თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2014, 15:15
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2429,
კომენტარები: 15
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !
რა გვასწავლა გუშინდელმა მატჩმა ?
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !
პირველ რიგში გეტყვით, რომ როდესაც დევიდ მოიესმა სასტარტო შემადგნელობა გამოაცხადა, "ტვიტერზე" ბრომვიჩელებმა უკვე აღნიშვნა დაიწყეს მოგების და მათ უკვე სჯეროდათ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ, თუმცა მათდა სამწუხაროდ ისინი დამარცხდნენ ანგარიშით 0-3.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხუან მატას, უეინ რუნის, რობინ ვან პერსის და ადნან იანუზაის ერთად სასტარტო შემადგენლობაში ხილვა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო და სასიამოვნო სანახავი მათი ფეხბურთი ერთად.
რაც შეეხება 3-0 გამარჯვებას, ჩემპიონებმა ძალიან კარგი მატჩი ითამაშეს და ჯერ კიდევ დეკემბრის შემდეგ პირველად მოახერხეს ამ სხვაობით გამარჯვება, კერძოდ დეკემბერში "იუნაიტედმა" 3 ბურთის სხვაობით დაამარცხა "ასტონ ვილა". ასე, რომ გასული მატჩი რაღაც ახალის და კარგის დაწყების ნიშანი უნდა იყოს.

მაშ ასე, 6 რამ რაც გუშინდელმა გამარჯვებამ გვასწავლა.

#1: რაფაელ და სილვას დიდი მომავალი აქვს "იუნაიტედში".
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


ვრცელდებოდა ჭორები რაფაელ და სილვას გაყიდვასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად, თუმცა რაფაელმა გუშინდელ მატჩში იმდენი რამ დაამტკიცა, რომ მისი გაყიდვა დანაშაული იქნება. რაფაელი ძალიან დიდ ტერიტორიაზე მოქმედებს მარჯვენა ფლანგზე, ის პრაქტიკულად 4 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობდა, ხან შეტევაში, ხან დაცვაში. მას მიუძღვის სწორედ წვლილი 2 გატანილ გოლში.
ბრაზილიელის ხარჯზე დაინიშნა პირველი ჯარიმა და გავიდა გოლი. მეორე გოლის დროს კი მისი ჩაწოდებით გაიტანა რუნიმ მშვენიერი გოლი. სხვათაშორის, მატა როგორც ასეთი არ არის ფლანგის მოთამაშე და მატჩის მიმდინარეობისას მხოლოდ და მხოლოდ რაფაელი რჩებოდა ფლანგზე, ის კი უპრობლემოდ ეხმარებოდა შეტევას და ნებისმიერ წამს მზად იყო სწრაფად დახმარებოდა დაცვასაც. გუშინ რაფაელის დღე იყო და მან ნამდვილი ფეხბურთელის ჟინი, თავდადება გამოავლინა.

#2: ჯონსი და სმოლინგი, ანუ მომავალი ?
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


ჯონსი, რომელიც მუდმივად ბოლო პერიოდში მცველის მაგივრად, საყრდენის პოზიციაზე გვევლინება ხოლმე, გუშინ დაცვის ცენტრში ვიხილეთ. მოიესი ვიდიჩს არაფერს ერჩის, არც მთლად ცუდ ფორმაშია სერბი, თუმცა მას შემდეგ რაც კაპიტანმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა და ფაქტიურად ცალი ფეხით "ინტერშიცაა", უფრო მეტ შანს შოტლანდიელი ალბათ ახალგაზრდებს მისცემს. ჯონსისთვის როგორც ჩანს უკეთესი პოზიცია მცველის როლში თამაშია და არა საყრდენად.
მოკლედ, რომ ვთქვათ ჯონსმა და სმოლიგნმა გუშინ ერთმანეთს გაუგეს და არავინ არ გაატარეს. ფილმა გახსნა ანგარიში გასვლაზე და სმოლინგის დახმარებით ისინი დაცვაში მშვენივრად ასპარეზობდნენ.

#3: ვან პერსის ძალიან ცუდი ხასიათი აქვს.
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


გუშინ ვან პერსი წითელ ბარათს გადარჩა. მსაჯმა ის დაინდო, შეიძლება ითქვას. 5 წუთში 2 ძალიან სახიფათო ჯარიმა, პირველ შემთხვევაში ყვითელი, მეორე შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა მსაჯი. თუმცა ნათელი იყო, რომ მცირე კონტაქტი სხვა ფეხბურთელთან და ვან პერსი გამოტოვებდა "ლივერპულთან" მატჩს. ამიტომ ის მოიესმა სკამზე დასვა. გასვლისას კი რობინს აშკარად შეეტყო, რომ ის ამ გადაწყვეტილებით ნაწყენი იყო, თან საკმაოდ. სხვათაშორის მისი გასვლიდან რამდენიმე წუთში ერთ-ერთი გამოსარჩევი გუნდური გოლი ვნახეთ "იუნაიტედის" შესრულებით, რომელიც უელბეკმა დააგვირგვინა.

