თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2014, 17:10
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2402,
კომენტარები: 12
კავანი, "იუნაიტედი" და 80 მილიონი ფუნტი !
კავანის "იუნაიტედს" უკავშირებენ.
კავანი,
როგორც უკვე ვიცით "იუნაიტედი" ზაფხულში 200 მილიონი ფუნტ სტერლინგის დახარჯვას აპირებს, იქნება ეს მოიესთან ერთად თუ მოიესის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერული კლუბი ტრანსფერებში არასდროს გამოირჩეოდა, ეს ზაფხული წითლებისთვის განსაკუთრებული იქნება. ბევრი წავა და ბევრიც მოვა, ფაქტია რომ დაიხარჯება "იუნაიტედისთვის" კოლოსალური ოდენობის თანხა.
ამ სეზონში "იუნაიტედმა" დაამტიკცა, რომ შეტევაში მოთამაშე ვერცერთი ვარსკვლავი ვერ იტყვის, რომ თამაშობს იქ სადაც მისი ადგილია. ვან პერსის ზონები ირღვება, მატა არ დგას ფორვარდის უკან, კაგავას არ ეძლევა ფორვარდის უკან დგომის შანსი, ყველაფერი ეს კი ფეხბურთელთა სიმრავლით იხსნება. თუნდაც შემტევი ნახევარმცველის ადგილზე "იუნაიტედს" 3 ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. მაგრამ პრობლემა იმდენად ფეხბურთელთა სიმრავლე არ არის, რამდენადაც მოიესის სისუსტე. ის ვერ "უბედავს" ფორმიდან ამოვარდნილ ვან პერსის სკამზე დასმას და კიდევ სხვა მრავალ ასეთ გადაწყვეტილებას.
კავანის ტრანსფერზე საუბარი ჯერ კიდევ იანვრის თვეში მიმდინარეობდა, მაშინ როდესაც მოიესი მატას ყიდულობდა პრესაში კავანის შესაძლო ტრანსფერიც განიხილებოდა. თუმცა ყველაფერი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე გადაიდო.
26 წლის ურუგვაელ ფეხბურთელზე ნებისმიერი გუნდი იოცნებებდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მისი ყიდვით არის დაინტერესებული და როგორც ჩანს მოიესი აპირებს ამ ფეხბურთელში 80 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს, რაც თავისთავად "იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება.

კავანი, "იუნაიტედი" და 80 მილიონი ფუნტი !


კავანის ფასი დღეს-დღეისობით 53 მილიონი ფუნტ სტერლინგია (წყარო: Transfermarkt.co.uk)
თუმცა მის შეძენას მოიესი 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეეცდება. რამდენად ღირს კავანი 80 მილიონი ჯერ კიდევ საკითხავია, "მადრიდის რეალმა" ბეილი თითმის ამ თანხად იყიდა და ბევრის აზრით ბეილი უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე კავანი, თუნდაც უფრო ახალგაზრდაა.
ასე, რომ მიუხედავად დიდი მიღწევებისა, რაც ედისონ კავანის საფეხბურთო კარიერაში ყოფილა, "იუნაიტედი" აუცილებლად უნდა დაფიქრდეს ამ შესაძლო ტრანსფერზე და არ გადაიხადოს ის თანხა, რაც აშკარად ზედმეტია ამ ფეხბურთელში.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: lefty
19 მარტი 2014 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
80ით როისს კროოს იყიდიან
0
№12
ავტორი: makaveli
19 მარტი 2014 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
erti pliusi chelsistan shedarebit is gvaq ro blanis fexburtelia kavani da ar ari gamoricxuli fergi martla chaerios
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top