თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2014, 05:30
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2125,
კომენტარები: 14
ვან პერსი ბედნიერია
ჰოლანდიელმა ფორვარდმა ჭორებს ბოლო მოუღო.
ვან პერსი ბედნიერია
გასულ სეზონს, რობინ ვან პერსიმ დიდი წვლილი შეიტანა "იუნაიტედის" პრემიერ ლიგის მეოცე ტიტულის მოპოვებაში. მან 23 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მიმდინარე სეზონში მისი კლუბში დარჩენის საგანი განხილვის მთავარ თემად მოგვევლინა.

იყო მოსაზრებები გამოთქმული, თითქოსდა რობინი უკმაყოფილო იყო დევიდ მოისის სავარჯიშო მეთოდებზე და შესაძლოა ოლდ ტრაფორდი დაეტოვებინა სეზონის ბოლოს. თუმცა ვან პერსიმ გადაწყვიტა ამ ჭორებს ბოლო მოუღოს და განაცხადა, რომ იგი ისურვებდა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, მიუხედავად იმისა, რომ მის ამოწურვამდე 2 წელი გვაშორებს.

"არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ ხალხმა ჩემი თამაში შეაფასოს." აცხადებს ვან პერსი. "მათ შეუძლიათ 24 საათის მანძილზე მაკრიტიკონ და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მართალიც იყოს, ამიტომ ამის მოწინააღმდეგე არ ვარ. მე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გავჩუმდები, თუ ხალხი ჩემ მაგივრად ივარაუდებს ჩემსავე მომავალს და გააკეთებენ ნაადრევ დასკვნებს."

"ბოლოს როდესაც შევამოწმე, ჩემი თავი ჯერ კიდევ ჩემს სხეულს ეკუთვნოდა. ასე რომ, მე ვარ ერთადერთი ვინც იცის თუ რას ვგრძნობ და ის რასაც ხშირად შეხვდებით გაზეთებში, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე იმაშია, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ კლუბში. მე ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და კიდევ უფრო დიდ ხანს დავრჩებოდი აქ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კიდევ ორი წელი მაკავშირებს. აი ეს არის რასაც მე ვგრძნობ, და ჭორიებია ის, რასაც ყოველდღიურად ისმენთ მედია საშუალებებისგან."

მორიგი ბრალდება, რომ ვან პერსი თითქოსდა უკმაყოფილოა მოიესით, მისი სამწვრთვნელო შტაბით და თანაგუნდელებით, ასევე დაკონკრეტებით უარყო "ფეინოორდის" ყოფილმა თავდამსხმელმა. "მე ბედნიერად ვგრძნობ თავს ჩემს თანაგუნდელებთან, მწვრთვნელთან და სამწვთვნელო შტაბთან. სავარჯიშო სესიები უბრალოდ ფანტასტიურია და მე ყოველდღე უამრავ სიახლეს ვითვისებ." - აგრძელებს ვან პერსი.

"12 წელია რაც პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ეჭვგარეშეა, რომ ვპოგრესირებ და ახალ გამოცდილებას ვიღებ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ. როგორც უკვე ვთქვი, სულაც არ ვეწინააღმდეგები ჩემი თამაშის გაკრიტიკებისა, მაგრამ თუ საქმე ეხება მძაფრ თემებს, როგორიცაა ის, რომ თითქოს მე უთანხმოება მაქვს მოიესთან, სრული სიცრუეა. წლების მანძილზე მე უფრო და უფრო ახლოდან ვეცნობოდი მწვრთვნელების სამუშაოდ, არა მხოლოდ კლუბში, არამედ ეროვნულ ნაკრებშიც. მე მიმუშავია რამდენიმე ბრწყინვალე მენეჯერთან და ყოველთვის ვინტერესდებოდი მათი სამწვრთვნელო მეთოდებით."

"მე შემიძლია გითხრათ, რომ დევიდ მოიესის სამწვრთვნელო მეთოდები და გუნდური შეკრებები დიდი შვების მომტანია. მე სიამვნებას ვიღებ დევიდ მოიესის დაქვემდებარებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. ფეხბურთელებსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთპატივისცემა აღსანიშნავია. მოიესს მართლაც სურს რომ იმუშაოს ამ კლუბში. დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად, ამის მომხრე თავადაც გახლავართ. ჩვენ ერთად და შემართებით ვმუშაობთ რათა კლუბი უკეთესობისკენ წავიყვანოთ." დაასრულა ჰოლანდიელმა ფორვარდმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: რედ ი
14 მარტი 2014 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
ვახო ( G G M U),
me gunds vbaleshikob da ara romelime fexburtels :):) romelic sheizleba dges chventan iyos da xval sxvagan:):)) persi gundi ar aris:):) fergis sityvebi mainc gaixsene:):)
0
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 მარტი 2014 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რედ ი,
me gunds vbaleshikob da ara romelime fexburtels- ეს ფრაზა არ მესმის რა, გუნდი ფეხბურთელებისგან არ შედგებაა?? მაგ ლოგიკით თუ იმსჯელებ ნებისმიერი ფეხბურთელი რომელიც დღეს მანჩესტერში თამაშობს, ხვალ შეიძლება სხვა გუნდში ითამაშოს. მესმის რო შეიძლება არ მოგწონს პერსი, მაგრამ როცა გულშემატკივრობ მანჩესტერს, ესე საჯაროდ არ უნდა აგინებდე უნაიტედის ფეხბურთელს, თანაც მანჩესტერის საიტზე.
0
№13
ავტორი: Lev
14 მარტი 2014 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
chudikone, გავწითლდი lol სპასიბა ბრატ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№14
ავტორი: რედ ი
14 მარტი 2014 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
ვახო ( G G M U),
gundi fexburtelebisgan shedgeba da ara fexburtelisgan:):) me es vtqvi:):) es chemi subieqturi azria da ra vqna. ar momwons. darwmunebuli var rom sezonis bolos yvela dauwyebs persis ginebas
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top