თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2014, 15:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3042,
კომენტარები: 25
ვინ თუ არა ის?
საყურადღებო სტატია რუსულ პორტალზე.
ვინ თუ არა ის?
"სტოკ სიტი" 2-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"; "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-2 "ფულემი"; "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "ნიუკასლი"; "მანჩესეტერ იუნაიტედი" 1-2 "ვესტ ბრომვიჩი"; "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "ევერტონი"

ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი სამარცხვინო შედეგები გულშემატკივრების ნდობას დევიდ მოიესის მიმართ ძირს უთხრის. სულ უფრო და უფრო ვრცელდება ხმები შოტლანდიელის შესაძლო გაშვება/წასვლაზე. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ დევიდმა დიდი ნდობა მიიღო ხელმძღვანელობის მხრიდან. სულ მცირე ორი წლით მაინც. ამ ორიდან ერთი წელიწადი კი უკვე ჩააგდო. არავინ კამათობს იმაზე, რომ დევიდს უჭირს, ნებისმიერს გაუჭირდებოდა ფერგის შემდეგ, ის ხომ მრავალი წლის მანძილზე არამხოლოდ გუნდს, არამედ კლუბის სტრუქტურასაც აყალიბებდა. ის ყველაფერი იყო კლუბში, მწვრთნელი, მამა, ბაბუა, ის ყველა იყო კლუბში, მოთამაშე, გულშემატკივარი, მფლობელი...ყველასთვის. მის შემდეგ კი მოვიდა მოიესი.

მაგრამ სერ ალექსი კლუბიდან არსად წასულა! განა ვინმეს შეუძლია ისე ჩაუნერგოს მოტივაცია ფეხბურთელებს როგორც მას?! არ შეიძლება დიდებულ მწვრთნელს ჰკითხონ რჩევა? სწორედაც რომ დარწმუნებული ვარ მოიესმა ჰკითხა, მაგრამ თამაშში ეს არ ეტყობა. ტყუილად არ ვამახვილებ ყურადღებას მოტივაციაზე, რადგანაც მიმაჩნია, რომ კლუბს სწორედ ეს არ ჰყოფნის. ბოლოს და ბოლოს ყველა ფეხბურთელი ხომ არ დაკარგავდა გამაჯვებულის სულს, ჩვენი კლუბის სულს, ხომ არ იზარმაცებდა და ძალებს დაზოგავდა არა?! რაღა ვთქვათ დევიდზე და მის დამხმარეებზე? ნუთუ პერსპექტუიული სპეციალისტებიდან აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ბიჭებად იქცნენ, რომლებმაც არაფერი იციან/არ შეუძლიათ. დამეთანხმებით, რომ საეჭვოა.

ამ არასრული საფეხბურთო წლის განმავლობაში ბევრჯერ ამოტივტივებულა თავში აზრი: "მოიესი ცდილობს, მოიესს ყოჩაღ, მოიესი - კარგი კაცია!". 100% ვეთანხმები ყველა სიტყვას, მაგრამ სწორედ ამ "კარგმა კაცმა" არ უნდა გაწვრთნას "მანჩესტერ იუნაიტედი". ასეთ კლუბს სჭირდება მწვრთნელი, რომელსაც გადაულახავი ავტორიტეტი ექნება, მოტივატორი იქნება პირველ რიგში. მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს საკუთარ ძალებში დაარწმუნებს, რომელიც მაღალი კლასის მოთამაშეებს მსაჯის უკანასკნელ სასტვენამდე არ მისცემს უფლებას დანებდნენ. მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერებს მხარს დაუჭერს და კლუბის ტრადიციებს გაჰყვება. მას შემდეგ რაც გარი ნევილის ბიოგრაფია წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ სერ ალექსანდრ ჩეპმენ ფერგიუსონი თითქმის არასდროს ატარებდა ვარჯიშებს პირადად, მას ამისთვის დამხმარეები ჰყავდა. ფელანი, მალესტინი, კეირუში - სამივე მათგანი სავარჯიშო პროცესს ხელმძღვანელობდა ტაქტიკით და ა.შ. ბოსი კი ყოველთვის "პულს სინჯავდა". გარი წერს: "როცა მოედანზე ხარ, მუდმივად გრძნობ მის გამოხედვას. თუ რაიმე არასწორი მოქმედება ჩაიდინე, ან არასაკმარისად კარგად იმოქმედე, შენ ფიქრობ: "ღმერთო ჩემო, ის ხომ შესვენებაზე შემხვდება და ამის გამო მისაყვედურებს." ამიტომ ყოველთვის ცდილობ გამოასწორო, უფრო ეფექტურად ითამაშო, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს წახვალ სახლში ოჯახთან ერთად და ტკბილად დაიძინებ თუ მსოფლიოს უკანასკნელი მძღნერი იქნები." ნათელია, რომ დევიდს ასეთი ხასიათი ძალიან აკლია. ამიტომაც ვერ უმკლავდება ამ გუნდს.

მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ვინ თუ არა მოიესი? ახლა რომც გავაგდოთ მოიესი - ვის შეუძლია მთელი ეს პრობლემა მოაგვაროს? სუპერ-პეპს? მეგა-კლოპს? მემკვიდრე-მოურინიოს? ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ თითოეული ამ მწვრნელთაგანი არაჩვეულებრივად უმკლავდება თავის ვალდებულებას. მაგრამ ვინ აქაჩავს "იუნაიტედს"? ვერც ერთი, რადგან არც ერთის მათგანში არ ჩქეფს "ეშმაკური სული" და ვერც ერთი მათგანი ვერ აივსება ამ სულით. პეპი კარგად შეეწყო "ბარსელონას", რადგანაც ეს მისი მშობლიური კლუბია. კლოპი-თავიდან ფეხებამდე გერმანელია: დაიბადა გერმანიაში, თამაშობდა გერმანიაში, წვრთნიდა მხოლოდ გერმანიაში. იპლ - ამ ორისათვის განსაკუთრებული შემთხვევაა. მოურინიო - კარგია, წარმატებულია, ქარიზმატულია, უნიკალურია, შეუძლია შედეგი აქ და ახლავე გამოიღოს. მაგრამ ეს - "მანჩესტერ იუნაიტედის" პოლიტიკა არაა.

"იუნაიტედს" სჭირდება მწვრთნელი, რომელიც სავარჯიშო პროცესს დიდი ხნის განმავლობაში იცნობს. ვინც ამაღლდა და დაეცა "ფერგის ოქროს ხანაში", ვინც ლეგენდარული შოტლანდიელის უახლესი ისტორიის ყველა ნაბიჯი განვლო. კანდიდატები კი რამდენიმეა:

1)მაიკ ფელანი - ადამიანი, რომელმაც ფერგიუსონის ხელში ჯოჯოხეთის 9 კარიბჭე განვლო. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ახალგაზრდა გუნდის ყოფილი მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელის ყოფილი დამხმარე. ადამიანი, რომელმაც მთელი შიდა სამაზარეულო იცის. მომკალით და არ მესმის, რატომ მაინცდამაინც მოიესი ჩაგვიდგა სათავეში და არა ის.

2) ოლე გუნარ სოლსკიაერი - გეთანხმებით, მცირედი გამოცდილება აქვს, მაღალ დონეზე არ უმუშავია, მხოლოდ მშობლიური "მიოლდე" ჰყავს გაწვრთნილი, ბლა ბლა ბლა. ვისაც დაავიწყდა ვეტყვი, რომ სოლსკიაერი ასევე ჩვენს რეზერვებს წვრთნიდა საიდანაც ბევრი ნიჭიერი წამოვიდა. ვინ იცის როგორ წარმოაჩენდა თავს ნორვეგიელი იმ კლუბში, რომელმაც მას ყველაფერი მისცა.

3) რაიან გიგსი/პოლ სკოულსი - ჰო-ჰო, ყველაზე უფრო სასურველი ალბათ. უელსელ ჯადოქარს და წითურ პრინცს საკმარისი ავტორიტეტი და გამოცდილება აქვთ. სკოულსი ახალგაზრდა გუნდს წვრთნის ნიკი ბატთან ერთად. გიგსი...უბრალოდ გიგსია და მორჩა. თუმცა მისი შეხედულებაც საკმარისი იქნება, იმისთვის რომ იბრძოლოს, იმისთვის რაც ასე ახლოსაა გულთან.

მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია, რომ რომელიმე ამათგანი კლუბს მინიმუმ ერთ წელზე ადრე ვერ ჩაიბარებს. მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ მოიესს ჯერ კიდევ აქვს დრო. დრო, რათა სკაუთარი გუნდი ააწყოს. რათა პირველ რიგში გამარჯვებულის მენტალიტეტი დაიბრუნოს, რაც ფეხბურთელებს შორის ავტორიტეტს და ნდობას ჩაუსახავს. ოღონდ, სად იყო მწვრთნელის ხელი "ოლიმპიაკოსთან" მატჩში? სად იყო მატჩზე კონცენტრირება? თამაშის სურვილი? თამაშის, რომ არაფერი ვთქვათ გამარჯვებაზე. სად არის მწვრთნელის გონება? ჯერ-ჯერობით მოიესის სამუშაო მხოლოდ კითხვებს აჩენს. აქ საქმე სულაც არაა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრაში. სეზონი, უთასებო სეზონი - ამას ყველა ვაპატიებთ. საქმე პრესტიჟს ეხება. სასაცილოა, რომ "იუნაიტედს" დასცინის ყველა, ვისაც არ ეზარება და ისიც ვისაც ეზარება. მაგრამ მით უფრო ტკბილი იქნება ის პერიოდი, როცა ფეხზე დავდგებით. მინდა მჯეროდეს, რომ მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო წარმატებული იქნება ვიდრე წელს, მოიესთან ერთად თუ მის გარეშე, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

manutd.ru
სიახლეები, სტატიები
25 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2014 15:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან გთხოვთ რამე აზრი გამოთქვით ამ ყველაფერზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
28 თებერვალი 2014 15:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სწორედ ეგ აკლია მოიესს მისი რბილი მიდგომა ფეხბურთელებისადმი არ არის მოსაწონი სწორედ ეს არის ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი მწვრთვნელი არის იმისთვის ფეხბურთელის ფსიკიკაზე იმოქმედოს გარკვეული მიზანი დაუსსახოს და მაქსიმუმი დაადებიოს ფეხბურთელს თუ აუცილებელია უნდა დასაჯოს კიდეც და მწვრთვენი არ არის ვალდებული როცა ფეხბურთელები აგებენ ეს გამოვარდეს და გოლები შეყაროს და დაალაგოს თამაში დისიპლინა არ აქვს მოიესს და ეს რამდენად გამოსწორებადია მომავალი გვიჩვენებს.

