თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2014, 17:10
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2397,
კომენტარები: 12
კავანი, "იუნაიტედი" და 80 მილიონი ფუნტი !
კავანის "იუნაიტედს" უკავშირებენ.
კავანი,
როგორც უკვე ვიცით "იუნაიტედი" ზაფხულში 200 მილიონი ფუნტ სტერლინგის დახარჯვას აპირებს, იქნება ეს მოიესთან ერთად თუ მოიესის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერული კლუბი ტრანსფერებში არასდროს გამოირჩეოდა, ეს ზაფხული წითლებისთვის განსაკუთრებული იქნება. ბევრი წავა და ბევრიც მოვა, ფაქტია რომ დაიხარჯება "იუნაიტედისთვის" კოლოსალური ოდენობის თანხა.
ამ სეზონში "იუნაიტედმა" დაამტიკცა, რომ შეტევაში მოთამაშე ვერცერთი ვარსკვლავი ვერ იტყვის, რომ თამაშობს იქ სადაც მისი ადგილია. ვან პერსის ზონები ირღვება, მატა არ დგას ფორვარდის უკან, კაგავას არ ეძლევა ფორვარდის უკან დგომის შანსი, ყველაფერი ეს კი ფეხბურთელთა სიმრავლით იხსნება. თუნდაც შემტევი ნახევარმცველის ადგილზე "იუნაიტედს" 3 ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. მაგრამ პრობლემა იმდენად ფეხბურთელთა სიმრავლე არ არის, რამდენადაც მოიესის სისუსტე. ის ვერ "უბედავს" ფორმიდან ამოვარდნილ ვან პერსის სკამზე დასმას და კიდევ სხვა მრავალ ასეთ გადაწყვეტილებას.
კავანის ტრანსფერზე საუბარი ჯერ კიდევ იანვრის თვეში მიმდინარეობდა, მაშინ როდესაც მოიესი მატას ყიდულობდა პრესაში კავანის შესაძლო ტრანსფერიც განიხილებოდა. თუმცა ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე გადაიდო.
26 წლის ურუგვაელ ფეხბურთელზე ნებისმიერი გუნდი იოცნებებდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მისი ყიდვით არის დაინტერესებული და როგორც ჩანს მოიესი აპირებს ამ ფეხბურთელში 80 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს, რაც თავისთავად "იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება.

კავანი, "იუნაიტედი" და 80 მილიონი ფუნტი !


კავანის ფასი დღეს-დღეისობით 53 მილიონი ფუნტ სტერლინგია (წყარო: Transfermarkt.co.uk)
თუმცა მის შეძენას მოიესი 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეეცდება. რამდენად ღირს კავანი 80 მილიონი ჯერ კიდევ საკითხავია, "მადრიდის რეალმა" ბეილი თითმის ამ თანხად იყიდა და ბევრის აზრით ბეილი უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე კავანი, თუნდაც უფრო ახალგაზრდაა.
ასე, რომ მიუხედავად დიდი მიღწევებისა, რაც ედისონ კავანის საფეხბურთო კარიერაში ყოფილა, "იუნაიტედი" აუცილებლად უნდა დაფიქრდეს ამ შესაძლო ტრანსფერზე და არ გადაიხადოს ის თანხა, რაც აშკარად ზედმეტია ამ ფეხბურთელში.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Mike
19 მარტი 2014 17:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
80 მილიონი ბევრია ეგ ერთია , მეორე იცი რა არის მოიესის ფაქტორი რა მატაში გადაიხადა ფული და ტიპს ჯერაც ვერ გაუგია სად ათამაშოს უნდა ეხა უნიტედს 80 მილიონიანი დაბნეულობა ... ))
0
№2
ავტორი: UTD-Rule
19 მარტი 2014 17:15
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ძაან ძლიერი რო არის ამაში ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ რამდენად ჭირდება ან კიდევ რამდენად მოერგება იუნაიტედის ფეხბურთს ან თუნდაც ინგლისურ ფეხბურთს ეს მეორე საკითხია... და ფასი ხო საერთოდ derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: RojoDiablo
19 მარტი 2014 17:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ooo cavani ამის ყიდვა კაი ამბავია, მარა ჯერ არაფერი არაა დამაჯერებელი...მხოლოდ მაშინ დავიჯერებ როცა იყიდიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gilmour
19 მარტი 2014 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
თუ პერსის გაუშვებენ ამაზე მაგარი ვიღა უნდა მოიყვანონ, უძლიერესი ფორვარდია და დიდი პოზიციის შერჩევა არ ჭირდება, დადგება ცენტრ ფორვარდზე და მიხედავს საქმეს. იგივე როლს ითამაშებს იუნაიტედში რასაც წლების წინ ნისტელროი აკეთებდა.
რამდენიც უნდათ იმდენი გადაიხადონ არ მენაღვლება:)))
0
№5
ავტორი: Manchester_M
19 მარტი 2014 18:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაროჩე რა მოიესმა რას აკეთებს თვითონაც აღარ იცის :X
0
№6
ავტორი: love united
19 მარტი 2014 18:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარი ფორვარდია.პესის+ფული კარგი ვარიანტია,მაგრამ რამდენად ენდომება პსჟს კავანის გაყიდვა არ ვიცი.
0
№7
ავტორი: Best 7
19 მარტი 2014 18:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ამასთან შანსები არ გვაქვს ჯობს ფალკაო ვიყიდოთ
0
№8
ავტორი: Malboro463
19 მარტი 2014 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მოესმა 2 ტრანსფერი გაკეთა და თანხაც ზედმეტი გადაიხადა არ გეჩვენებათ რო კავანიში 80 მილიონი ბევრია? თან ამ პოზიციაზე გუნდს ნაკლებად ჭირდება გაძლიერება
0
№9
ავტორი: gilmour
19 მარტი 2014 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Middlesbro,
ბევრი არის ბაზარი არაა, თან ძაან ბევრი. პროსტა თუ პერსიმ ასე უნდა გააგრძელოს ბევრად მირჩევნია კავანი გვყავდეს წინ.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
19 მარტი 2014 21:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კავანი ცხენია იმენა wink უძლიერესი ფორვარდია, უბრალოდ ჩელსი იბრზოლებს ამ კაცისთვის და არ დაინანებენ ფულს. ერთი მიზეზი დამისახელონ რატომ უნდა არჩიოს მანჩესტერი ჩელსის და ბაზარი არაა მოვიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top