თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2014, 20:37
ავტორი: love united,
ნანახია: 3306,
კომენტარები: 23
"ან მოიესი, ან მე!"
ახალგაზრდა მანჩესტერელი ახალ მწვრთნელს ვერ შეეწყო
"იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშის, მარნიკ ვერმიილის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტი კლუბში მხოლოდ იმ შემთვევაში დარჩება, თუ დევიდ მოიესი "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს. ბელგიელი ფლანგის მცველი, რომელიც 22 წლისაა, რამდენჯერმე იყო გამოძახებული ბელგიის 21 წლამდელთა ნაკრებში, ამ სეზონში კი არენდის წესით "ნაიმეგეენში" ასპარეზობს. გამოცემა Hets Nieuwsblad-ს საუბარში, მარნიკის აგენტმა, ტონი დულერსმა განაცხადა:"ვერმიილს "იუნაიტედთან' კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ის კლუბს ამ სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს ყველაფერი დევიდ მოიესზე არის დამოკიდებული. "

"ან მოიესი, ან მე!"

მარნიკ ვერმიილი "ნაიმეგეენის" მაისურით (მარჯვნივ)


"ან მოიესი, ან მე!"

სეზონის ბოლოს მარნიკი "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს


"ან მოიესი, ან მე!"


"ან მოიესი, ან მე!"

ვერმიილი "იუნაიტედში" 2010 წელს "სტანდარდ ლიეჟედან" გადავიდა


"თუ მოიესს დაითხოვენ, ვერმიილის მომავალი მანჩესტერში უკეთესი იქნება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ის გუნდს დატოვებს. "იუნაიტედში" ყველა ბედნიერია, რადგან მარნიკი საგრძნობ პროგრესს განიცდის. ისინი ამბობენ, რომ შემდეგ წელს მას უკეთეს გუნდში გაანათხოვრებენ, მაგრამ ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება. ის მიიღებს შანსს მანჩესტერის ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, ან დატოვებს გუნდს."

დულერსმა ასევე დაამატა, რომ მისი აგენტით დაინტერესებულია "აიაქსი" და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი. ასევე მას შეხვდებიან "გენკისა" და "ანდერლეხტის" წარმომადგენლები მომავალ კვირას.

"ან მოიესი, ან მე!"

მოიესი წასვლას არ აპირებს


"ან მოიესი, ან მე!"

ვერმიილი ბელგიის 21 წლამდელთა ნაკრებში


წყარო:dailymail
ახალი ამბები
23 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
20 მარტი 2014 20:42
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
სერიოზული საფიქრალი აქ კლუბის ხელმძღვანელობას :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: love united
20 მარტი 2014 20:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ოპტიმისტი ბიჭია :დ
0
№3
ავტორი: Malboro463
20 მარტი 2014 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
თქვენ იცინეთ და მერე სხვა წამოყოფს თავს ბევრ ახალგაზრდა ნიჭიერ ეხბურთელს დავკარგავთ ამან თუ ეგრე გაგრძელა. არა ცუდი ფეხბურთელი შანსი უნდა მისცეს ბიუტნერს ბევრად ჯობია
0
№4
ავტორი: UTD-Rule
20 მარტი 2014 20:56
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვერმილი ? areyoukiddingme და ამის მერე უნდა ვთქვა ჩვენ ინგლისში საუკეთესო აკადემია გვყავს? ვის უშვებთ ბიჭო ვის? ვინებს უშვებთ და ვის იტოვებთ გამაგიჟებთ ამაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ჩვენ არ გვეყოლება კიდევ დიდი ხანი და ამას თუ დავკარგავთ ძაან ვინანებთ.. დაელი ხო გავუშვით და ოლემ წაიყვანა,პოგბაზე ხო საუბარი არ მაქვს,მორისონი ხო საერთოდ,ტანკლიფი და კოულიც დავკარგეთ მაიკლ კინია არის და პირველ გუნდში თამაში არ აღირსეს და მაგასაც დავკარგავთ ,ლინგარდს ჯერ ბევრი უკლია პირველი გუნდისთვის.. ესეთებს ვკარგავთ და სმოლინგებს და ქლევერლებს ვზრდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: Best 7
20 მარტი 2014 21:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
moies wadi
0
№6
ავტორი: Malboro463
20 მარტი 2014 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: UTD-Rule
კოულიც დავკარგეთ

