თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2014, 15:15
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2267,
კომენტარები: 15
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !
რა გვასწავლა გუშინდელმა მატჩმა ?
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !
პირველ რიგში გეტყვით, რომ როდესაც დევიდ მოიესმა სასტარტო შემადგნელობა გამოაცხადა, "ტვიტერზე" ბრომვიჩელებმა უკვე აღნიშვნა დაიწყეს მოგების და მათ უკვე სჯეროდათ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ, თუმცა მათდა სამწუხაროდ ისინი დამარცხდნენ ანგარიშით 0-3.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხუან მატას, უეინ რუნის, რობინ ვან პერსის და ადნან იანუზაის ერთად სასტარტო შემადგენლობაში ხილვა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო და სასიამოვნო სანახავი მათი ფეხბურთი ერთად.
რაც შეეხება 3-0 გამარჯვებას, ჩემპიონებმა ძალიან კარგი მატჩი ითამაშეს და ჯერ კიდევ დეკემბრის შემდეგ პირველად მოახერხეს ამ სხვაობით გამარჯვება, კერძოდ დეკემბერში "იუნაიტედმა" 3 ბურთის სხვაობით დაამარცხა "ასტონ ვილა". ასე, რომ გასული მატჩი რაღაც ახალის და კარგის დაწყების ნიშანი უნდა იყოს.

მაშ ასე, 6 რამ რაც გუშინდელმა გამარჯვებამ გვასწავლა.

#1: რაფაელ და სილვას დიდი მომავალი აქვს "იუნაიტედში".
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


ვრცელდებოდა ჭორები რაფაელ და სილვას გაყიდვასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად, თუმცა რაფაელმა გუშინდელ მატჩში იმდენი რამ დაამტკიცა, რომ მისი გაყიდვა დანაშაული იქნება. რაფაელი ძალიან დიდ ტერიტორიაზე მოქმედებს მარჯვენა ფლანგზე, ის პრაქტიკულად 4 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობდა, ხან შეტევაში, ხან დაცვაში. მას მიუძღვის სწორედ წვლილი 2 გატანილ გოლში.
ბრაზილიელის ხარჯზე დაინიშნა პირველი ჯარიმა და გავიდა გოლი. მეორე გოლის დროს კი მისი ჩაწოდებით გაიტანა რუნიმ მშვენიერი გოლი. სხვათაშორის, მატა როგორც ასეთი არ არის ფლანგის მოთამაშე და მატჩის მიმდინარეობისას მხოლოდ და მხოლოდ რაფაელი რჩებოდა ფლანგზე, ის კი უპრობლემოდ ეხმარებოდა შეტევას და ნებისმიერ წამს მზად იყო სწრაფად დახმარებოდა დაცვასაც. გუშინ რაფაელის დღე იყო და მან ნამდვილი ფეხბურთელის ჟინი, თავდადება გამოავლინა.

#2: ჯონსი და სმოლინგი, ანუ მომავალი ?
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


ჯონსი, რომელიც მუდმივად ბოლო პერიოდში მცველის მაგივრად, საყრდენის პოზიციაზე გვევლინება ხოლმე, გუშინ დაცვის ცენტრში ვიხილეთ. მოიესი ვიდიჩს არაფერს ერჩის, არც მთლად ცუდ ფორმაშია სერბი, თუმცა მას შემდეგ რაც კაპიტანმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა და ფაქტიურად ცალი ფეხით "ინტერშიცაა", უფრო მეტ შანს შოტლანდიელი ალბათ ახალგაზრდებს მისცემს. ჯონსისთვის როგორც ჩანს უკეთესი პოზიცია მცველის როლში თამაშია და არა საყრდენად.
მოკლედ, რომ ვთქვათ ჯონსმა და სმოლიგნმა გუშინ ერთმანეთს გაუგეს და არავინ არ გაატარეს. ფილმა გახსნა ანგარიში გასვლაზე და სმოლინგის დახმარებით ისინი დაცვაში მშვენივრად ასპარეზობდნენ.

