12-11-2012, 18:00
ნანახია: 2231,
კომენტარები: 23
სმოლინგი: " ბენტეკეს ვერ გავუმკლავდი "
კრის სმოლინგი თავისი თამაშის შესახებ საუბრობს....
კრის სმოლინგი მიიჩნევს, რომ მატჩის შემობრუნების უდიდესი უნარი "იუნაიტედის" მეტოქეებს ზეწოლას უძლიერებს.
"ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე გუნდია. მხედველობაში მაქვს მატჩი "ასტონ ვილასთან".
ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო რადგანაც სხვა გუნდები თავის მატჩს კვირას მართავდნენ და ეს დამატებითი ზეწოლა იყო მათთვის.
თავს კარგად ვგრძნობ. მე სულმოუთქმელად ველოდებოდი ჩემს დაბრუნებას.
იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლიან ფორმის დასაბრუნებლად.
"ასტონ ვილამ" თავდასხმაში ძლიერი ფორვარდი დააყენა, რამაც ჩვენი ამოცანა გაართულა, თუმცა მაინც შევძელით გამარჯვების მოპოვება.
სიმართლე გითხრათ, კრისტიან ბენტეკეს ვერ გავუმკლავდი, როდესაც მან მარცხენა ფლანგიდან საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიუხედავად ამისა მეორე ტაიმში ჩვენ გუნდის კლასი კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. მოხარული ვარ, რომ ჩიჩარიტომ სამი ბურთის გატანა შეძლო".
სმოლინგს იმედი ერთი წუთითაც არ დაუკარგავს, რომ მისი გუნდი შეძლებდა მოგებას, იმის შემდეგაც კი, როცა ვაინამმა მეორე გოლი გაიტანა.
"ჩვენ ვიცოდით, რომ მეორე ნახევრის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი.
სეზონის მიმდინარეობისას უკვე ყველა მატჩში გავიტანეთ 2-3 გოლი და ჩვენ ვიცოდით, რომ შევძლებდით თამაშის შემოტრიალებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩიჩარიტოს მიერ გატანილი პირველი ბურთი. ამ გოლმა "ასტონ ვილას" დაცვაში ჩაჯდომის უფლება არ მისცა.
ჩვენ ვიცით, რომ კარგი ფეხბურთის ჩვენება თამაშის დასაწყისშივე შეგვიძლია, თუმცა ამას არ ვაკეთებთ. ალბათ სტიმული გვჭირდება, რომ გუნდმა აქტიურობა დაიწყოს.
რა თქმა უნდა "ქამბექი" კარგია და ჩვენმა გულშემატკივარმა ის დააფასა, თუმცა სანამ ნამდვილ თამაშს დავიწყებდეთ ძალიან დიდი დრო გვჭირდება". სმოლიგნმა შეაქო ხავიერ ერნანდესი და განაცხადა, რომ მექსიკელმა ფორვარდმა დაიმსახურა ჰეტ-რიკი.
"ჩიჩარიტომ გამოვიდა მოედანზე და მატჩის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა. ჩვენ მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით გავიმარჯვეთ.
"ასტონ ვილასთან" მატჩში მან სამჯერ დაამწუხრა მეკარე და ეს ყველას არ შეუძლია.
მან ბურთი აიღო და ყველას თხოვა, რომ წარწერა გაეკეთებინათ მასზე, ამიტომ ვფიქრობ ჩიჩამ დაიმსახურა ჰეტ-რიკი" - დაასრულა სმოლინგმა.
წყარო:
Manutd.Ru
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.