საყურადღებო სტატია რუსულ პორტალზე.
"სტოკ სიტი" 2-1
"მანჩესტერ იუნაიტედი";
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-2 "ფულემი";
"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "ნიუკასლი";
"მანჩესეტერ იუნაიტედი" 1-2 "ვესტ ბრომვიჩი";
"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "ევერტონი"
ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი სამარცხვინო შედეგები გულშემატკივრების ნდობას დევიდ მოიესის მიმართ ძირს უთხრის. სულ უფრო და უფრო ვრცელდება ხმები შოტლანდიელის შესაძლო გაშვება/წასვლაზე. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ დევიდმა დიდი ნდობა მიიღო ხელმძღვანელობის მხრიდან. სულ მცირე ორი წლით მაინც. ამ ორიდან ერთი წელიწადი კი უკვე ჩააგდო. არავინ კამათობს იმაზე, რომ დევიდს უჭირს, ნებისმიერს გაუჭირდებოდა ფერგის შემდეგ, ის ხომ მრავალი წლის მანძილზე არამხოლოდ გუნდს, არამედ კლუბის სტრუქტურასაც აყალიბებდა. ის ყველაფერი იყო კლუბში, მწვრთნელი, მამა, ბაბუა, ის ყველა იყო კლუბში, მოთამაშე, გულშემატკივარი, მფლობელი...ყველასთვის. მის შემდეგ კი მოვიდა მოიესი.
მაგრამ სერ ალექსი კლუბიდან არსად წასულა! განა ვინმეს შეუძლია ისე ჩაუნერგოს მოტივაცია ფეხბურთელებს როგორც მას?! არ შეიძლება დიდებულ მწვრთნელს ჰკითხონ რჩევა? სწორედაც რომ დარწმუნებული ვარ მოიესმა ჰკითხა, მაგრამ თამაშში ეს არ ეტყობა. ტყუილად არ ვამახვილებ ყურადღებას მოტივაციაზე, რადგანაც მიმაჩნია, რომ კლუბს სწორედ ეს არ ჰყოფნის. ბოლოს და ბოლოს ყველა ფეხბურთელი ხომ არ დაკარგავდა გამაჯვებულის სულს, ჩვენი კლუბის სულს, ხომ არ იზარმაცებდა და ძალებს დაზოგავდა არა?! რაღა ვთქვათ დევიდზე და მის დამხმარეებზე? ნუთუ პერსპექტუიული სპეციალისტებიდან აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ბიჭებად იქცნენ, რომლებმაც არაფერი იციან/არ შეუძლიათ. დამეთანხმებით, რომ საეჭვოა.
ამ არასრული საფეხბურთო წლის განმავლობაში ბევრჯერ ამოტივტივებულა თავში აზრი: "მოიესი ცდილობს, მოიესს ყოჩაღ, მოიესი - კარგი კაცია!". 100% ვეთანხმები ყველა სიტყვას, მაგრამ სწორედ ამ "კარგმა კაცმა" არ უნდა გაწვრთნას "მანჩესტერ იუნაიტედი". ასეთ კლუბს სჭირდება მწვრთნელი, რომელსაც გადაულახავი ავტორიტეტი ექნება, მოტივატორი იქნება პირველ რიგში. მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს საკუთარ ძალებში დაარწმუნებს, რომელიც მაღალი კლასის მოთამაშეებს მსაჯის უკანასკნელ სასტვენამდე არ მისცემს უფლებას დანებდნენ. მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერებს მხარს დაუჭერს და კლუბის ტრადიციებს გაჰყვება. მას შემდეგ რაც გარი ნევილის ბიოგრაფია წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ სერ ალექსანდრ ჩეპმენ ფერგიუსონი თითქმის არასდროს ატარებდა ვარჯიშებს პირადად, მას ამისთვის დამხმარეები ჰყავდა. ფელანი, მალესტინი, კეირუში - სამივე მათგანი სავარჯიშო პროცესს ხელმძღვანელობდა ტაქტიკით და ა.შ. ბოსი კი ყოველთვის "პულს სინჯავდა". გარი წერს:
"როცა მოედანზე ხარ, მუდმივად გრძნობ მის გამოხედვას. თუ რაიმე არასწორი მოქმედება ჩაიდინე, ან არასაკმარისად კარგად იმოქმედე, შენ ფიქრობ: "ღმერთო ჩემო, ის ხომ შესვენებაზე შემხვდება და ამის გამო მისაყვედურებს." ამიტომ ყოველთვის ცდილობ გამოასწორო, უფრო ეფექტურად ითამაშო, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს წახვალ სახლში ოჯახთან ერთად და ტკბილად დაიძინებ თუ მსოფლიოს უკანასკნელი მძღნერი იქნები." ნათელია, რომ დევიდს ასეთი ხასიათი ძალიან აკლია. ამიტომაც ვერ უმკლავდება ამ გუნდს.
მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ვინ თუ არა მოიესი? ახლა რომც გავაგდოთ მოიესი - ვის შეუძლია მთელი ეს პრობლემა მოაგვაროს? სუპერ-პეპს? მეგა-კლოპს? მემკვიდრე-მოურინიოს? ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ თითოეული ამ მწვრნელთაგანი არაჩვეულებრივად უმკლავდება თავის ვალდებულებას. მაგრამ ვინ აქაჩავს "იუნაიტედს"? ვერც ერთი, რადგან არც ერთის მათგანში არ ჩქეფს "ეშმაკური სული" და ვერც ერთი მათგანი ვერ აივსება ამ სულით.
პეპი კარგად შეეწყო "ბარსელონას", რადგანაც ეს მისი მშობლიური კლუბია.
კლოპი-თავიდან ფეხებამდე გერმანელია: დაიბადა გერმანიაში, თამაშობდა გერმანიაში, წვრთნიდა მხოლოდ გერმანიაში. იპლ - ამ ორისათვის განსაკუთრებული შემთხვევაა.
მოურინიო - კარგია, წარმატებულია, ქარიზმატულია, უნიკალურია, შეუძლია შედეგი აქ და ახლავე გამოიღოს. მაგრამ ეს - "მანჩესტერ იუნაიტედის" პოლიტიკა არაა.
"იუნაიტედს" სჭირდება მწვრთნელი, რომელიც სავარჯიშო პროცესს დიდი ხნის განმავლობაში იცნობს. ვინც ამაღლდა და დაეცა "ფერგის ოქროს ხანაში", ვინც ლეგენდარული შოტლანდიელის უახლესი ისტორიის ყველა ნაბიჯი განვლო. კანდიდატები კი რამდენიმეა:
1)
მაიკ ფელანი - ადამიანი, რომელმაც ფერგიუსონის ხელში ჯოჯოხეთის 9 კარიბჭე განვლო. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ახალგაზრდა გუნდის ყოფილი მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელის ყოფილი დამხმარე. ადამიანი, რომელმაც მთელი შიდა სამაზარეულო იცის. მომკალით და არ მესმის, რატომ მაინცდამაინც მოიესი ჩაგვიდგა სათავეში და არა ის.
2)
ოლე გუნარ სოლსკიაერი - გეთანხმებით, მცირედი გამოცდილება აქვს, მაღალ დონეზე არ უმუშავია, მხოლოდ მშობლიური "მიოლდე" ჰყავს გაწვრთნილი, ბლა ბლა ბლა. ვისაც დაავიწყდა ვეტყვი, რომ სოლსკიაერი ასევე ჩვენს რეზერვებს წვრთნიდა საიდანაც ბევრი ნიჭიერი წამოვიდა. ვინ იცის როგორ წარმოაჩენდა თავს ნორვეგიელი იმ კლუბში, რომელმაც მას ყველაფერი მისცა.
3)
რაიან გიგსი/პოლ სკოულსი - ჰო-ჰო, ყველაზე უფრო სასურველი ალბათ. უელსელ ჯადოქარს და წითურ პრინცს საკმარისი ავტორიტეტი და გამოცდილება აქვთ. სკოულსი ახალგაზრდა გუნდს წვრთნის ნიკი ბატთან ერთად. გიგსი...უბრალოდ გიგსია და მორჩა. თუმცა მისი შეხედულებაც საკმარისი იქნება, იმისთვის რომ იბრძოლოს, იმისთვის რაც ასე ახლოსაა გულთან.
მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია, რომ რომელიმე ამათგანი კლუბს მინიმუმ ერთ წელზე ადრე ვერ ჩაიბარებს. მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ მოიესს ჯერ კიდევ აქვს დრო. დრო, რათა სკაუთარი გუნდი ააწყოს. რათა პირველ რიგში გამარჯვებულის მენტალიტეტი დაიბრუნოს, რაც ფეხბურთელებს შორის ავტორიტეტს და ნდობას ჩაუსახავს. ოღონდ, სად იყო მწვრთნელის ხელი "ოლიმპიაკოსთან" მატჩში? სად იყო მატჩზე კონცენტრირება? თამაშის სურვილი? თამაშის, რომ არაფერი ვთქვათ გამარჯვებაზე. სად არის მწვრთნელის გონება? ჯერ-ჯერობით მოიესის სამუშაო მხოლოდ კითხვებს აჩენს. აქ საქმე სულაც არაა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრაში. სეზონი, უთასებო სეზონი - ამას ყველა ვაპატიებთ. საქმე პრესტიჟს ეხება. სასაცილოა, რომ "იუნაიტედს" დასცინის ყველა, ვისაც არ ეზარება და ისიც ვისაც ეზარება. მაგრამ მით უფრო ტკბილი იქნება ის პერიოდი, როცა ფეხზე დავდგებით. მინდა მჯეროდეს, რომ მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო წარმატებული იქნება ვიდრე წელს, მოიესთან ერთად თუ მის გარეშე, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
manutd.ru