დევიდ მოიესს სურს, რომ შტურმი აიღოს და ბერძნული გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხოს. შოტლანდიელს ძალიან საინტერესო ტაქტიკები აქვს ამ მატჩისთვის.
დევიდის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტართან" და "რეალ სოსიედადთან" მატჩებში მინიმალური ამბიცია გამოამჟღავნეს. "ლევერკუზენის ბაიერთან" მატჩი კი "იუნაიტედისთვის" ანომალიად ითვლება ამ სეზონში.
ფლეი–ოფის გასვლითი მატჩები სრულიად განსხვავდება ჯგუფური ეტაპის მატჩებისგან. ძალიან საინტერესოა, თუ როგორი თაქტიკით იმოქმედებს დევიდ მოიესი, ჩადგება თუ არა კლუბი დაცვაში, თ პირველივე წუთებიდან შეტევაში წავლენ? იმის გათვალისწინებით, რომ "ოლიმპიაკოსმა" პირველი შეხვედრა 2–0 მოიგო, "იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა შეუტიოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ სტუმრად გატანილი გოლი ძვირად ფასობს, ასე რომ დევიდ მოიესმა ისიც უნდა შეძლოს, რომ კლუბმა გოლი არ გაუშვას. აქედან გამომდინარე, "იუნაიტედი" სტადიონზე დაბალანსებული უნდა იყოს, კარგად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც.
მანჩესტერ იუნაიტედის დაცვითი სქემა
თუ დევიდ მოიესი გადაწყვეტს დაცვითი სქემის არჩევას, ეს ძალიან დაემგვანება ქვემოთ მოცემულ სურათს.
ამ მატჩში რობინ ვან პერსი "მარტოხელა თავდამსხმელის" როლს თამაშობდა, დენი ველბეკი კი მის უკან თამაშობდა და ხშირად გადადიოდა მარცხენა ფლანგზე, ხოლო ვალენსია თავის ჩვეულ, მარჯვენა ფლანგზე დადგა. მაიკლ კერიკი ფელაინიზე უკან დადგა და სურათშიც არ ჩანს.
ეს ყველაზე ძალიან ჰგავს ამ ტაქტიკას – 4–5–1, მინდვრის ცენტრში თამაშობდნენ კერიკი, ფელაინი და ქლევერლი. არ არის გამორიცხული ისიც, რომ დევიდ მოიესმა "ოლიმპიაკოსთან" მატჩში 4–4–1–1 ტაქტიკას მიმართოს, იანგი და ვალენსია ფლანგებზე, ხოლო რუნი ვან პერსის უკან.
თუ შოტლანდიელი ამ ტაქტიკით იმოქმედებს, სწორედ ამ სურათს დაემგვანება:
ამ მატჩში რუნი ევრას აზღვევდა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ახლა ამის გაკეთება სავარაუდოდ ეშლი იანგს მოუწევს, ხოლო რუნი ცენტრისკენ გადაიწევს, იმ ადგილას სადაც "არსენალთან" მატა თამაშობდა.
თუ ფელაინი დადგება ცენტრში მას მოუწევს კერიკთან ერთად თამაში. "კრისტალ პალასთან" მატჩში ამ დუეტმა კარგი მატჩი ჩაატარა.
კონტრშეტევა ფლანგებიდან
"იუნაიტედი" ხშირად იყენებს ფლანგებს შეტევებისთვის. ფლანგებიდან შეტევებში გართობას შეიძლება კონტრ-შეტევა მოჰყვეს, რაც შეიძლება კლუბს ძვირად დაუჯდეს.
ერნან პერესი "ოლიმპიაკოსის" საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, ის ძალიან სწრაფია ამიტომ "იუანიტედის" ვინგერებს მოუწევთ დაცვიდან თამაში იმისთვის, რომ მათ კართან ამ ფეხბურთელმა ნაკლები ხიფათი შექმნას.
კონტრ-შეტევა ცენტრიდან - განსაკუთრებით მატჩის დასასრულს
ამ სურათზე კარგად ჩანს მატა, რომელიც მზადაა ვან პერსი ერთი-ერთზე გაიყვანოს, ხოლო რუნი ორ მცველს ართობს.
რა თქმა უნდა, მატა "ოლიმპიაკოსთან" თამაშს ვერ შეძლებს, ასე რომ დიდი ალბათობით ამ ადგილს ან იანგი ამ კიდევ იანუზაი დაიკავებენ. "იუნაიტედის" თავდამსხმელებს შეუძლიათ ძალიან რთული სიტუაციებიდან დარტყმა. ამ მატჩში მატამ ვან პერსის გადააწოდა ბურთი, ხოლო ჰოლანდიელმა ძალიან მახვილი კუთხიდან შეძლო დარტყმა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი დიდ იმედს იტოვებს, რომ დევიდ მოიესი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაფერის ტაქტიკას გამოიყენებს.
წყარო:
http://redevils.ru