თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2014, 19:34
ავტორი: Esi,
ნანახია: 3067,
კომენტარები: 20
იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
ბრიტანული პრესა, იუნაიტედში დევიდ მოიესის შემცვლელზე ალაპარაკდა...
იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
გუშინდელი მარცხის შემდეგ, დევიდ მოიესს მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობაც და გულშემატკივრებიც შემოწყრნენ. ეს შეხვედრა არ ყოფილა პირველი, უკვე მერამდენე მატჩია იუნაიტედი უსახურ ფეხბურთს აჩვენებს. პრესა იმაზეც ალაპარაკდა უკვე, რომ იუნაიტედში მოიესის შემცვლელს ასახელებენ. უკვე გაიჟღერა რამდენიმე შესაძლო შემცვლელის სახელმა და გვარმა, რომლებზეც ამ სტატიაში ვილაპარაკებთ.

იურგენ კლოპი

იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასურველი მწვრთნელი პირველ რიგში იურგენ კლოპია. ამ უკანასკნელის მუშაობა დორტმუნდის ბორუსიაში ძალიან ნაყოფიერია. მან მოკლე ხანში შეძლო და ბორუსია გახადა ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი კლუბი, როგორც შიდა ჩემპიონატში ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. ასევე ამ უკანასკნელს აქვს ძალიან კარგი უნარი იმისა, რომ აღმოაჩინოს ტალანტები, გამოზარდოს ისინი და ტოპ მოთამაშეებად აქციოს. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რამდენად შეძლებს და დაითანხმებს იუნაიტედი კლოპს ან თვითონ გერმანელ სპეციალისტს თუ სურს დატოვოს გერმანული კლუბი. კლოპის დანიშვნის შემთხვევაში ეს იქნება ახალგაზრდა და პოტენციური მწვრთნელის მოსვლა იუნაიტედშ, რომელსაც ექნება შესანიშნავი და გრძელვადიანი პროექტი.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ იუნაიტედის ფეხბურთელებისთვის ყველაზე სასურველი მწვრთნელი იურგენ კლოპია.


ლუის ვან გაალი

62 წლის მწვრთნელი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობია. მას ჰქონდა წარმატებული სეზონები სხვადასხვა კლუბთან ერთად, მოგებული აქვს 4 სხვადასხვა ქვეყნის შიდა ჩემპიონატი 7-ჯერ. იუნაიტედის ფორვარდისთვის, ვან პერსისთვის, ვან გაალი კარგად ნაცნობია და შეიძლება სწორედ ამ უკანასკნელმა იქონიოს დიდი როლი მისი იუნაიტედში მოსვილსა. ბოლო კლუბი, რომელიც ვან გაალმა გაწვრთნა იყო მიუნხენის ბაიერნი 2011 წელს, რომელიც წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. ვან გაალის დამოძღვრილმა ბაიერნმა გერმანიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
იქნება ვან პერსი მთავარი ფაქტორი ვან გაალის იუნაიტედში მოსვლისა?


ფრანკ დე ბური

2010 წლიდან ფრან დე ბური ამსტერდამის აიაქსს წვრთნის და ამ დროის მონაკვეთში წარმატებებსაც აღწევს. მაგრამ ამ უკანასკნელისადმი ინტერესს კიდევ ერთი ინგლისური კლუბი ლონდონის ტოტენჰემი იჩენს. ისინიც, როგორც იუნაიტედი ახალ მწვრთნელს ეძებენ. მაგრამ საკითხავია თვითონ დე ბური თუ გარისკავს და ისურვებს ისეთი კლუბის გაწვრთნას, როგორიც იუნაიტედია? მეორე მხრივ, მისთვის ძალიან კარგი იქნება ასეთი კლუბის გაწვრთნა, მაგრამ რამდენად გარისკავს ეს უკვე სხვა საკითხია. თუ დე ბური ჩაიბარებს იუნაიტედს, მაშინ იუნაიტედს ახალგაზრდა, ნიჭიერი მწვრთნელი ეყოლება, რომლის დამოძღვრილი გუნდიც მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
გარისკავს დე ბური გრანდში მუშაობას?


