თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2012, 18:00
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2232,
კომენტარები: 23
სმოლინგი: " ბენტეკეს ვერ გავუმკლავდი "
კრის სმოლინგი თავისი თამაშის შესახებ საუბრობს....
სმოლინგი:
კრის სმოლინგი მიიჩნევს, რომ მატჩის შემობრუნების უდიდესი უნარი "იუნაიტედის" მეტოქეებს ზეწოლას უძლიერებს.

"ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე გუნდია. მხედველობაში მაქვს მატჩი "ასტონ ვილასთან".

ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო რადგანაც სხვა გუნდები თავის მატჩს კვირას მართავდნენ და ეს დამატებითი ზეწოლა იყო მათთვის.

თავს კარგად ვგრძნობ. მე სულმოუთქმელად ველოდებოდი ჩემს დაბრუნებას.

იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლიან ფორმის დასაბრუნებლად.

"ასტონ ვილამ" თავდასხმაში ძლიერი ფორვარდი დააყენა, რამაც ჩვენი ამოცანა გაართულა, თუმცა მაინც შევძელით გამარჯვების მოპოვება.

სიმართლე გითხრათ, კრისტიან ბენტეკეს ვერ გავუმკლავდი, როდესაც მან მარცხენა ფლანგიდან საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიუხედავად ამისა მეორე ტაიმში ჩვენ გუნდის კლასი კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. მოხარული ვარ, რომ ჩიჩარიტომ სამი ბურთის გატანა შეძლო".

სმოლინგს იმედი ერთი წუთითაც არ დაუკარგავს, რომ მისი გუნდი შეძლებდა მოგებას, იმის შემდეგაც კი, როცა ვაინამმა მეორე გოლი გაიტანა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ მეორე ნახევრის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი.

სეზონის მიმდინარეობისას უკვე ყველა მატჩში გავიტანეთ 2-3 გოლი და ჩვენ ვიცოდით, რომ შევძლებდით თამაშის შემოტრიალებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩიჩარიტოს მიერ გატანილი პირველი ბურთი. ამ გოლმა "ასტონ ვილას" დაცვაში ჩაჯდომის უფლება არ მისცა.

ჩვენ ვიცით, რომ კარგი ფეხბურთის ჩვენება თამაშის დასაწყისშივე შეგვიძლია, თუმცა ამას არ ვაკეთებთ. ალბათ სტიმული გვჭირდება, რომ გუნდმა აქტიურობა დაიწყოს.

რა თქმა უნდა "ქამბექი" კარგია და ჩვენმა გულშემატკივარმა ის დააფასა, თუმცა სანამ ნამდვილ თამაშს დავიწყებდეთ ძალიან დიდი დრო გვჭირდება".


სმოლიგნმა შეაქო ხავიერ ერნანდესი და განაცხადა, რომ მექსიკელმა ფორვარდმა დაიმსახურა ჰეტ-რიკი.

"ჩიჩარიტომ გამოვიდა მოედანზე და მატჩის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა. ჩვენ მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით გავიმარჯვეთ.

"ასტონ ვილასთან" მატჩში მან სამჯერ დაამწუხრა მეკარე და ეს ყველას არ შეუძლია.

მან ბურთი აიღო და ყველას თხოვა, რომ წარწერა გაეკეთებინათ მასზე, ამიტომ ვფიქრობ ჩიჩამ დაიმსახურა ჰეტ-რიკი"
- დაასრულა სმოლინგმა.

წყარო: Manutd.Ru
---
23 კომენტარი
№11
ავტორი: captain
12 ნოემბერი 2012 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
სმოლინგის თამაშიდან ერთადერთი მახსოვს შარშან ლონდონში ვიღაცასთან წავაგეთ და იმ საღამოს სასტუმროს ნომერში ორი ნაშა აიყვანა, ამის მეტი ამაზე არც კაი თამაში ვიცი, არც ძაან ცუდი, საშუალო დონის გუნდში უნდა იყოს სადმე
0
№12
ავტორი: gilmour
12 ნოემბერი 2012 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მახსოვს მე ის დროც ევანსს რო აგინებდა ყველა, ესეც მაღალი დონისაა აცადეთ რა
0
№13
ავტორი: GeorgeBest
12 ნოემბერი 2012 18:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მახსოვს მე ის დროც ევანსს რო აგინებდა ყველა, ესეც მაღალი დონისაა აცადეთ რა


+1

ევანსს ეხლაც აგინებენ, რატომღაც იმედი მაქვს ორივესი, იმედია ტყუილად არა megustamucho
0
№14
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2012 18:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: GioO_o
ეს ვარდო კიდევ ყველას აკრიტიკებს, თუ მაგარი ხარ წადი და შენ დადექი


შენ რაღაც ხომ არ გიღიტინებს? acute2 მითხარი ამის 2 თამაში, რომელიც მაღალ დონეზე ჩაატარა შე თხა შენა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: gilmour
12 ნოემბერი 2012 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
GioO_o,
ცენტრალური მცველები ცოტა გვიან ყალიბდებიან, გამოცდილება უნდათ რო პოზიციურად ზუსტად ითამაშონ, 20 და 22 წლის მაგარი ცენტრალური ძალიან იშვიათია, 25–26 წლის უკვე ეს ძალიან მაგარი იქნება
0
№16
ავტორი: GeorgeBest
12 ნოემბერი 2012 19:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
VaRdo,
თხაც ხარ და ჩელსის ფანიც, რას ერცი რა გინდა? პატარა ჯერ, ევანსზე მთელი მანჩესტერის ფანობა იყავით აგრესიულნი :დ ჩემს გარდა winked
მაგრამ ხომ წამოვიდა და ათამაშდა? შეცდომები მოსდის, მაგრამ არ არიან იმხელები რომ ამატ დიდი გამოცდლება მოსთხოვო, აცადეთ, აცადეთ და შედეგი იქნება!!! ორი თვის წინ ჩიჩარიტოსაც აგდებდით გუნდიდან, მაგრამ დღეს ვერ ხედავ cerealguy

gilmour,
მეც მაგის ახსნას ვცდილობ, მაგრამ ეს მართლა თხა გისმენს?! cerealguy
0
№17
ავტორი: Red Hooligan
12 ნოემბერი 2012 19:48
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
VaRdo,
არა შენ ვერ შეგედრები მარა.. troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№18
ავტორი: love united
12 ნოემბერი 2012 20:15
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი ბიჭია პროსტა გოლის მონეტში ბენტეკემ როგორ მოისროლა ეს მთასავით კაცი მაგრა გამიკვირდა... wink
0
№19
ავტორი: zatara
12 ნოემბერი 2012 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
კუბო რო ჩადგა სტადიონზე ხანდახან ეგეც შეუშლის ხელს ფეხბურთელებს... არანაირად არ მეიმედება ეს ბიჭი... ჯონსი კიდე იმედია მალე დაბრუნდება და ჰუმელსი მინდა მანჩესტერში... ადამიანი რომელიც ადრე ჩამოყალიბდა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№20
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2012 20:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ აუ აუ სმოლინგის იემდზე ვყოფილვართ facepalm ფუი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top