თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2014, 10:50
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2685,
კომენტარები: 13
ასეთი ფელაინი სჭირდება "იუნაიტედს"
ერთად გადავავლოთ თვალი ფელაინის გუშინდელ თამაშს.
ასეთი ფელაინი სჭირდება
არსებობს ერთიანი აზრი, რომ დღევანდელ "იუნაიტედს" დევიდ მოიესთან ერთად აკლია კრეატიულობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ შრომობს და იბრძვის, მისი თავდადება არ ჩანს კლუბში.
"იუნაიტედს" აშკარად ჭირდება გიუნდოგანის მსგავსი, ან კროოსის მსგავსი ფეხბურთელი, ვინც ირბენს სტადიონზე, გააკეთებს პასებს, მოიპოვებს ბურთებს და ა.შ გუშინდელმა თამაშმა, სადაც მარუან ფელაინიმ 90 წუთი ითამაშა მოიესს საფიქრალი გაუჩინა. ბელგიელმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით.
მართლაც რთული დღე გამოდის მოიესისთვის, ფელაინი ნამდვილად ლიდერი მოგვევლინა ცენტრის. თუმცა ამავდროულად კარგიც, რა თქმა უნდა. ბელგიელის კოლოსალური ძალა, ლიდერობა, ენთუზიაზმი იგრძნობოდა გუშინ ნახევარდაცვის ცენტრში და მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ, ვერც მულუმბუ და ვერც კლაუდიო იაკობი.
ასეთი ფელაინი სჭირდება "იუნაიტედს"

ფელაინი გუშინ ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს. კერძოდ 98-ჯერ, გააკეთა ყველაზე მეტი პასი, 71. ის იყო ყველგან, დაფარა 12,04 კილომეტრი. ასე, რომ გუშინ ის იყო "იუნაიტედის" გული და სწორედ მისი მეშვეობით იწყებდა გუნდი შეტევას.
ისე კი მაიკლ კერიკი აღიარეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა მისი პარტნიორი აშკარად ჯობდა ინგლისელს. ფელაინიმ მოიგო ყველაზე მეტი საჰაერო დუელი (4) და ყველაზე მეტი ჩაჭრა მის აქტივში იყო გუშინ, კერძოდ 5.

ასეთი ფელაინი სჭირდება "იუნაიტედს"

ჩაჭრა(ლურჯი) / "გასუფთავება"(წითელი) / მოხსნა(ყვითელი)

მხოლოდ რაფაელ და სილვას ჰქონდა მასზე მეტი ართმევა გაკეთებული და კრის სმოლინგს ფელაინიზე მეტი "გასუფთავება". ფელაინიმ განავითარა ის შეტევა, სადაც მშვენიერი გოლი გაიტანა დენი უელბეკმა.

რა თქმა უნდა, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" ის შესაფერისი გუნდი არაა, სადაც შეიძლება ფეხბურთელების მაქსიმუმი დავინახოთ, თუმცა მისი გუშინდელი თამაში იწვევს სერიოზულ საფუძველს, რომ ფელაინი მოუმატებს უფრო და უფრო.
26 წლის ფეხბურთელს არც ისე ხშირად უწევს საწყის 11 კაცში მოხვედრა, თუმცა მოიესმა ის აუცილებლად უნდა ათამაშოს ოლიმპიაკოსთან მატჩში და ჩვენი ნამდვილად დავინახავთ განსხავებას.
ძალიან ადრე ჯერ რაიმე კონკრეტულზე საუბარი, თუმცა ფელაინი გრძელვადიანი პერსპექტივაა "იუნაიტედში". მოვლენ სხვა ნახევარმცველებიც, ზოგიც წავა და ის ხალხი ვინც ფიქრობს, რომ ბელგიელში 28 მილიონი ფუნტ სტერლინგი ზედმეტად გადაყრილი თანხაა, ჯობია შეიცვალონ აზრი.
ფელაინი შესაძლოა აღარ იყოს "იუნაიტედის" ფეხბურთელი მომდევნო სეზონებში, თუმცა ბელგიელმა აშკარად დაგვანახა გუშინდელ მატჩში, თუ რაოდენ დიდი და საინტერესო ფეხბურთელია, მისი გაშვება არ იქნება მთლად მიზანშეწონილი.


წყარო: "სქაისპორტი"
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: lefty
9 მარტი 2014 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მაგარი იგროკია თუ ჩადგა ფორმაში gun2
0
№12
ავტორი: VaRdo
9 მარტი 2014 16:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამ კაცის მაგრად მეჯრა და იმედია მოუმატებს. 2 თამაშია გვაკვირვებს უკვე და საუკეთესო მატჩებს ატარებს + ნაკრებში გოლიც გაიტანა. მოკლედ მოდის ხოდზე და ვაცადოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: red devil
10 მარტი 2014 06:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Me mjera buchqis da tqveni ar vici
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top