კოული გაუშვეს? მაგათ შიგ ხო არაქვთ ეგ გასაშვები არ იყო ვინებს უშვებენ და ვინებს ტოვებენ ბუბლიკ @:
მაკედა და ბებე დატოვს და კოლი გაუშვეს :@ იმიტომ არაინ 6 ადგილზე
ციტატა: UTD-Rule
მაიკლ კინია

მაიკლი გასაშვებია მისი ძმა ვილი კარგი ბიჯია თავამსხმელად თამაშობს მაგას მიხედონ ჯობია
0
№7
ავტორი: UTD-Rule
20 მარტი 2014 21:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Middlesbro,
ხო კოული და ტანკლიფი რენემ წაიყვანა ფულემში იყიდეს მარა ტანკლიფი ეხლა უიგანში არის განათხოვრებული და კოული დუბლებში თამაშობს ჯერ what

Middlesbro,
აი ჩემთვის კინი ძაან გიჟი ფეხბურთელი,ჩემპიონშიპს რო ვუყურებ ხოლმე ეხლა ბოლო თამაშსაც ვუყურე კინიც ბლექბერნში და სულ ბოლომდე იბრძვის და შეცდომებსაც არ უშებს.. უილ კინიც კარგი ბიჭია ნამდვილად ბოლო ოთხი თამაში ძირითადში ქპრ-ში.. იქამდე მივა ჩვენი ამბავი რო ბოლოს პაულესაც დავკარგავთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: GeorgeBest
20 მარტი 2014 21:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Middlesbro,

კოული ფულემს შეტენეს, უკვე ვაგინე საკმარისად არ გინდა :დ მაგრად გამიტყდა ეგ ბიჭი როგორ დავკარგეთ. არადა მართლა ძაან მაგარია და შარშანაც დაამტკიცა მგონი

ჯერ ადრეა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ლაპარაკი მაინც. არ ვართ იმ მდგომაორებაში რომ ვინმეს შანსები მივცეთ, ასე ბევრს დავკარგავთ. ზაჰა ხო დაალპო სკამზე, ნელ–ნელა სხვებზეც გადვაალთ

კლუბს სერიოზული საფიქრალი აქვს, საღადაო ნაღდად არაა :დ არ ვამბობ ვერმილის გამო უნდა გაუშვან თქო, უბრალოდ ასე ვერ გავაგრძლეებთ
0
№9
ავტორი: Manchester_M
20 მარტი 2014 21:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სერიოზური განაცხადია , ოღონდ მართლა :X:X:
0
№10
ავტორი: love united
20 მარტი 2014 21:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აი ამ ბოლო დროინდელი დამოკიდებულება ახალგაზრდებთან მკლავს ;დ თუნდაც ბაბუ ავიღოთ,პოგბა გაუშვა,როდესაც თავისუფლად შეიძლებოდ აშენარჩუნება თუ სათამაშო დროს მისცემდნენ. ბიუტნერის ყიდვას ამ ბიჭისთვის მიეცათ პრაქტიკა არ აჯობებდა?მირჩევნია ჩვენმა აღზრდილმა ითამაშოს ვიდრე მოყვანილმა,მითუმეტეს ბიუტნერი არ არის მაღალი დონის მოთამაშე.იგივე ფაბიო რომ ავიღოთ,არაფრით ჩამოუვარდება...რავიცი,ალბათ ამასაც დავკარგავთ,მერე 1-2 წელში გადავა რომელიმე ტოპ-კლუბში და საუკეთესო მცველებში გაიჩითება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top