თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2014, 09:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2423,
კომენტარები: 11
რუნი ვერ თამაშობს, გუნდი ვერ თამაშობს
მე კი პირიქით მგონია.
რუნი ვერ თამაშობს, გუნდი ვერ თამაშობს
მოგესალმებით! დღეს ჩემი დებიუტი შედგება ინდივიდუალური სტატიის დაწერის მხრივ. მანჩესტერული დერბის შემდეგ სხვადასხვა ვებ-გვერდზე და მათ შორის ჩვენ საყვარელ redarmy.ge-ზეც წავიკითხე კომენტარები, რომელიც რუნის ცუდ თამაშზე იყო გაკეთებული. მათ საყურადღებოდ და მათთვისაც, ვინც წაიკითხავს, შევეცდები ჩვენი მომავალი კაპიტანი და ლეგენდა დავიცვა.

უეინ რუნის აბრალებდნენ, რომ იგი ბურთს კარგავდა, პასებს ვერ არიგებდა, თავდაჯერებულობა აკლდა. მოკლედ რომ ვთქვათ შეტევებს შლიდა.

უეინ რუნის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებას წარმოადგენს სისწრაფე, დარტყმის სიძლიერე, დრიბლინგი, გადაწყვეტისუნარიანობა. ეს ახლაც ასეა, გუშინაც ასე იყო და თუ სასწაული არ მოხდა ასე იქნება დიდხანს. მაშინ იკითხავთ:"სად იყო ყველა ეს თვისება გუშინ?"

პირველ რიგში ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უეინი ადამიანია, შემდეგ ფეხბურთელი და ამის შემდეგ კარგი ფეხბურთელი. არ შეიძლება ადამიანი ყოველ დღე ერთნაირი წარმატებით ცხოვრობდეს, არ შეიძლება ფეხბურთელმა ყველა მატჩი იდეალურად ჩაატაროს, არ შეიძლება კარგი ფეხბურთელი ყოველთვის კარგი იყოს. ყველას აქვს სეზონში ცუდი მატჩები. თუ ეს არგუმენტი არ კმარა, მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს.

ყველა ვთანხმდებით ალბათ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ვინც კვრიას გამართულ ელ კლასიკოს უყურა, ალბათ დამეთანხმება, რომ ასეთი რონალდუ იშვიათი სანახავია. მთელი თამაშის მანძილზე ვერაფერს აკეთებდა, უკან გუნდს არ ეხმარებოდა, მოპოვებული პენალტიც უსამართლოდ დაინიშნა, ასე რომ უსამართლო გოლი გაიტანა. რაც შეეხება მესის, გასულ წელს მისი უამრავი ჩაგდებული შეხვედრა ვნახეთ, რომელზეც ტიტო ვილანოვამ თქვა: "მესიც ადამიანია და ყველა შეხვედრას კარგად ვერ ითამაშებს".

ეს რაც შეეხება რუნის ინდივიდუალურ კუთხეს, მაგრამ აქცენტის გაკეთება გუნდურზეც შეიძლება. მოგეხსენებათ რუნი დერბიში ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინა. რა სჭირდება ცენტრ ფორვარდს - ზუსტი პასები. რად ღირს საუბარი ზუსტ პასებზე, როცა თითქმის ვერ გადავდიოდით შეტევაში. თავდამსხმელმა როგორ უნდა ითამაშოს კარგად, თუ კი პასს ვერ იღებს.

ეს ყველაფერი ჩემი სათაურის ცინიზმს ასახავს და პირიქით ვიტყვი: "ვერ თამაშოვბს გუნდი და როგორ ითამაშოს რუნიმ." მიუხედავად ჩემ მიერ ჩამოთვლილი რუნის შესაძლებლობებისა, ალბატ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რუნი ისეტი სტილის ფეხბურთელებს არ მიეკუთვნება, ვინც ბურთს მოედნის ცენტრში დაიჭერს, 5-6 კაცს ჩაურბენს და კარში დაარტყამს. არ ვაკნინებ, ვიცი რომ შეუძლია, მაგრამ ამას პრემიერ-ლიგაში არავინ გაგაკეთებინებს.

უეინ რუნი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოს მასშტაბით, ამაზე არავინ დაობს. საქმე გუნდშია - გუნდი წელს უნიათო ფეხბურთს აჩვენებს, კრეატივი აკლია, ძირითადად ფლანგებიდან ჩაწოდებებით შემოვიფარგლებით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ "სიტისთან" პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ბურთი წავართვით, შევედავები. "ქალაქელებმა" ბურთი დაგვითმეს, მაგრამ ამისგან თითქმის არ იყო სარგებელი.

ასე, რომ შევეცადოთ დანაშაული გუნდის თამაშში დავინახოთ და არა მხოლოდ რუნიში. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა "მანჩესტერ იუნაიტედის".
სიახლეები, სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: lefty
26 მარტი 2014 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მოიესის და მცველების გარდა არავის ბრალია წაგება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top