თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2014, 05:30
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2119,
კომენტარები: 14
ვან პერსი ბედნიერია
ჰოლანდიელმა ფორვარდმა ჭორებს ბოლო მოუღო.
ვან პერსი ბედნიერია
გასულ სეზონს, რობინ ვან პერსიმ დიდი წვლილი შეიტანა "იუნაიტედის" პრემიერ ლიგის მეოცე ტიტულის მოპოვებაში. მან 23 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მიმდინარე სეზონში მისი კლუბში დარჩენის საგანი განხილვის მთავარ თემად მოგვევლინა.

იყო მოსაზრებები გამოთქმული, თითქოსდა რობინი უკმაყოფილო იყო დევიდ მოისის სავარჯიშო მეთოდებზე და შესაძლოა ოლდ ტრაფორდი დაეტოვებინა სეზონის ბოლოს. თუმცა ვან პერსიმ გადაწყვიტა ამ ჭორებს ბოლო მოუღოს და განაცხადა, რომ იგი ისურვებდა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, მიუხედავად იმისა, რომ მის ამოწურვამდე 2 წელი გვაშორებს.

"არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ ხალხმა ჩემი თამაში შეაფასოს." აცხადებს ვან პერსი. "მათ შეუძლიათ 24 საათის მანძილზე მაკრიტიკონ და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მართალიც იყოს, ამიტომ ამის მოწინააღმდეგე არ ვარ. მე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გავჩუმდები, თუ ხალხი ჩემ მაგივრად ივარაუდებს ჩემსავე მომავალს და გააკეთებენ ნაადრევ დასკვნებს."

"ბოლოს როდესაც შევამოწმე, ჩემი თავი ჯერ კიდევ ჩემს სხეულს ეკუთვნოდა. ასე რომ, მე ვარ ერთადერთი ვინც იცის თუ რას ვგრძნობ და ის რასაც ხშირად შეხვდებით გაზეთებში, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე იმაშია, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ კლუბში. მე ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და კიდევ უფრო დიდ ხანს დავრჩებოდი აქ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კიდევ ორი წელი მაკავშირებს. აი ეს არის რასაც მე ვგრძნობ, და ჭორიებია ის, რასაც ყოველდღიურად ისმენთ მედია საშუალებებისგან."

მორიგი ბრალდება, რომ ვან პერსი თითქოსდა უკმაყოფილოა მოიესით, მისი სამწვრთვნელო შტაბით და თანაგუნდელებით, ასევე დაკონკრეტებით უარყო "ფეინოორდის" ყოფილმა თავდამსხმელმა. "მე ბედნიერად ვგრძნობ თავს ჩემს თანაგუნდელებთან, მწვრთვნელთან და სამწვთვნელო შტაბთან. სავარჯიშო სესიები უბრალოდ ფანტასტიურია და მე ყოველდღე უამრავ სიახლეს ვითვისებ." - აგრძელებს ვან პერსი.

"12 წელია რაც პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ეჭვგარეშეა, რომ ვპოგრესირებ და ახალ გამოცდილებას ვიღებ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ. როგორც უკვე ვთქვი, სულაც არ ვეწინააღმდეგები ჩემი თამაშის გაკრიტიკებისა, მაგრამ თუ საქმე ეხება მძაფრ თემებს, როგორიცაა ის, რომ თითქოს მე უთანხმოება მაქვს მოიესთან, სრული სიცრუეა. წლების მანძილზე მე უფრო და უფრო ახლოდან ვეცნობოდი მწვრთვნელების სამუშაოდ, არა მხოლოდ კლუბში, არამედ ეროვნულ ნაკრებშიც. მე მიმუშავია რამდენიმე ბრწყინვალე მენეჯერთან და ყოველთვის ვინტერესდებოდი მათი სამწვრთვნელო მეთოდებით."

