თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2014, 20:46
ავტორი: love united,
ნანახია: 3339,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს
მანჩესტერელები 200 მილიონ ევროს ახალი რონალდოს, კარვალიოსა და კროოსის ტრანსფერებში დახარჯავენ?
მანჩესტერ "იუნაიტედმა" ახალი კრიშტიანო რონალდო აღმოაჩინა- ლისაბონის "სპორტინგის" 19 წლის ფეხბურთელი კარლოს მანე. ის იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, ვის ყიდვასაც მოიესი ეცდება ტრანსფერებისთვის განკუთვნილი 200 მილიონი ევროთი. მანე, რომელსაც შეუძლია ცენტრში თამაში, ისევე როგორც ფლანგებზე, პორტუგალიის ჩემპიონატის ყველაზე ნიჭიერ შემტევად ითვლება, მას შემდეგ რაც აქ კრიშტიანო რონალდო თამაშობდა, რომელმაც "იუნაიტედს" 2003 წელს, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა. "სპორტინგი" მანეში 20 მილიონ ევროს ითხოვს. დაახლოებით იგივე თანხის გადახდა მოუწევს მანჩესტერს უილიამ კარვალიოს სანაცვლოდ, რომელიც მოიესის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს

"ახალი რონალდო"- 19 წლის მანე მანჩესტერელთა რადარზე გამოჩნდა


"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს

კიდევ ერთი სამიზნე- უილიამ კარვალიო


როგორც უკვე ცნობილია, გლეიზერებმა 200 მილიონი ევრო გამოყვეს ტრანსფერებისათვის. ეს საკმარისია ძლიერი შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, შესაძლო ტრანსფერებისა და გაცვლების მიხედვით, "იუნაიტედის" ბიუჯეტი ალბათ 300 მილიონი ევროთი გაიზრდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მანჩესტერელები შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ, ეს იმოქმედებს კლუბის ბიუჯეტზე. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ეცდება ტონი კროოსის ყიდვას.



"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს

მოიესის განკარგულებაში 200 მილიონი ევროა


"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს

მოიესი ნახევარდაცვის გაძლიერებას კროოსის ტრანსფერით ეცდება


კროოსის ხელფასი "იუნაიტედში" დაახლოებით 250,000 ევრო იქნება კვირაში, რაც მის ამჟამინდელ გასამრჯელოს ბევრად აღემატება. "ბაიერნი", ყველაზე კარგ ვარიანტში,მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს , რადგან კროოსს სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება.

წყარო:dailymail
ტრანსფერები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
2 მარტი 2014 20:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იუნაიტედის იმედგაცრუებული ფანების ხათრით მაინც გააკეთე ეს ტრანსფერები მოიეს რა !!
0
№2
ავტორი: Esi
2 მარტი 2014 21:16
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აუ რა მანე მოიცაა რააა...როისი იყიდე და იანუზაი გვყავს ეგეთი ახალგაზრდა უკვე...კროოსი იყიდე და გეყოფა...ხო კიდევ 3 მცველი გინდა 2 ცენტრალი ერთიც მარცხენა...ფაბიო რო არ გაგეშვა მარტო 2 მცველის ყიდვა დაგჭირდებოდა
0
№3
ავტორი: Lev
2 მარტი 2014 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
აქ ისევ იანგის თამაშზე მიდის ლაპარაკი? და იანუზაის უშვებს უკვე გუნდიდან თუ რა ხდება? ამისგან არაფერი გამიკვირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: Manchester_M
2 მარტი 2014 21:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ახალი კრისტიანო არა კვახი ვინმე ნორმლაური 3 მცველი იყიდოს ურჩევნია
0
№5
ავტორი: red devil
2 მარტი 2014 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Es magari ician axali kristiano ,:D
0
№6
ავტორი: რედი
2 მარტი 2014 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ახალი მესი, ახალი კრისტიანო, ინიესტა და ეგეთი ახალი ნაგვებით გატენილია მსოფლიო ფეხბურთი:@:@:@ ვინმე წესიერი და სტაბილური მოთამაშე
0
№7
ავტორი: Malboro463
2 მარტი 2014 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ობერტანიც ახალი რონალდო იყო ქლევერლი კიდე სკოულზი მარა ....
0
№8
ავტორი: Shako Jones
2 მარტი 2014 22:52
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
moundat bichebs biujetis shevseba :))) 20 milioni. hah))))
momindomes axali cristiano ;ddd
0
№9
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2014 23:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სპორტინგი ისეთი საბადოა ნიჭიერი ფეხბურთელების არ გამიკვირდება რომ ამ ბიჭში მართლა დიდი ნიჭი ნახონ, მაგრამ რომც იყოს ასეთი ნიჭიერი და ახალი რონალდუ, ეს მაინც მომავლის პერსპექტივად განიხილება, ჩვენ კი შედეგი მომავალ წელსვე გვინდა. თუ ამის პარალელურად იყიდიან კარგ ფეხბურთელებს, მაშინ ალბათ ღირს ამის გადმოყვანაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Beckham 7
2 მარტი 2014 23:56
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ახალი კრიშტიანო კლუბში გვყავდა, რომელიც არ დავაფასეთ და კარდიფში გავუშვით არენდით ;) სჯობს ზაჰას მივხედოთ, რომელშიც ძალიან დიდი პოტენციალია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top