#3: ვან პერსის ძალიან ცუდი ხასიათი აქვს.
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


გუშინ ვან პერსი წითელ ბარათს გადარჩა. მსაჯმა ის დაინდო, შეიძლება ითქვას. 5 წუთში 2 ძალიან სახიფათო ჯარიმა, პირველ შემთხვევაში ყვითელი, მეორე შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა მსაჯი. თუმცა ნათელი იყო, რომ მცირე კონტაქტი სხვა ფეხბურთელთან და ვან პერსი გამოტოვებდა "ლივერპულთან" მატჩს. ამიტომ ის მოიესმა სკამზე დასვა. გასვლისას კი რობინს აშკარად შეეტყო, რომ ის ამ გადაწყვეტილებით ნაწყენი იყო, თან საკმაოდ. სხვათაშორის მისი გასვლიდან რამდენიმე წუთში ერთ-ერთი გამოსარჩევი გუნდური გოლი ვნახეთ "იუნაიტედის" შესრულებით, რომელიც უელბეკმა დააგვირგვინა.

#4: რუნიმ დაიწყო თამაში, როდესაც ვან პერსი გავიდა !
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


ვან პერსის გასვლიდან 5 წუთში უეინ რუნიმ იმ პოზიციიდან გაიტანა გოლი საიდანაც ჩვეულებრივ ფორვარდები იტანენ ხოლმე გოლს. ამას მოყვა რუნის მშვენიერი პასი უელბეკის მიმართულებით და ანგარიში გახდა 3-0 "იუნაიტედის" სასარგებლოდ.
თითქოს რუნი - ვან პერსის დუეტი ბრწყინვალე და შეუდარებელი უნდა იყოს, არის კიდევაც ძალიან ხშირად, თუმცა გუშინ რუნი მას შემდეგ ათამაშა, რაც რობინ ვან პერსი გავიდა მოედნიდან.

#5: საეჭვო გადაწყვეტილება, რომელიც ვერავინ შეამჩნია.
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


პირველი ტაიმის დასრულებამდე რობინ ვან პერსის კარგი შანსი ჰქონდა, რომ ანგარიში 2-0მდე გაეზარდა. თუმცა ბენ ფოსტერმა "კარგად" ითამაშა და გოლი არ გაატანინა ჰოლანდიელს. თუმცა, რამდენად კარგად ითამაშა და სწორად საკითხავია ეს. ვან პერსი ფაქტიურად ცარიელ კარში გაიტანდა გოლს, თუმცა ფოსტერმა მას არ მისცა უფლება და დაარღვია წესები. არც გვერდით მსაჯს, არც მთავარ მსაჯს, არავის დაუნახავს ეს მომენტი თითქოს. არადა ფოსტერი აშკარად წითელს იმსახურებდა. შემდეგ ოფიციალურმა 4-ე მსაჯმა გააკეთა კომენტარი, რომ ფოსტერს განზრახ არ მოუკიდია ხელი ბურთისთვის.

#6: ფელაინი შესაძლო წევრი ძირითადისა.
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


მარუან ფელაინიმ ძალიან კარგი თამაში აჩვენა გუშინ. აშკარად მოუხდა 4 შემტევ ფეხბურთელს უკან ფელაინი. "იუნაიტედის" შემტევი ფეხბურთელების ფონზე ფელაინი დაცვას აშკარად კარგად მიეხმარება. სწორედ ამიტომ ითამაშეს "წითლებმა" გუშინ მშვენივრად.
ბელგიელზე მეტი პასი არავის გაუკეთებია მატჩის მიმდინარეობისას, არავის მოუგია გუშინ მასზე მეტი საჰაერო ბრძოლა. მხოლოდ 1-მა ფეხბურთელმა აჯობა მას ართმევაში. გუშინ ფელაინი ცენტრის ლიდერი იყო.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
9 მარტი 2014 15:39
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სმოლინგს რატო აგინებენ ვერ ხვდები ??

