თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2014, 19:25
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2564,
კომენტარები: 14
კროოსი აცხადებს რომ იგი ზაფხულში პრემიერ ლიგაში გადასვლას განიხილავს
"იუნაიტედის" სამიზნე სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
კროოსი აცხადებს რომ იგი ზაფხულში პრემიერ ლიგაში გადასვლას განიხილავს
მოგეხსენებათ, რომ ტონი კროოსი დევიდ მოიესის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი სამიზნეა, ამასთანავე, გერმანელი ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს და მის მომავალს სხვაგვარად ხედავს.

კროოს კონტრაქტის ვადა 2015 წელს ეწურება და ბოლო ხანებში ხშირად უკავშირებენ წითელ ეშმაკებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ "არსენალთან" განმეორებით მატჩამდე, პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი თუ ოლდ ტრაფორდზე "ამოყოფდა თავს".

"არაფერია ჩემს მომავალში გადაწყვეტილი." აცხადებს კროოსი. "არ არის საიდუმლო ის, რომ პრემიერ ლიგაში თამაშზე უარს არ ვიტყოდი. ჯერ არსად არაფერი შეთანხმებულა და ასეც იქნება ზაფხულამდე."

"ვფიქრობ თუ კლუბს დავტოვებ, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს ჩემ თავს. ახლა ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩემს მომავალზე და მივიღო სწორი გადაწყვეტილება. გავიგე, რომ უამრავი რამ იწერება ინგლისში ჩემს გადასვლაზე და ამასთან დაკავშირებით ახალის თქმა თავადაც არ შემიძლია."

"ამჟამად კლუბთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და სწორედ ამან გამოიწვია ეს გამოხმაურება." "იუნაიტედი" კი შესაძლოა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ასპარეზიდან "ოლიმპიაკოსმა" გამოთიშოს და კროოსი აცხადებს, რომ ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს მის სამომავლო გეგმებზე. "მე ყველაფერზე ვიფიქრებ, იმ შემთხვევაში თუ ამ კლუბიდან წავალ." აცხადებს კროოსი.

არსებობს ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ კროოს გაუმჯობესებული კონტრაქტი სურს. ხოლო პეპ გუარდიოლა წნეხის ქვეშაა, რადგან მას რთულ პირობებში უწევს მისივე ფეხბურთელთან მუშაობა.

"კროოსს დიდი ტალანტი გააჩნია. ის ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელია. მას შეუძლია კიდევ და კიდევ განვითარდეს." აცხადებს გუარდიოლა. "მე მას ვუთხარი რომ მას აქვს დრო იმისთვის რომ პროგრესი განიცადოს. ვიმედოვნებ რომ ამ სეზონში და არამხოლოდ ამ სეზონში ფორმას შეინარჩუნებს."

კროოსმა გერმანიის ნაკრებში უკვე 42 მატჩის ჩატარება მოასწო და გახდა ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი მიუბჰენის ბაიერნის. მან ასევე გოლის გატანა შეძლო "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის პირველ მატჩში. დღეს ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა გაიმართება ალიანს არენაზე.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
12 მარტი 2014 00:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Modioi toni
0
№12
ავტორი: Macklemore
12 მარტი 2014 04:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Au amis gverdit cleverleyc magari iqneba. Imedia gadmova da mogvogvarebs porblemebs naxevardacvashi!!
0
№13
ავტორი: რედ ი
12 მარტი 2014 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
Manchester_M,
liverpooli unda kidev amisi yidva:):)
0
№14
ავტორი: LizarD
12 მარტი 2014 16:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
კროსი გაასწორებს. არ ვიცი რამდენად სიმართლე იყო ვერატიმ რომ ისაუბრა მანჩესტერზე. ორივე უძლიერესია. ორივე მოვიდეს. :დ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top