#4: რუნიმ დაიწყო თამაში, როდესაც ვან პერსი გავიდა !
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


ვან პერსის გასვლიდან 5 წუთში უეინ რუნიმ იმ პოზიციიდან გაიტანა გოლი საიდანაც ჩვეულებრივ ფორვარდები იტანენ ხოლმე გოლს. ამას მოყვა რუნის მშვენიერი პასი უელბეკის მიმართულებით და ანგარიში გახდა 3-0 "იუნაიტედის" სასარგებლოდ.
თითქოს რუნი - ვან პერსის დუეტი ბრწყინვალე და შეუდარებელი უნდა იყოს, არის კიდევაც ძალიან ხშირად, თუმცა გუშინ რუნი მას შემდეგ ათამაშა, რაც რობინ ვან პერსი გავიდა მოედნიდან.

#5: საეჭვო გადაწყვეტილება, რომელიც ვერავინ შეამჩნია.
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


პირველი ტაიმის დასრულებამდე რობინ ვან პერსის კარგი შანსი ჰქონდა, რომ ანგარიში 2-0მდე გაეზარდა. თუმცა ბენ ფოსტერმა "კარგად" ითამაშა და გოლი არ გაატანინა ჰოლანდიელს. თუმცა, რამდენად კარგად ითამაშა და სწორად საკითხავია ეს. ვან პერსი ფაქტიურად ცარიელ კარში გაიტანდა გოლს, თუმცა ფოსტერმა მას არ მისცა უფლება და დაარღვია წესები. არც გვერდით მსაჯს, არც მთავარ მსაჯს, არავის დაუნახავს ეს მომენტი თითქოს. არადა ფოსტერი აშკარად წითელს იმსახურებდა. შემდეგ ოფიციალურმა 4-ე მსაჯმა გააკეთა კომენტარი, რომ ფოსტერს განზრახ არ მოუკიდია ხელი ბურთისთვის.

#6: ფელაინი შესაძლო წევრი ძირითადისა.
6 რამ რაც გუშინდელმა მატჩმა გვაჩვენა !


მარუან ფელაინიმ ძალიან კარგი თამაში აჩვენა გუშინ. აშკარად მოუხდა 4 შემტევ ფეხბურთელს უკან ფელაინი. "იუნაიტედის" შემტევი ფეხბურთელების ფონზე ფელაინი დაცვას აშკარად კარგად მიეხმარება. სწორედ ამიტომ ითამაშეს "წითლებმა" გუშინ მშვენივრად.
ბელგიელზე მეტი პასი არავის გაუკეთებია მატჩის მიმდინარეობისას, არავის მოუგია გუშინ მასზე მეტი საჰაერო ბრძოლა. მხოლოდ 1-მა ფეხბურთელმა აჯობა მას ართმევაში. გუშინ ფელაინი ცენტრის ლიდერი იყო.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
9 მარტი 2014 18:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფამ დაგლიჯა გუშინ და ძაან მაგარია. სმოლინგს შეცდომები ჰქონდა მაგრამ მარჯვენა ფლანგზე ყოფნას ჯობია და ცუდად არ უთამაშია მთლად. ისე ჯონსი–ევანსის წყვილი მირჩევნია ბევრად. რუნი კლასნია და ველბეკმაც შეასრულა, გუშინ კარგი მატჩი იყო მერამდენე დვამბობ უკვე :დ

ფელაინი კარგი იყო თუმცა ეს პასები დიდი ნაკლია მაგისი
0
№12
ავტორი: Lev
9 მარტი 2014 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
რაფამ დაგლიჯა..მაგრამ ევრას რა ვუშველოთ..საერთოდ დაკარგა სისწრაფე ათრევენ ფლანგზე ახალგაზრდა ვინგერები. თან დასწრებაზეც ვეღარ ბრწყინავს პოზიციურადაც აგებს ხშირად და ფეხის დაფარებასაც ვეღარ ასწრებს/ ადვილად აწვდიან ევრას ფლანგიდან . რამე უნდა მოვიფიქროთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№13
ავტორი: davita
9 მარტი 2014 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
პერსი ვერაა ფორმაში რუნი უნდა აიყვანონ თავდასხმაში !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№14
ავტორი: BERDI
9 მარტი 2014 22:01
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ეს თერთმეტეული უნდა გმაოვიდეს ისევ ლივერპულთან ძლივს კარგად ითამაშეს დალაგებულად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№15
ავტორი: red devil
10 მარტი 2014 06:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Mata tavis adgilze rooney forwardad dimaria reusi shemtevad kroosi felaini tavis centrshi coentrao rafaeli flangebze erti mcvelic da mogvarebulia saqme. Kroos 35 milioni dimaria ar gadmova reusze kagawas chartva da chalichi sheidzleba coentraos tu movindomebt davitrevt da max. 20 milioni dacvashi garai da shemdeg wels otxeulshi shevalt
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top