ლუჩიანო სპალეტი

იტალიელი მწვრთნელი რამდენიმე წლის განმავლობაში წვრთნიდა სანკტ-პეტერბურგის ზენიტს და ძალიან წარმატებულადაც. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ იგი დაითხოვეს, მიზეზი ალბათ ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გამოსვლა იყო ზენიტისა. მანამდე კი სპალეტს იტალიაში და რამდენიმე ევროპის წამყვან ჩემპიონატში უმეშავია. მის მიერ გაწვრნილი რომა წლების განმავლობაში კარგ ფეხბურთს აჩვენებდა, მაგრამ სპალეტის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მას შეუძლია ძალიან კარგი ტაქტიკური მონახაზი გააკეთოს ამა თუ იმ მატჩში. ბევჯერ ყოფილა ისეთი ფაქტი, სადაც მისი ტაქტიკური მონახაზით გუნდს დამაჯერებლად გაუმარჯვია. თუ სპალეტი იუნაიტედის მწვრთნელი გახდება, მაშინ იუნაიტედის თამაშს დაეტყობა ტაქტიკური მონახაზი.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
სპალეტიმ ზენიტი დატოვა


ანტონიო კონტე

კიდევ ერთი იტალიელი სპეციალისტი, რომელიც ძალიან კარგად უძღვება ტურინის იუვენტუსს. კონტეს კარიერა დაიწყო საშუალო დონის კლუბებში, ისეთების როგორიც ბარი და სიენა არიან, მაგრამ ამის შემდეგ მან ტურინის იუვენტუსი ჩაიბარა. 44 წლის სპეციალისტმა სამჯერ მოიგო სკუდენტო იუვენტუსთან ერთად. ბოლო დროს გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ კონტე არაა ბედნიერი ტურინში და შესაძლოა მან სხვა კლუბი ჩაიბაროს. ხოლო ამ კლუბში კი იუნაიტედს მოიაზრებენ.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
კონტეს "ბებერი ქალბატონების" დატოვება სურს?


რაიან გიგზი

როგორც რამდენიმე მედია საშუალება იუწყება რაიან გიგზი უკმაყოფილოა დევიდ მოიესის მწვრთნელობით, მისი მეთოდებითა და ფსიქოლოგიური ტესტებით. ამიტომაც დიდი შანსია, რომ იუნაიტედი სწორედ ამ უკანასკნელმა ჩაიბაროს. მოგეხსენებათ გიგზი იუნაიტედში მოთამაშე მწვრთნელია. მაგრამ მასთანავე მას სჭირდება გამოცდილი სპეციალისტების აზრები და გვერდში დგომა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გიგზს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს იუნაიტედში და ასევე რამდენი წელია უკვე ის ამ კლუბშია და რა თქმა უნდა იცნობს ამა თუ იმ ფეხბურთელს.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
ჩაფიქრებული გიგზი იუნაიტედის შტაბის გამორეცვაში


დიეგო სიმეონე

არგენტინელმა მწვრთნელმა ამ სეზონში მოახერხა ის, რომ ესპანეთში დაამხო მხოლოდ ბარსელონასა და რეალის ჰეგემონია ჩემპტიონატში. მის მიერ გაწვრთნილი ატლეტიკო შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან დიდ კონკურენციასაც უწევს ზემოთ ჩამოთვლილ ორივე კლუბს. სიმეონე ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელი ჩანს. მისი გუნდი ლაღ და გახსნილ ფეხბურთს თამაშობს. ბევრის აზრით მისი დანიშვნა იუნაიტედს ნამდვილად წაადგება, მაგრამ სიმეონეს, როგორც დევიდ მოიესს არ აქვს გამოცდილება გრანდის გაწვრთნისა. მაგრამ სიმეონე უფრო ავტორიტეტული გახდა ევროპაში ბოლო პერიოდში ვიდრე მოიესი.

