თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2014, 15:02
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1793,
კომენტარები: 15
დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
"იუნაიტედის" თავკაცმა სწორი გადაწყვეტილებები უდნა მიიღოს.
დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
ვან პერსის ხშირად მოუწია თამაშების გაცდენა და ფორმიდანაც ამოვარდა. ბოლო დროს მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, მისი თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ჰოლანდიელი "ოლდ ტრაფორდზე" ბედნიერად არ გრძნობს თავს.

ფორვარდის ყოფნა-არყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შაბათის მატჩში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. ჰოლანდიელი სანაკრებო ვარჯიშების დროს ცუდად გახდა.

დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
პერსი ფორმიდანაა ამოვარდნილი.


დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
უკმაყოფილო ვან პერსი საბერძნეთში.

დილემის წინაშე მდგომი მოიესი. დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
ვან პერსი წელს ძალიან აგრესიულია, ის მსაჯებთან ჩხუბსაც არ ერიდება.


მოიესმა მტკიცედ დაიცვა 30 წლის ფორვარდი და უარყო, რომ მათ შორის გაუგებრობაა. თუმცა პრესა არ ჩერდება და ამტკიცებს, რომ დევიდი ჰოლანდიელით უკმაყოფილოა და არ იცის უნდა ენდოს თუ არა გასული სეზონის ბომბარდირს.

ვან პერსის არცთუ ისე ცოტა გოლი აქვს გატანილი, თუმცა მისი და რუნის დუეტის ხარისხმა ქვევით დაიწია. "ოლიმპიაკოსთან" მატჩში, ისინი იშვიათად აძლევდნენ ერთმანეთს პასებს. მოიესს არ აწუხებს პერსის ბოლო კომენტარი გუნდის ფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ რაც დევიდს დიდ საფიქრალში აგდებს, ეს პერსის ფორმა და მისი კომუნიკაციაა ფეხბურთელებთან მინდორზე.

ხელმძღვანელობას აინტერესებს რაშია საქმე, რატომ ამოვარდა რობინი ფორმიდან და ყველა ელოდება მის თითოეულ თამაშს, რათა ნახონ მოახერხებს, თუ არა პერსი გაუმჯობესებას სეზონის ბოლომდე. ამასთანავე "იუნაიტედის" თავკაცებმა განაცხადეს, რომ ჰოლანდიელი არ გაიყიდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას წასვლა მოუნდება.

დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
ჰოლანდიელი ვალდებულია ფორმაში ჩადგეს და გუნდი კრიზისიდან ამოიყვანოს.


დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
რუნი-პერსის დუეტი ბოლო დროს არ არის ისეთი ძლიერი როგორიც იყო.


მოიესზეა დამოკიდებულია ვან პერსი შევა თუ არა იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებიც გუნდის აშენებას შეძლებენ. სამწუხაროდ, რობინი მოიესის ერთადერთი საფიქრალი არ არის. დევიდი "ევერტონიდან" გადმოსვლამდე ფიქრობდა, რომ "იუნაიტედს" ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ როგორც კი კლუბი ჩაიბარა იმედები გაუცრუვდა.

დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ რიო "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.


ამასობაში კი, წითელი ეშმაკი, რომელიც ერთ დროს ყველაზე ძვირადღირებული მცველი იყო, დიდი ალბათობით ახალ კონტრაქტს ვერ მიიღებს და ინგლისელს კლუბის დატოვება მოუწევს. მას კი შემცვლელი სჭირდება.

ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდში დიდი კრიზისია, გულშემატკივარს კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ დაელოდოს დილემის წინაშე მდგარი მოიესისგან სწორ გადაწყვეტილებას.