კლოპმა როგორი გუნდი დააყენა ახალგაზრდა გამოუცდელი ბიჭებისგან ეს არის მწვრთვნელის ღირსება 0 იდან დაწყებულ საქმეს რომ გარკვეულ მიზნამდე და შედეგამდე მიიყვან და არა ის აწყობილ გუნდს რომ 0 ზე დაცემ .
0
№3
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2014 15:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
მოიესი ითხოვს მაცადეთ, მომიიყვანეტ მოთამაშეები და მეც ავაწყობო. მისთვისაც ნოლიდან იწყება ჩათვალე. ფერგი ამათ ათამაშებდა, მაგრამ მოიესი სურვილსაც კი ვერ უჩენს. ანუ ღირს რომ დრო მივცეთ და შანსიც არა? მეც ასე ვფიქრობ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Manchester_M
28 თებერვალი 2014 15:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
man7utd7,
მე ვერ ვუწოდებ მის მდგომარეობას 0 იდან დაწყებას :X ეგ ისეთი სპეციალისტების დონეს მიეკუთვნება იგროკები და სუპერ ვარსკვლავები რომ სჭირდებათ და ღირს კი ამდენი ფულის ჩაყრა ამისთვის და რა გარანტია იმის რომ დაიდება შედეგი ის რასაც მოველით ამიტომ ჯობია რომ მოიყვანონ ისეთი სპეციალისტი შედეგს რომ დადებს მაგდენი ფულის გარეშე და 11 ვარსკვლავის გარეშე.
0
№5
ავტორი: gilmour
28 თებერვალი 2014 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ძალიან მაგარი სტატიაა გაიხარე man7utd7
თითქმის ყველაფერში ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს, მანჩესტერს ისეთი მწვრთნელი უნდა ყავდეს ვისაც სერ ალექსის ეპოქა პირადად აქვს გამოვლილი, არანაირი ავტორიტეტი არ აქვს მოიესს როგორც გამოჩნდა, როცა ფერგიუსონმა წასვლის შესახებ განაცხადა ვნატრობდი, რომ სოლსკიაერს ჩაებარებინა გუნდი, მერე რა რომ გამოუცდელია, სამაგიეროდ გუნდის სული და გულია, მაგაზე მეტი მოტივატორი რაღა გინდა, იუნაიტედს უნდა ყავდეს ისეთი მწვრთნელი ვინც უკვე დიდი ხანია უყვარს იუნაიტედის გულშემატკივრებს და ფეხბურთელებისთვის მისაბაძი იყო მათი კარიერა. რა ჯობია სათადარიგო სკამთან ფეხზე დამდგარი სქოულზის, გიგზის ან სოლსკიაერის ნახვას, რომლის მართლა ერთი შეხედვაც კი ფეხბურთელებზე საოცრად იმოქმედებდა.
0
№6
ავტორი: red devil
28 თებერვალი 2014 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Chemi azrit dro chirdeba am kacs rata avtoriteti gaimyaros gundshi da motivacia mices gunds
0
№7
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2014 15:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
gilmour,
გაიხარე ბრატ. საინტერესო მოსაზრება ყოველთვის ღირს დასაწერად

Manchester_M,
არა არა, რა თქმა არ ვუწოდებთ და არც არის ნოლიდან დაწყებული. ეს მოიესს ჰგონია თქო ასე. არ გამიკვირდება რომ პროფესიონალზმზე ალაპრაკდეს და დაიწყოს წუწუნი ფეხბურთელები თავს არ დებენო. ჰოოო რუნი ცდილობს, მაგრამ აბა პერსის დააკვიდით, აშკარად ეზარება კაცს მოძრაობა. თამაშობს მხოლოდ იმიტომ, რომშემადგენლობაში დგას. მომავალ წელს წმენდა იქნება საჭირო და აუცილებელიც კი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: M.U.12
28 თებერვალი 2014 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ი: Middlesbro

ra magari ragaca giyenia videod :D:D: magra vicine
0
№9
ავტორი: lefty
28 თებერვალი 2014 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
არ შეუძლია მანჩესტერში მუშაობა ამ კაცს,რაც დრო გავა უარესები მოხდება
0
№10
ავტორი: chudikone
28 თებერვალი 2014 16:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან მაგარი სტატიაა, ყოჩაღ! მოიესის მოღვაწეობას უკომენტაროდ დავტოვებ და შესაძლო კანდიდატებზე გავამახვილებ ყურადღებას. ფელანი და მალესტინი მართლაც რო საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. მალესტინმა 3 თამაშში ნახეთ თუ რა შეძლო. ვერ მოვუგეთ და ლივერპულს კინაღამ დედა უტირა. ფელანიც კარგი ვარიანტი იქნებოდა, გუნდის შიდა სამზარეულო მანაც კარგად იცის და გამოცდილებაც აქვს. ოლეს რაც შეეხება, მისი იუნატედის მწვრთვნელობა ჩემი ოცნებაა 8 მაისიდან მოყოლებული (8 მაისს გავიგეთ რო ფერგი მიდიოდა), მაგრამ ჯერ ამხელა გუნდის ჩაბარება ცოტა სარისკოა. ეხლა კარდიფს წვრთვნის, მაგრამ სამწუხაროდ კარგ შედეგებს ვერ აჩვენებს. იმედია რამდენიმე წელში სწორედ მას დავინახავთ იუნაიტედის სათადარიგო სკამს რო ამშვენებს. ოლე ყველაზე ჭკვიანური არჩევანი იქნებოდა 3-4 წელში! ახლა კი მოიესის გაშვება და დროებით მალესტინის დანიშვნაც არ იქნებოდა ლოგიკას მოკლებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top