თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2014, 19:25
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2347,
კომენტარები: 14
კროოსი აცხადებს რომ იგი ზაფხულში პრემიერ ლიგაში გადასვლას განიხილავს
"იუნაიტედის" სამიზნე სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
კროოსი აცხადებს რომ იგი ზაფხულში პრემიერ ლიგაში გადასვლას განიხილავს
მოგეხსენებათ, რომ ტონი კროოსი დევიდ მოიესის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი სამიზნეა, ამასთანავე, გერმანელი ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს და მის მომავალს სხვაგვარად ხედავს.

კროოს კონტრაქტის ვადა 2015 წელს ეწურება და ბოლო ხანებში ხშირად უკავშირებენ წითელ ეშმაკებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ "არსენალთან" განმეორებით მატჩამდე, პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი თუ ოლდ ტრაფორდზე "ამოყოფდა თავს".

"არაფერია ჩემს მომავალში გადაწყვეტილი." აცხადებს კროოსი. "არ არის საიდუმლო ის, რომ პრემიერ ლიგაში თამაშზე უარს არ ვიტყოდი. ჯერ არსად არაფერი შეთანხმებულა და ასეც იქნება ზაფხულამდე."

"ვფიქრობ თუ კლუბს დავტოვებ, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს ჩემ თავს. ახლა ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩემს მომავალზე და მივიღო სწორი გადაწყვეტილება. გავიგე, რომ უამრავი რამ იწერება ინგლისში ჩემს გადასვლაზე და ამასთან დაკავშირებით ახალის თქმა თავადაც არ შემიძლია."

"ამჟამად კლუბთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და სწორედ ამან გამოიწვია ეს გამოხმაურება." "იუნაიტედი" კი შესაძლოა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ასპარეზიდან "ოლიმპიაკოსმა" გამოთიშოს და კროოსი აცხადებს, რომ ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს მის სამომავლო გეგმებზე. "მე ყველაფერზე ვიფიქრებ, იმ შემთხვევაში თუ ამ კლუბიდან წავალ." აცხადებს კროოსი.

არსებობს ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ კროოს გაუმჯობესებული კონტრაქტი სურს. ხოლო პეპ გუარდიოლა წნეხის ქვეშაა, რადგან მას რთულ პირობებში უწევს მისივე ფეხბურთელთან მუშაობა.

"კროოსს დიდი ტალანტი გააჩნია. ის ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელია. მას შეუძლია კიდევ და კიდევ განვითარდეს." აცხადებს გუარდიოლა. "მე მას ვუთხარი რომ მას აქვს დრო იმისთვის რომ პროგრესი განიცადოს. ვიმედოვნებ რომ ამ სეზონში და არამხოლოდ ამ სეზონში ფორმას შეინარჩუნებს."

კროოსმა გერმანიის ნაკრებში უკვე 42 მატჩის ჩატარება მოასწო და გახდა ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი მიუბჰენის ბაიერნის. მან ასევე გოლის გატანა შეძლო "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის პირველ მატჩში. დღეს ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა გაიმართება ალიანს არენაზე.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
11 მარტი 2014 19:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეეე სულ რაღაც რამდენიმე წამით დამასწარი :D

აუ ნეტა ეს შეგვაგდებინა და მეთი ნახევარდაცვას აღარაფერი უნდა
0
№2
ავტორი: davita
11 მარტი 2014 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
მერე აგერ არ ვართ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№3
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2014 19:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იდელაური ვარიანტია რა, ეს რო გადმოვიდეს ბევრ პრობლემას მოგვიგვარებს ნახევარდაცვაში. ტიპს ყველაფერი აქვს
0
№4
ავტორი: love united
11 მარტი 2014 19:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს და ფელაინი ერთად derphappycry
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 მარტი 2014 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამან უკვე ბევრი ნამიოკი ჩაგვირტყა და იმედია იმოქმედებენ ზაფხულში winked
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
11 მარტი 2014 20:33
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კროოს გადმო რა !!
0
№7
ავტორი: Manchester_M
11 მარტი 2014 20:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რაგაც მგონია რომ პრემიერ ლიგაში გადმოვა მაგრამ სხვა გუნდს არიჩევს კიდევ ვინ აკეთებს ამაზე შეთავაზებას და ვინ აქტიურობს ?
0
№8
ავტორი: MANUTD FAN.
11 მარტი 2014 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ეს დავითრიოთ და კიდევ ერთი ნახევარმცველი და ვაბშე მაგარი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№9
ავტორი: RedMen
11 მარტი 2014 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ეს დაგვხატავდა manutd
0
№10
ავტორი: red devil
11 მარტი 2014 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au es ro dagvatrevina magari iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top