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ
დიეგო სიმეონე ერთ-ერთი ყველაზე ამომავალი ვარსკვლავი მწვრთნელი


და მაინც ვინ შეცვლის მოიესს სეზონის ბოლოს, ან დარჩება თუ არა მოიესი იუნაიტედში?

იუნაიტედში შემცვლელზე ალაპარაკდნენ



წყარო:Mirror
სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: schoel
17 მარტი 2014 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
რა მოიესის ბრალია რო გუნდი ვერ თამაშობს, ყველა გუნდ აქვს ჩავარდნები სეზონში თუნდაც ისეთი უნაიტედს რომ აქვს, ამის გამო ისეთ ადამიანი არ უნდა გაუშვან როგორიც მოიესია, თანაც ფერგიუსონიც ეგრე იყო პირველ სეზონში რომ ჩაუდგა გუნდს, ამიტომაც ნუ გეშინიათ 2014/15 წლები იქნება უმაგრესი მანჩესტერისთვის, თანაც ზაფხულში ტრასნფერებიც გველოდებაააააა. manunited
0
№12
ავტორი: iliagvino
17 მარტი 2014 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ძაან დიდი ხანი გელოდე , გელოდე , გელოდე მოიეს , მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი ვერ შეძელი , არავითარი მოთმინება და დრო , გატყობ თამაშის ბოლოს თვალზე ცრემლს მაგრამ "არა" !!! უნდა წახვიდე , და მანჩესტერისთვის ნამდვილად ღირსეული შემცვლელი უნდა მოვიდეს ...
0
№13
ავტორი: RedGirl
17 მარტი 2014 21:05
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თავიდანვე ყველაე მეტად მინდოდა კლოპი ! მაგრამ არამგონია გადმოვიდეს :ხხ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№14
ავტორი: Luka Gelashvili
17 მარტი 2014 21:08
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
კლოპის მოსვლა არარეალური მგონია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№15
ავტორი: Best 7
17 მარტი 2014 21:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კლოოოპიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
0
№16
ავტორი: red devil
17 მარტი 2014 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Me getyvi. 1) rooneys axali kontraqti. 2) msoflios erterti sauketeso pleimeikeris moyvana gundshi. 3) maruan fellines moyvana gundshi. 4) januzais agmochena 5)transferebis gaketebis imedi. Ase ro davelodot zafxuls
0
№17
ავტორი: Beckham 7
17 მარტი 2014 21:22
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
რავი ჩემი აზრით კლოპის მოყვანას ფრანკ დე ბურის მოყვანა სჯობს, ძალიან მომწონს მაგის აიაქსი, ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენგან განსხვავებით კარში მაინც არტყავენ.

აქედან ყველაზე მეტად სპალეტის მოსვლა არ მინდა -_-
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№18
ავტორი: Zuka
17 მარტი 2014 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
1)moiess taktikuri wageba ar qonia
2)yle valencia da young smalling cleverly ro gyavs ra mogebaze saubrob??
0
№19
ავტორი: gilmour
17 მარტი 2014 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კლოპის მომხრე ვარ მეც, თუმცა სიმეონეს შედეგებს და ხასიათს თუ გადავხედავთ ეგეც გამოგვადგება. ოღონდ ეს მოიესი აღარ დამანახონ და.
0
№20
ავტორი: Human
17 მარტი 2014 22:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
Kloppi an simone sauketeso variantebia chemi azrit smile Albat moyess 1 tselsac acdian magram rogorc shevatyve moyesi arc taqtikashia dzlieri arc psiqologiashi smile Nu es chemi subieqturi azria. Vnaxot vnaxot ra iqneba davelodot movleenebis ganvitarebas
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top