თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2014, 16:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2379,
კომენტარები: 14
დევიდ მოიესის ამაღელვებელი წერილი გულშემატკივარს
მოიესი გულშემატკივარს მიმართავს.
დევიდ მოიესის ამაღელვებელი წერილი გულშემატკივარს
მოგეხსენებათ, რომ "იუნაიტედი" არცთუ ისე სახარბიელო სეზონს ატარებს წელს. უამრავი გულშემატკივარი ამაში მხოლოდ დევიდ მოიესს ადანაშაულებს. ვერ ვიტყვით, რომ ცუდი სეზონის გამო თავად "იუნაიტედის" თავკაცი არ სწუხს. ის ძალიან განიცდის მიმდინარე მოვლენებს და წერილით მიმართა გულშემატკივრებს, სადაც ბრწყინვალე დაბრუნებას ჰპირდება:

"მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს სამუშაო ჩემთვის რაღაც ახალი იქნებოდა. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რთული სეზონი გველოდა წინ. დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდნენ გულშემატკივრებიც, ფეხბურთელებიც, სტაფიც... მე ძალიან სასოწარკვეთილი ვარ და ამას ავანაზღაურებ.

ყველგან სადაც მე მიდვივარ, ხალხს ბევრი რამ აქვს სათქმელი "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ. მაგრამ ჩვენ ახლა, ამ რთულ პერიოდში, ყველა ერთ სულად შევერთდით და მტკიცედ ვდგავართ. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში სხვა "იუნაიტედს" იხილავთ და ეს კლუბი თავისი ძლიერებით და გამოცდილებით კვლავ გაიბრწყინებს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.

დამერწუმენთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავხდეთ უფრო უკეთესი, ძლიერი კლუბი მომავალში. თქვენ წლების მანძილზე არნახულად ძლიერ კლუბს ხვდებოდით, არნახულ გამარჯვებებს და ბედნიერებას გჩუქნიდათ ეს კლუბი, და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდებულ მომენტებს კიდევ იხილავთ თქვენი საყვარელი კლუბისგან.

ჩვენ "ოლდ ტრაფორდს" დიდ, აუღებელ ციხე-სიმაგრედ გადავაქცევთ, როგორიც ის წლების მანძილზე იყო და ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენს ხელთაა, რომ კარგი წარდგენა გაჩვენოთ, კარგი შედეგები დავდოთ. ამით ჩვენთან, სტადიონზე მუდმივად მყოფ ფანებს და საერთოდ ყველა გულშემატკივარს ისევ მივცემთ ხმამაღლა სიმღერის საბაბს!"


ManUtdBlog
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
7 მარტი 2014 20:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მჯერა ამ ადამიანის, იმედია კარგი სანახაობა გველის წინ.
0
№12
ავტორი: lefty
7 მარტი 2014 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
არ მჯერა ამის არც ერთი სიტყვა და ყველა დარწმუნდება მალე cerealguy
0
№13
ავტორი: m-an-united
7 მარტი 2014 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
vnaxot momaval wels, imedia gaamartlebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№14
ავტორი: red devil
8 მარტი 2014 08:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Magari kaci xar david mjera magrad sheni
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top