DailyMail.co.uk
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: zatara
5 მარტი 2014 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
რუნი პერსის დუეტი არასდროს არ ყოფილა ისეთი როგორსაც ველოდი... იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ რაც წესით უნდა ყოფილიყო... საერტოდ არ ვარ კმაყოფილი... ჩიჩა რუნი უფრო უკეთ უგებდნენ ერთმანეთს... და საერთოდ მარტო ბერბას უფრო მეტი გოლი გაქონდა ვიდრე ამ ორს წელს derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№2
ავტორი: RojoDiablo
5 მარტი 2014 15:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოოო მართლაც მართლაც. ბევრია გასაშვები და მინდა რობინიც იყოს მათ რიგებში. რატომღაც მგონია, რომ ამ კაცს ტიტულები სჭირდება...გუნდი არ უყვარს. "მანჩესტერი" ვერ ეყვარებ მეთოფეს. აი მატა მოვიდა და უკვე რა აღტაცებით საუბრობს. ასეთები გვჭირდება გუნდში, ვინც გვაგრძნობინებს, რომ წითელთან ერთად ეშმაკის სისხლიც სულში აქვს. რამდენიმე მოიძებნება ასეთი, ვისაც გუნდი ფეხებზე ჰკიდია. ყველა გასაშვებია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Macklemore
5 მარტი 2014 15:23
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
პერსი ვერ ქაჩავს და მომენტებს მაზავს, ეგ პირველ რიგში თავისი ბრალია და საკუთარ თავში უნდა ეძიოს პრობლემა. სხვაზე ხელი შეწმენდა ადვილია და პერსიმაც ყველაზე ადვილი გზა მონახა თავის გასამართლებლად. ეგ არ მომეწონა!
0
№4
ავტორი: Best 7
5 მარტი 2014 15:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
van persi dzalian kargad grdznobs tavs da daanebet tavi nu usment am chorebs
0
№5
ავტორი: gilmour
5 მარტი 2014 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გაუშვით მიდი აბა თქვენ იცით, ბევრი გვყავს ვარსკვლავები და ეს რაღათ გვინდა! რუნის ჩავარდნა არ გინახავთ? მთელი წინა სეზონი ნახევარი გუნდი პერსი იყო, ახლა ჩაკვდა გუნდი და ყველა ფეხბურთელზე აისახა ეგ.
2 ცენტრალური მცველი გვყავს საყიდი, საყრდენი ნახევარმცველი, ფლანგის ნახევარმცველი და პერსის რო უშვებთ პლიუს ფორვარდიც, როგორ გგონიათ მართლა 7 კაცს ვიყიდით ზაფხულში? ცოტა რეალურად იმსჯელეთ რა.
0
№6
ავტორი: zatara
5 მარტი 2014 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
gilmour,

პერსის გაშვებით მგონია რომ შეტევა უფრო გაძლიერდება... რუნი წინ დადგება უკან მატა დაუდგება და ცენტრიდან კარგი შეტევებიც გაკეთდება... მაგრამ ალბათ შემდეგი სეზონი დარჩება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№7
ავტორი: gilmour
5 მარტი 2014 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
zatara,
მაგ პრინციპით რაღა მატა, პერსის დაუდგეს რუნი უკან, ან პირიქით. მატაზე ძლიერია ყველაფერში პერსი.
0
№8
ავტორი: zatara
5 მარტი 2014 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
gilmour,
რანაირად არის ძლიერი ვერ ვხვდები პასი აქვს უკეთესი კაცის მოტყუება მოედნის ხედვა სიზუსტე ტუ რაა... სისწრაფეზე და ბურთის დამუშავებაზე ლაპარაკი ზედმეტია...

ერთი კაი ვთქვათ დარტყმა და დარტყმის სიძლიერე...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№9
ავტორი: gilmour
5 მარტი 2014 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
zatara,
პასიც მაგარი აქვს, ტექნიკაც, მატაზე ნელი არაა ყოველშემთხვევაში, მოიდნეს ხედვაც მაგარი აქვს, და დარტყმა შეუდარებელი.
ნახე აბა ამის თამაშები მაშინ როცა შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა, სანამ ვენგერი ცენტრფორვარდად დააყენებდა რეებს აკეთებდა, ფლანგზეც კი ძალიან მაგრა თამაშობდა.
0
№10
ავტორი: zatara
5 მარტი 2014 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
gilmour,
წინა ცხოვრებაში ჯორჯ ბესტი ვიყავი იცი? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top