თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2014, 15:02
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1984,
კომენტარები: 15
დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
"იუნაიტედის" თავკაცმა სწორი გადაწყვეტილებები უდნა მიიღოს.
დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
ვან პერსის ხშირად მოუწია თამაშების გაცდენა და ფორმიდანაც ამოვარდა. ბოლო დროს მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, მისი თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ჰოლანდიელი "ოლდ ტრაფორდზე" ბედნიერად არ გრძნობს თავს.

ფორვარდის ყოფნა-არყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შაბათის მატჩში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. ჰოლანდიელი სანაკრებო ვარჯიშების დროს ცუდად გახდა.

დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
პერსი ფორმიდანაა ამოვარდნილი.


დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
უკმაყოფილო ვან პერსი საბერძნეთში.

დილემის წინაშე მდგომი მოიესი. დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
ვან პერსი წელს ძალიან აგრესიულია, ის მსაჯებთან ჩხუბსაც არ ერიდება.


მოიესმა მტკიცედ დაიცვა 30 წლის ფორვარდი და უარყო, რომ მათ შორის გაუგებრობაა. თუმცა პრესა არ ჩერდება და ამტკიცებს, რომ დევიდი ჰოლანდიელით უკმაყოფილოა და არ იცის უნდა ენდოს თუ არა გასული სეზონის ბომბარდირს.

ვან პერსის არცთუ ისე ცოტა გოლი აქვს გატანილი, თუმცა მისი და რუნის დუეტის ხარისხმა ქვევით დაიწია. "ოლიმპიაკოსთან" მატჩში, ისინი იშვიათად აძლევდნენ ერთმანეთს პასებს. მოიესს არ აწუხებს პერსის ბოლო კომენტარი გუნდის ფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ რაც დევიდს დიდ საფიქრალში აგდებს, ეს პერსის ფორმა და მისი კომუნიკაციაა ფეხბურთელებთან მინდორზე.

ხელმძღვანელობას აინტერესებს რაშია საქმე, რატომ ამოვარდა რობინი ფორმიდან და ყველა ელოდება მის თითოეულ თამაშს, რათა ნახონ მოახერხებს, თუ არა პერსი გაუმჯობესებას სეზონის ბოლომდე. ამასთანავე "იუნაიტედის" თავკაცებმა განაცხადეს, რომ ჰოლანდიელი არ გაიყიდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას წასვლა მოუნდება.

დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
ჰოლანდიელი ვალდებულია ფორმაში ჩადგეს და გუნდი კრიზისიდან ამოიყვანოს.


დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
რუნი-პერსის დუეტი ბოლო დროს არ არის ისეთი ძლიერი როგორიც იყო.


მოიესზეა დამოკიდებულია ვან პერსი შევა თუ არა იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებიც გუნდის აშენებას შეძლებენ. სამწუხაროდ, რობინი მოიესის ერთადერთი საფიქრალი არ არის. დევიდი "ევერტონიდან" გადმოსვლამდე ფიქრობდა, რომ "იუნაიტედს" ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ როგორც კი კლუბი ჩაიბარა იმედები გაუცრუვდა.

დილემის წინაშე მდგომი მოიესი.
ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ რიო "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.


ამასობაში კი, წითელი ეშმაკი, რომელიც ერთ დროს ყველაზე ძვირადღირებული მცველი იყო, დიდი ალბათობით ახალ კონტრაქტს ვერ მიიღებს და ინგლისელს კლუბის დატოვება მოუწევს. მას კი შემცვლელი სჭირდება.

ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდში დიდი კრიზისია, გულშემატკივარს კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ დაელოდოს დილემის წინაშე მდგარი მოიესისგან სწორ გადაწყვეტილებას.

DailyMail.co.uk
სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
5 მარტი 2014 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
zatara,
შენ მგონი ამ სეზონში დაიწყე ფეხბურთის ყურება:)) არადა მანამდეც ხდებოდა საინტერესო რაღაცეები:)
0
№12
ავტორი: CITYHUNTER
5 მარტი 2014 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
vanperi runis dueti ase ise eseti iqneba iseti iqneba araperic ar iyo... chcha runis dueti iyo gepicebi arnaxuli msiamovnebda magati ertad tmashi da exla ki ra xdeba chica skams xexavs mdzori persi ki dadzundzulebs moedanze roca chica mcvelebs mosvenebas ar adzlevs pu amati eseti usamartloba romaa imitom etyvnis kargis traki manchesters
0
№13
ავტორი: zatara
5 მარტი 2014 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
gilmour,
98 წლიდან ვარ მანჩესტერის ფანი და ამ პერიოდშე ყველანაირ მანჩესტერს შევესწარი და ყველა ფეხბურთელი ვნახე... კიი გეთანხმები რომ ვან პერსი კარგი სთრაიქერია... მაგრამ სხვა დამიჯერე არაფერი შეუძლია... მაგ პოზიციაზე რუნი უფრე პროდუქტიული იქნება ვიდრე პერსი არის... იყო დრო როცა რუნი მანდ თამაშობდა და იცი კიდევაც როგორი იყო...

პროსტა აი თუ გინდა ყველაფერში დაგეთანხმები მაგრამ ვან პერსის და მატას სისწრაფე არ შეადარო ერთმანეთს მართლა გულით გთხოვ... იმენა ჩვარია პერსი მაგასთან...

თან რატომღაც მგონია რომ თუ პერსი წავა ჩიჩას და დენის უფრო მეტი შანსი მიეცემა და შეიძლება აღმოჩნდეს რომ ბევრად უკეთესები გვყოლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№14
ავტორი: gilmour
5 მარტი 2014 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
zatara,
მატა ნაღდად არაა სწრაფი ფეხბურთელი, მე მაგაში ვერ დაგეთანხმები.
უბრალოდ 2–3 ვარსკვლავი გვყავს გუნდში ძლივს და ისე დადგა პერსის წასვლის საკითხი რო გეგონება განებივრებულები ვართ მაღალი დონის ფეხბურთელებით. პერსის წასვლაში კარგ მე ვერაფერს ვხედავ, მახსოვს შარშანდელი პერსი და იმიტომ. თუ წავა შემცვლელი უნდა მოვიდეს.
0
№15
ავტორი: red devil
5 მარტი 2014 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Jobia wavides persi da chichas mieces shansi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top