თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2014, 16:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2376,
კომენტარები: 14
დევიდ მოიესის ამაღელვებელი წერილი გულშემატკივარს
მოიესი გულშემატკივარს მიმართავს.
დევიდ მოიესის ამაღელვებელი წერილი გულშემატკივარს
მოგეხსენებათ, რომ "იუნაიტედი" არცთუ ისე სახარბიელო სეზონს ატარებს წელს. უამრავი გულშემატკივარი ამაში მხოლოდ დევიდ მოიესს ადანაშაულებს. ვერ ვიტყვით, რომ ცუდი სეზონის გამო თავად "იუნაიტედის" თავკაცი არ სწუხს. ის ძალიან განიცდის მიმდინარე მოვლენებს და წერილით მიმართა გულშემატკივრებს, სადაც ბრწყინვალე დაბრუნებას ჰპირდება:

"მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს სამუშაო ჩემთვის რაღაც ახალი იქნებოდა. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რთული სეზონი გველოდა წინ. დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდნენ გულშემატკივრებიც, ფეხბურთელებიც, სტაფიც... მე ძალიან სასოწარკვეთილი ვარ და ამას ავანაზღაურებ.

ყველგან სადაც მე მიდვივარ, ხალხს ბევრი რამ აქვს სათქმელი "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ. მაგრამ ჩვენ ახლა, ამ რთულ პერიოდში, ყველა ერთ სულად შევერთდით და მტკიცედ ვდგავართ. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში სხვა "იუნაიტედს" იხილავთ და ეს კლუბი თავისი ძლიერებით და გამოცდილებით კვლავ გაიბრწყინებს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.

დამერწუმენთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავხდეთ უფრო უკეთესი, ძლიერი კლუბი მომავალში. თქვენ წლების მანძილზე არნახულად ძლიერ კლუბს ხვდებოდით, არნახულ გამარჯვებებს და ბედნიერებას გჩუქნიდათ ეს კლუბი, და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდებულ მომენტებს კიდევ იხილავთ თქვენი საყვარელი კლუბისგან.

ჩვენ "ოლდ ტრაფორდს" დიდ, აუღებელ ციხე-სიმაგრედ გადავაქცევთ, როგორიც ის წლების მანძილზე იყო და ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენს ხელთაა, რომ კარგი წარდგენა გაჩვენოთ, კარგი შედეგები დავდოთ. ამით ჩვენთან, სტადიონზე მუდმივად მყოფ ფანებს და საერთოდ ყველა გულშემატკივარს ისევ მივცემთ ხმამაღლა სიმღერის საბაბს!"


ManUtdBlog
სიახლეები
14 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
7 მარტი 2014 16:43
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იმედია გაამართლებ შენ სიტყვებს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: buka oboladze
7 მარტი 2014 16:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მჯერა მე ამკაცის მაინც
0
№3
ავტორი: Macklemore
7 მარტი 2014 16:49
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გენავე დავიდ! იმედია გაამართლებს და ნელ-ნელა მოძლიერდება იუნაიტედი!
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 მარტი 2014 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ კაცს ნადმვილად ეტყობა, რომ მართლა განიცდის იმას რაც დღეს მანჩესტერში ხდება და როგორც ადამიანი მართლა შესაცოდია, მაგრამ ფეხბურთს მარტო განცდები ვერ მოიგებს...რავიცი აბა, მე ძაან მინდა რო მჯეროდეს ამ კაცის, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებია იმისთვის რო ნდობა დაემსახურებინა.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
7 მარტი 2014 16:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მომდევნო სეზონში ვნახოთ რისი გამკეთებელია !! ეხა აუცილებლად ოთხეულში უნდა შევიდეთ თორეე ...!
0
№6
ავტორი: VaRdo
7 მარტი 2014 16:52
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მომდევნო სეზონიდან გამოჩნდება ამის რეალური ძალა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: RojoDiablo
7 მარტი 2014 16:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დაე დევიდ, დაე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: ლადო
7 მარტი 2014 17:23
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვნახოთ ვნახოთ, იმედია მომავალწელს ძველი თუ არა ასეთი საზიზღარი იუნაიტედი აღარ იქნება
0
№9
ავტორი: tupaca
7 მარტი 2014 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
გული ამიჩუყდა :-) მაგრამ...
0
№10
ავტორი: davita
7 მარტი 2014 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
იმედია გაამართლებ თორე ტრაკში პანჩურს ყოველთვის ამოგარტყავენ winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top