თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2014, 19:34
ავტორი: Esi,
ნანახია: 2829,
კომენტარები: 20
იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
ბრიტანული პრესა, იუნაიტედში დევიდ მოიესის შემცვლელზე ალაპარაკდა...
იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
გუშინდელი მარცხის შემდეგ, დევიდ მოიესს მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობაც და გულშემატკივრებიც შემოწყრნენ. ეს შეხვედრა არ ყოფილა პირველი, უკვე მერამდენე მატჩია იუნაიტედი უსახურ ფეხბურთს აჩვენებს. პრესა იმაზეც ალაპარაკდა უკვე, რომ იუნაიტედში მოიესის შემცვლელს ასახელებენ. უკვე გაიჟღერა რამდენიმე შესაძლო შემცვლელის სახელმა და გვარმა, რომლებზეც ამ სტატიაში ვილაპარაკებთ.

იურგენ კლოპი

იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასურველი მწვრთნელი პირველ რიგში იურგენ კლოპია. ამ უკანასკნელის მუშაობა დორტმუნდის ბორუსიაში ძალიან ნაყოფიერია. მან მოკლე ხანში შეძლო და ბორუსია გახადა ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი კლუბი, როგორც შიდა ჩემპიონატში ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. ასევე ამ უკანასკნელს აქვს ძალიან კარგი უნარი იმისა, რომ აღმოაჩინოს ტალანტები, გამოზარდოს ისინი და ტოპ მოთამაშეებად აქციოს. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რამდენად შეძლებს და დაითანხმებს იუნაიტედი კლოპს ან თვითონ გერმანელ სპეციალისტს თუ სურს დატოვოს გერმანული კლუბი. კლოპის დანიშვნის შემთხვევაში ეს იქნება ახალგაზრდა და პოტენციური მწვრთნელის მოსვლა იუნაიტედშ, რომელსაც ექნება შესანიშნავი და გრძელვადიანი პროექტი.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ იუნაიტედის ფეხბურთელებისთვის ყველაზე სასურველი მწვრთნელი იურგენ კლოპია.


ლუის ვან გაალი

62 წლის მწვრთნელი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობია. მას ჰქონდა წარმატებული სეზონები სხვადასხვა კლუბთან ერთად, მოგებული აქვს 4 სხვადასხვა ქვეყნის შიდა ჩემპიონატი 7-ჯერ. იუნაიტედის ფორვარდისთვის, ვან პერსისთვის, ვან გაალი კარგად ნაცნობია და შეიძლება სწორედ ამ უკანასკნელმა იქონიოს დიდი როლი მისი იუნაიტედში მოსვილსა. ბოლო კლუბი, რომელიც ვან გაალმა გაწვრთნა იყო მიუნხენის ბაიერნი 2011 წელს, რომელიც წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. ვან გაალის დამოძღვრილმა ბაიერნმა გერმანიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
იქნება ვან პერსი მთავარი ფაქტორი ვან გაალის იუნაიტედში მოსვლისა?


ფრანკ დე ბური

2010 წლიდან ფრან დე ბური ამსტერდამის აიაქსს წვრთნის და ამ დროის მონაკვეთში წარმატებებსაც აღწევს. მაგრამ ამ უკანასკნელისადმი ინტერესს კიდევ ერთი ინგლისური კლუბი ლონდონის ტოტენჰემი იჩენს. ისინიც, როგორც იუნაიტედი ახალ მწვრთნელს ეძებენ. მაგრამ საკითხავია თვითონ დე ბური თუ გარისკავს და ისურვებს ისეთი კლუბის გაწვრთნას, როგორიც იუნაიტედია? მეორე მხრივ, მისთვის ძალიან კარგი იქნება ასეთი კლუბის გაწვრთნა, მაგრამ რამდენად გარისკავს ეს უკვე სხვა საკითხია. თუ დე ბური ჩაიბარებს იუნაიტედს, მაშინ იუნაიტედს ახალგაზრდა, ნიჭიერი მწვრთნელი ეყოლება, რომლის დამოძღვრილი გუნდიც მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
გარისკავს დე ბური გრანდში მუშაობას?


