თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2014, 20:46
ავტორი: love united,
ნანახია: 3544,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს
მანჩესტერელები 200 მილიონ ევროს ახალი რონალდოს, კარვალიოსა და კროოსის ტრანსფერებში დახარჯავენ?
მანჩესტერ "იუნაიტედმა" ახალი კრიშტიანო რონალდო აღმოაჩინა- ლისაბონის "სპორტინგის" 19 წლის ფეხბურთელი კარლოს მანე. ის იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, ვის ყიდვასაც მოიესი ეცდება ტრანსფერებისთვის განკუთვნილი 200 მილიონი ევროთი. მანე, რომელსაც შეუძლია ცენტრში თამაში, ისევე როგორც ფლანგებზე, პორტუგალიის ჩემპიონატის ყველაზე ნიჭიერ შემტევად ითვლება, მას შემდეგ რაც აქ კრიშტიანო რონალდო თამაშობდა, რომელმაც "იუნაიტედს" 2003 წელს, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა. "სპორტინგი" მანეში 20 მილიონ ევროს ითხოვს. დაახლოებით იგივე თანხის გადახდა მოუწევს მანჩესტერს უილიამ კარვალიოს სანაცვლოდ, რომელიც მოიესის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს

"ახალი რონალდო"- 19 წლის მანე მანჩესტერელთა რადარზე გამოჩნდა


"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს

კიდევ ერთი სამიზნე- უილიამ კარვალიო


როგორც უკვე ცნობილია, გლეიზერებმა 200 მილიონი ევრო გამოყვეს ტრანსფერებისათვის. ეს საკმარისია ძლიერი შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, შესაძლო ტრანსფერებისა და გაცვლების მიხედვით, "იუნაიტედის" ბიუჯეტი ალბათ 300 მილიონი ევროთი გაიზრდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მანჩესტერელები შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ, ეს იმოქმედებს კლუბის ბიუჯეტზე. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ეცდება ტონი კროოსის ყიდვას.



"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს

მოიესის განკარგულებაში 200 მილიონი ევროა


"იუნაიტედი" "ახალ რონალდოს" შეიძენს

მოიესი ნახევარდაცვის გაძლიერებას კროოსის ტრანსფერით ეცდება


კროოსის ხელფასი "იუნაიტედში" დაახლოებით 250,000 ევრო იქნება კვირაში, რაც მის ამჟამინდელ გასამრჯელოს ბევრად აღემატება. "ბაიერნი", ყველაზე კარგ ვარიანტში,მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს , რადგან კროოსს სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება.

წყარო:dailymail
ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
3 მარტი 2014 01:31
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კროოსი და როისი დაიდოს და მე ვითამაშებ დაცვაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: Macklemore
3 მარტი 2014 04:18
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Kroosi gvinda pirvel rigshi, paxodu 2centraluri mcveli, orive flangis mcvelebic da erti 6-7 kaci unda gavushvat gundidan!!
0
№13
ავტორი: VaRdo
3 მარტი 2014 05:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მევიცი ამ ზაფხულს გამაჭაღარავებენ ესენი კიდე.

მევიცი ამ ზაფხულს გამაჭაღარავებენ ესენი კიდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: ლადო
3 მარტი 2014 09:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რონალდო კი არა ის, როისი იყიდონ კროოსი და დაცვას მიხედონ ეგ ჯობია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top