ვან პერსიმ საკუთარი კლანჭები გამოაჩინა wink
0
№2
ავტორი: VaRdo
9 მარტი 2014 15:52
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: გიო
სმოლინგს რატო აგინებენ ვერ ხვდები ??


სმოლინგს მარჯვნივ როცა დგას რაფაელის კრაიზე მაშინ აგინებენ, მაგრამ ვაი რომ მეტი არავინ გვყავს როცა რაფაელი არაა. ვალენსიას ხომ არ დავაყენებთ ? მაგას ისევ სმოლინგი ჯობია და ეგ კიდე იუნაიტედის სტილში მაგ ადგილას არ ჯდება. აი მაგიტომ აგინებენ თორე ცენტრში კარგად დგას.


7) კლევერლი და იანგი პენსიაზე გავიდნენ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Rosso Diavolo
9 მარტი 2014 16:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
VaRdo,

არ არის საგინებელი კაცი ის რომ არა მინიმუმ 2გოლს მივიღებდით ერთხელ გააკეთა უკან პასი ჩაუვარდა და მაგით ნსჯიან
0
№4
ავტორი: Lev
9 მარტი 2014 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
გუშინდელმა მატჩმა გვასწავლა რომ ვალენსია იანგი და ქლევერლი არ უნდა ათამაშო და რომ ფლანგზე იანუზაი ცენტრში ფელაინი კარგ შედეგს დებენ. მარჯვენა ფლანგზე ნანი დაბრუნდება და მოიესს თუ ტვინი აქვს საუკეთესო შეტევა გვეყოლება ეპლში..თუმცა მოიესს ტვინი არ აქვს და შესაბამისად ქლევერლიც იანგიც და მისთანებიც მისი უტვინო გეგმების ნაწილები ხდებიან და რის გამოც დედის გინებას იღებს ხოლმე..ვნახოთ სადამდე გაქაჩავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: Manchester_M
9 მარტი 2014 17:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გვაჩვენა რომ იანგი და კლევერლი არ უნდა ვათამაშოთ
0
№6
ავტორი: Count Alucard
9 მარტი 2014 17:29
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Lev,
გეთანხმები, ლივერპულთან რომელიმე მანდედან შემადგენლობაში რომ იყოს ჩათვალე წაგებული გვაქ, ჩემი აზრითზუსტად ეს შემადგენლობა უნდა დააყენოს იმათთანაც, და მეორე ტაიმში ნანი შემოიყვანოს.
0
№7
ავტორი: LizarD
9 მარტი 2014 17:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ფელაინი როცა თამაშობს ყველაფერი ლაგდება. იმის თქმა მინდა რომ ცენტრი ბევრს ნიშნავს, დაცვასაც ნაკლებად უჭირს და შეტევასაც. ჯონსმა დაცვაში ვერ ითამაშა. ქლევერლის რაც შეეხება დაცვას კარგად თამაშობს და ყველგან დარბის, აწუხებს მეტოქეებს. შეიძლება მისი გამოყენება თუ ნორმალურად მისცემ დარიგებებს.
0
№8
ავტორი: რედ ი
9 მარტი 2014 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
გამარჯვებაში ლომის წილი ფელაინს მიუძღვის:):) ამ მატჩში ის დავინახე რომ ჯლბს პერსი მალე გაყიდონ სანამ ფასი არ დაუკარგავს :):)) მის ფასად კი 1 კარგი ფორვარდის მოყვანა შეიძლება:):)

რუნი გუნდის ლიდერია:):) ვინ ჩემი ფეხებია პერსი!?!?!?
0
№9
ავტორი: Manchester United 14
9 მარტი 2014 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ქლევერლიც მიამატონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: mcicishvili
9 მარტი 2014 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ჯონსმა ვერითამაშა კარგად. დაცვაში ხშირად უშვებდა შეცდომებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top