ლუჩიანო სპალეტი

იტალიელი მწვრთნელი რამდენიმე წლის განმავლობაში წვრთნიდა სანკტ-პეტერბურგის ზენიტს და ძალიან წარმატებულადაც. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ იგი დაითხოვეს, მიზეზი ალბათ ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გამოსვლა იყო ზენიტისა. მანამდე კი სპალეტს იტალიაში და რამდენიმე ევროპის წამყვან ჩემპიონატში უმეშავია. მის მიერ გაწვრნილი რომა წლების განმავლობაში კარგ ფეხბურთს აჩვენებდა, მაგრამ სპალეტის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მას შეუძლია ძალიან კარგი ტაქტიკური მონახაზი გააკეთოს ამა თუ იმ მატჩში. ბევჯერ ყოფილა ისეთი ფაქტი, სადაც მისი ტაქტიკური მონახაზით გუნდს დამაჯერებლად გაუმარჯვია. თუ სპალეტი იუნაიტედის მწვრთნელი გახდება, მაშინ იუნაიტედის თამაშს დაეტყობა ტაქტიკური მონახაზი.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
სპალეტიმ ზენიტი დატოვა


ანტონიო კონტე

კიდევ ერთი იტალიელი სპეციალისტი, რომელიც ძალიან კარგად უძღვება ტურინის იუვენტუსს. კონტეს კარიერა დაიწყო საშუალო დონის კლუბებში, ისეთების როგორიც ბარი და სიენა არიან, მაგრამ ამის შემდეგ მან ტურინის იუვენტუსი ჩაიბარა. 44 წლის სპეციალისტმა სამჯერ მოიგო სკუდენტო იუვენტუსთან ერთად. ბოლო დროს გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ კონტე არაა ბედნიერი ტურინში და შესაძლოა მან სხვა კლუბი ჩაიბაროს. ხოლო ამ კლუბში კი იუნაიტედს მოიაზრებენ.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
კონტეს "ბებერი ქალბატონების" დატოვება სურს?


რაიან გიგზი

როგორც რამდენიმე მედია საშუალება იუწყება რაიან გიგზი უკმაყოფილოა დევიდ მოიესის მწვრთნელობით, მისი მეთოდებითა და ფსიქოლოგიური ტესტებით. ამიტომაც დიდი შანსია, რომ იუნაიტედი სწორედ ამ უკანასკნელმა ჩაიბაროს. მოგეხსენებათ გიგზი იუნაიტედში მოთამაშე მწვრთნელია. მაგრამ მასთანავე მას სჭირდება გამოცდილი სპეციალისტების აზრები და გვერდში დგომა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გიგზს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს იუნაიტედში და ასევე რამდენი წელია უკვე ის ამ კლუბშია და რა თქმა უნდა იცნობს ამა თუ იმ ფეხბურთელს.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
ჩაფიქრებული გიგზი იუნაიტედის შტაბის გამორეცვაში


დიეგო სიმეონე

არგენტინელმა მწვრთნელმა ამ სეზონში მოახერხა ის, რომ ესპანეთში დაამხო მხოლოდ ბარსელონასა და რეალის ჰეგემონია ჩემპტიონატში. მის მიერ გაწვრთნილი ატლეტიკო შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან დიდ კონკურენციასაც უწევს ზემოთ ჩამოთვლილ ორივე კლუბს. სიმეონე ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელი ჩანს. მისი გუნდი ლაღ და გახსნილ ფეხბურთს თამაშობს. ბევრის აზრით მისი დანიშვნა იუნაიტედს ნამდვილად წაადგება, მაგრამ სიმეონეს, როგორც დევიდ მოიესს არ აქვს გამოცდილება გრანდის გაწვრთნისა. მაგრამ სიმეონე უფრო ავტორიტეტული გახდა ევროპაში ბოლო პერიოდში ვიდრე მოიესი.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
დიეგო სიმეონე ერთ-ერთი ყველაზე ამომავალი ვარსკვლავი მწვრთნელი


და მაინც ვინ შეცვლის მოიესს სეზონის ბოლოს, ან დარჩება თუ არა მოიესი იუნაიტედში?

