მანჩესტერ იუნაიტედის".
სიახლეები, სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 მარტი 2014 09:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან გთხოვტ წაიკითხოთ და დაწეროთ, რაში მეთანხმებით და რაში არა...სიამოვნებით მოვისმენ კრიტიკას, თუ იგი კორექტული იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 მარტი 2014 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი სტატიაა, რაც შეეხება უშუალოდ რუნის, ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ რაა, როცა ფეხბურთელი ცენტრ ფორვარდათ გამოდის მოედანზე, მაგრამ უკან ჩამოსვლა უწევს იმიტო რო ქლევერლი და ფელაინი არაფრის გამკეთებლები არ არიან, იმ ფეხბურთელს ნუ მოვთხოვთ ტექნიკურ და სწრაფ თამაშს. ვერ დაინახეთ სადამდე იწევდა რუნიი??? თან როდის, როცა 3 ნომინალური ნახევარმცველი გვყავდა... მართლა და მართლა რუნი ორად ხო არ გაიჭრებაა??? კი გასაგებია რო კარგი თამაში ვერ ჩაატარა, მაგრამ როცა ნახევარმცველები არაფრის გამკეთებლები არ არიან, ხშირ შემთხვევაში თავდასხმელსაც არაფერი გამოსდის. რუნის გაკრიტიკებას, ვინც მართლა გასაკრიტიკებელია ის გავაკრიტიკოთ...
0
№3
ავტორი: red devil
26 მარტი 2014 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რუნის ბრალი ყველაზე ნაკლებად იყო დგევანდელი წაგება მხოლოდ ამას ვიტყვი მე
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
26 მარტი 2014 11:10
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აბსოლიტურად გეთანხმები ავტორ. 100% ხარ. აქ არის არასწორი ტაქტიკა და მეტი არაფერი. არც იმის მჯერა რო ოლიმპიაკოსთან მოიესმა დააყენა გუნდი. რაღაც ფერგის ხელი ეტყობოდა მაგ თამაშს. 3 თვის უთამაშებელი გიგზი ცენტრში და ველბეკი ფლანგზე. ნუ ეს ჩემი აზრია. მოიესის ტაქტიკა კი გუშინ ნაღდად იყო. მატა და ველბეკი ფლანგებზე. ფელაინი 10 ნომრიან პოზიციაზე. და უთამაშებელი კლევერლი ცენტრში.
0
№5
ავტორი: IJay
26 მარტი 2014 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
დაგვინდეს ტიპებმა რა შეეძლოთ 6-7 ით 0 მოეგოთ მაგრამ არა, შეეცოდა პელეგრინის მანჩესტერი იმენა ბოლოსკენ სულ მცველები და ჩამშლელები შემოჰყავდა თორე შემტევი და სწრაფი ფეხბურთი ბოლომდე რომ ეთამაშათ პრესინგით გაგვანადგურებდნენ, მადლობა ღმერთს მანჩინი არ არის სიტის მწვრთნელი თორე ეგ მიწასთან გაგვასწორებდა საერთოდ
0
№6
ავტორი: tupaca
26 მარტი 2014 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
rooneys vinc rames abralebs ubralod unamusoa
0
№7
ავტორი: darcmelia123
26 მარტი 2014 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
იცით რაარის? ძაან მეცოდება რუნი მარტო თამაშობს და ამდენი სირბილი ყელში არ ამოუვიდეს სანამ ქლევერლები და იანგები იქნებიან გუნდში არგვეშველება არაფერ ძმაო რუნის ამწყობი უნდა რა ძაან მაგარია რუნი
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
26 მარტი 2014 14:57
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რუნის რა ბრალია აქვს ტაქტიკაშიი? მოიესი ყველაზე დებილი სტრატეგოსია რა


No Rooney No Party -ასე გახდა მოიესის დროს :(
0
№9
ავტორი: LizarD
26 მარტი 2014 15:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მე დავწერე გუშინ რუნის ცუდი თამაშის შესახებ მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ რუნის რამენაირად ვაკნინებ.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
26 მარტი 2014 16:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
LizarD,
ეგ არც მითქვამს. მაგრამ ისე გმაოვიდა, თითქოს მთელი ქვეყანა მას აბრალებდა წაგებას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top