"მე შემიძლია გითხრათ, რომ დევიდ მოიესის სამწვრთვნელო მეთოდები და გუნდური შეკრებები დიდი შვების მომტანია. მე სიამვნებას ვიღებ დევიდ მოიესის დაქვემდებარებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. ფეხბურთელებსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთპატივისცემა აღსანიშნავია. მოიესს მართლაც სურს რომ იმუშაოს ამ კლუბში. დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად, ამის მომხრე თავადაც გახლავართ. ჩვენ ერთად და შემართებით ვმუშაობთ რათა კლუბი უკეთესობისკენ წავიყვანოთ." დაასრულა ჰოლანდიელმა ფორვარდმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
14 მარტი 2014 06:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ეგრე რა. ძლივს ! ახლა კიდე ბურღონ ტვინი უაზრო გამოცემებმა.
0
№2
ავტორი: red devil
14 მარტი 2014 07:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Tu wasvla unda wavides aravin daakavebs tu arada daibrunos dzveli forma
0
№3
ავტორი: Manchester_M
14 მარტი 2014 07:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არსენალში რა მაგრად ყომარობდა და აქ რა ეტაკა :X იმედია ახლა ათამაშდება როცა ყველაზე მეტად გვჭირდება :X
0
№4
ავტორი: რედ ი
14 მარტი 2014 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
შენი დედაც პერსი! მაინც ვერ გიტან! შენ თავს მილიონჯერს მირჩევნია ჩიჩარიტო
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2014 10:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეშველა ჭორებს, კავანის ტრანსფერში ჩართვის იდეა მაგარი იყო მაგრამ დიდი ჭორია. ამის ფონსზე იჩაგრება ჩიჩა, მაგრამ პერსისნაირი ვარსკვლავები არაა დასაკარგი ხალხი
0
№6
ავტორი: Lev
14 მარტი 2014 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ვან პერსი უძლიერესი თავდამსხმელია დღეს მსოფლიოში და მაგის ცუდი თამაში ფორმის ბრალი არაა. იანგის და ქლევერლისნაირ სირთავებთან და ვალენსია კიდე რომელმაც ჩაწოდება არ იცის ასეთ ნახევარდაცვასთან ვან პერსისგან ბევრს ნუ მოითხოვთ. აი ამ ზაფხულს გავძლიერდებით ფლანგზე მატაც შუაში დადგება ნახევარდაცვაში და ვნახავთ რომ ეს კაცი კიდევ 2 წელი იბრწყინებს. ასე რომ ვან პერსიზე გინება ჩემთვის ფეხბურთის სრული უცოდინარობის ტოლფასია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: Macklemore
14 მარტი 2014 11:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Aba shen ici, dzveli persie gvcbirdeba!
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 მარტი 2014 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რედ ი,
დარწმუნებული ხარ რო იუნაიტედს გულშემატკივრობ??? შეიძლება არ მოგწონდეს ვან პერსი, მაგრამ რაც შარშან გააკეთა მანჩესტერისთვის მაგ კაცმა დასაფასებელია და ესე საჯაროდ გინება რბილად რო ვთქვათ არაა ლამაზი...
0
№9
ავტორი: Best 7
14 მარტი 2014 19:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Lev,
getanxmebi
0
№10
ავტორი: chudikone
14 მარტი 2014 19:25
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: Lev
ვან პერსი უძლიერესი თავდამსხმელია დღეს მსოფლიოში და მაგის ცუდი თამაში ფორმის ბრალი არაა. იანგის და ქლევერლისნაირ სირთავებთან და ვალენსია კიდე რომელმაც ჩაწოდება არ იცის ასეთ ნახევარდაცვასთან ვან პერსისგან ბევრს ნუ მოითხოვთ. აი ამ ზაფხულს გავძლიერდებით ფლანგზე მატაც შუაში დადგება ნახევარდაცვაში და ვნახავთ რომ ეს კაცი კიდევ 2 წელი იბრწყინებს. ასე რომ ვან პერსიზე გინება ჩემთვის ფეხბურთის სრული უცოდინარობის ტოლფასია

რა უინტერესოა კომენტარები შენს გარეშე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top