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ



წყარო:Mirror
სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
17 მარტი 2014 19:37
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
კლოპ შენი ლამაზი თვალების ჭირიმე derphappycry
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2014 19:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემია ზრით აქედან კლოპი ყველაზე მაგარი ვარიანტია და ყველაზე მეტად ჯდება თუნდაც კლუბის ტრადიციებში. პირველ რიგსი არის უდიდესი ფსიქოლოგი, ზოგიერთებისგან განსხვავებით. ტალანტების აღმოჩენაში რომ უძლიერესია ბევრჯერ დაამტკიცა უკვე. იდეალურად მოერგება და თუ მოინდომებენ არაფერი რთული არ იქნება მგონი, იუნაიტედი გრძელვადიანი პროექტი იქნება და მას 1–2 წელში არავინ გაანთავისუფლებს, ყველაფერი ექნება და შეკრავს გუნდს, ვითამაშებთ იმ ფეხბურთს რაც გვენატრება უკვე დიდი ხანია. კლოპი მინდა მომიყვანონ wink
0
№3
ავტორი: Manchester_M
17 მარტი 2014 19:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სიმიონე მევასება მაგარი მასტია ეგ მინდა მწვრთვნელად
და ლუჩიანო დაატიონ ზენითში რათ გვინდა ეგ :X
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 მარტი 2014 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ ჩამოთვლილთაგან ჩემი აზრით ყველაზე მეტად კლოპი, ვან გაალი და კონტე წაადგება მაჩესტერს, მაგრამ კლოპი ალბათ ყველაზე მეტად, რამდენად უნდა დატოვება ბორუსიასი ეგ სხვა თემააა, მაგრამ მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მანჩესტერის მწვრთნელობა შემოგთავაზონ და უარი უთხრა. რავიცი დაველოდოთ სეზონის ბოლოს, ის რო მოიესი უნდა წავიდეს მაგაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით...
0
№5
ავტორი: Malboro463
17 მარტი 2014 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გიგზი გამორიცხეთ ეგ ელხაც გუნდშია და რომ რამე შეძლოს კი დახემარებოდა wink სიმეონე, კლოპი და დე ბურიც არა ცუდი ვარიანტი ნაცისტი დე და აფეთქებული ლიოვიც კარგი მწვრთნელია ლუის კასტროც
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 მარტი 2014 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხო რაც შეეხება გიგზს, მიუხედაავდ იმისა, რო გიგზს უდიდესი ავტორიეტეტი აქ გუნდში და ყველას გვიყვარს, მაინც ვფიქრობ რომ ჯობია თანაშემწე იყოს იმ მწვრთნელისა ვინც მოვა და მერეზე მერე ვილაპარაკოთ.
0
№7
ავტორი: Zuka
17 მარტი 2014 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
მოიესი არ უნდა გავუშვათ :|
0
№8
ავტორი: UTD-Rule
17 მარტი 2014 20:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არ ვიცი არ ვიცი... ჩემი აზრით აქედან არცერთი არ არის რეალური რამდენადაც გიგზის მოსვლა თუ მოიესს გაუშვებენ,ყველა აქ ვინც არის კომფორტულად გრძნობს თავიანთ გუნდებში თავს და ზოგსს საერთოდ მსოფლიოზე მიყავს ნაკრები და არამგონია ნაკრების რომელიმე მწვრთნელი მოვიყვანოთ... თუ მოიესი წავა მე პირადად გიგზის მოსვლა მინდა ან კიდეც ოლე გუნარის თუ კარდიფი გადავარდა ჩემპიონშიპში და თან წამოიყოლოს ქოულკერი და დაელი მეტი არაფერი არ მინდა what ხო სპალეტი თან გაათავისუფლეს ზენიტიდან და მგონი ტოტენჰემში წავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: love united
17 მარტი 2014 20:12
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სპალეტის დანიშვნას ქეცბაია მიიყვანონ ჯობია.კლოპი იქნება იდეალური და თუ წავა მოიესი უეჭველი ეგ უნდა მოვიდეს.სხვა არავინ არ არის რეალური,სიმეონეს არაუშავს,მაგრამ არამგონია გაქაჩოს ჩვენთან.მოიესი კიდე მეცოდება :დ
0
№10
ავტორი: Manchester_M
17 მარტი 2014 20:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: Zuka
მოიესი არ უნდა გავუშვათ :|

შენ 3 მიზეზი მითხარი რატო არ უნდა გავუშვათ და მე 5 ს გეტყვი თუ რატო უნდა გავუშვათ ოკ ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top