თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2014, 10:50
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2486,
კომენტარები: 13
ასეთი ფელაინი სჭირდება "იუნაიტედს"
ერთად გადავავლოთ თვალი ფელაინის გუშინდელ თამაშს.
ასეთი ფელაინი სჭირდება
არსებობს ერთიანი აზრი, რომ დღევანდელ "იუნაიტედს" დევიდ მოიესთან ერთად აკლია კრეატიულობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ შრომობს და იბრძვის, მისი თავდადება არ ჩანს კლუბში.
"იუნაიტედს" აშკარად ჭირდება გიუნდოგანის მსგავსი, ან კროოსის მსგავსი ფეხბურთელი, ვინც ირბენს სტადიონზე, გააკეთებს პასებს, მოიპოვებს ბურთებს და ა.შ გუშინდელმა თამაშმა, სადაც მარუან ფელაინიმ 90 წუთი ითამაშა მოიესს საფიქრალი გაუჩინა. ბელგიელმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით.
მართლაც რთული დღე გამოდის მოიესისთვის, ფელაინი ნამდვილად ლიდერი მოგვევლინა ცენტრის. თუმცა ამავდროულად კარგიც, რა თქმა უნდა. ბელგიელის კოლოსალური ძალა, ლიდერობა, ენთუზიაზმი იგრძნობოდა გუშინ ნახევარდაცვის ცენტრში და მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ, ვერც მულუმბუ და ვერც კლაუდიო იაკობი.
ასეთი ფელაინი სჭირდება "იუნაიტედს"

ფელაინი გუშინ ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს. კერძოდ 98-ჯერ, გააკეთა ყველაზე მეტი პასი, 71. ის იყო ყველგან, დაფარა 12,04 კილომეტრი. ასე, რომ გუშინ ის იყო "იუნაიტედის" გული და სწორედ მისი მეშვეობით იწყებდა გუნდი შეტევას.
ისე კი მაიკლ კერიკი აღიარეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა მისი პარტნიორი აშკარად ჯობდა ინგლისელს. ფელაინიმ მოიგო ყველაზე მეტი საჰაერო დუელი (4) და ყველაზე მეტი ჩაჭრა მის აქტივში იყო გუშინ, კერძოდ 5.

ასეთი ფელაინი სჭირდება "იუნაიტედს"

ჩაჭრა(ლურჯი) / "გასუფთავება"(წითელი) / მოხსნა(ყვითელი)

მხოლოდ რაფაელ და სილვას ჰქონდა მასზე მეტი ართმევა გაკეთებული და კრის სმოლინგს ფელაინიზე მეტი "გასუფთავება". ფელაინიმ განავითარა ის შეტევა, სადაც მშვენიერი გოლი გაიტანა დენი უელბეკმა.

რა თქმა უნდა, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" ის შესაფერისი გუნდი არაა, სადაც შეიძლება ფეხბურთელების მაქსიმუმი დავინახოთ, თუმცა მისი გუშინდელი თამაში იწვევს სერიოზულ საფუძველს, რომ ფელაინი მოუმატებს უფრო და უფრო.
26 წლის ფეხბურთელს არც ისე ხშირად უწევს საწყის 11 კაცში მოხვედრა, თუმცა მოიესმა ის აუცილებლად უნდა ათამაშოს ოლიმპიაკოსთან მატჩში და ჩვენი ნამდვილად დავინახავთ განსხავებას.
ძალიან ადრე ჯერ რაიმე კონკრეტულზე საუბარი, თუმცა ფელაინი გრძელვადიანი პერსპექტივაა "იუნაიტედში". მოვლენ სხვა ნახევარმცველებიც, ზოგიც წავა და ის ხალხი ვინც ფიქრობს, რომ ბელგიელში 28 მილიონი ფუნტ სტერლინგი ზედმეტად გადაყრილი თანხაა, ჯობია შეიცვალონ აზრი.
ფელაინი შესაძლოა აღარ იყოს "იუნაიტედის" ფეხბურთელი მომდევნო სეზონებში, თუმცა ბელგიელმა აშკარად დაგვანახა გუშინდელ მატჩში, თუ რაოდენ დიდი და საინტერესო ფეხბურთელია, მისი გაშვება არ იქნება მთლად მიზანშეწონილი.


წყარო: "სქაისპორტი"
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
9 მარტი 2014 11:07
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მართლაც კარგი თამაში ჩაატარა ფელაინმა ცოტა დროც და ძველ ფორმას დაუბრუნდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: Manchester_M
9 მარტი 2014 11:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ესეც ძან მომეწონა აქტიურობდა მაგრად მინდა გოლი გაიტანოს.
0
№3
ავტორი: Malboro463
9 მარტი 2014 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ჩადგება მალე ფორმაში გუნდი ათამაშდება შეწუობიან ერთმანეთს. პასს თუ გამოასწორებს კარგი იქნება
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
9 მარტი 2014 11:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გუშინ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა იმდია ასეთ თამაშს გააგრძელებს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 მარტი 2014 11:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პასები არ მომწონს რა ამის, ისე გუშინ კარგი იყო. ნელ–ნელა ჩადგება ფორმასი და გვეშველება ალბათ
0
№6
ავტორი: I L C
9 მარტი 2014 11:51
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კაი იყო გუშინ ბუჩქი.. მარა კიდევ მეტი შეუძლიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: RojoDiablo
9 მარტი 2014 12:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ღმერთო რა ითამაშა გუშინ...ძაან მაგარი იყო რა ფელო...აი ასეთ ფორმაში მყოფი გვჭირდებ მართლაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: chudikone
9 მარტი 2014 12:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გუშინ მართლა საუკეთესო იყო. ერთი გოლი სჭირდება და მოუმატებს კიდე უფრო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Macklemore
9 მარტი 2014 12:35
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
შეიძლება ნელია, მაგრამ რაც ყველაზე მეტად აკლია გუნდს: კრეატიულობა და მებრძოლი ხასიათი ამას საკაიფოდ აქვს. გუშინ პასები ძაან მაგრად ააწყვეს და ცენტრიდან შეტევებიც მიდიოდა. ფლანგებიდან მარტო რაფას ფლანგი იტვირთებოდა. ძაან საკაიფოდ ითამაშეს.
0
№10
ავტორი: love united
9 მარტი 2014 12:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გუშინ მომეწონა ძაან!შეიძლება პასი არ უვარგა მაინცდამაინც და ცოტა ნელია,მაგრამ მებრძოლია,პახოდუ ჩაჭრა/ართმევა კარგი აქვს.ამას გვერდით რომ დაუყენონ გიუნდოგანი/კროოსი/ვერატი/ჰამ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top