თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2014, 01:53
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2365,
კომენტარები: 14
მოიესის აღიარება
რატომ არ იყო ადნან იანუზაი "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ?!
მოიესის აღიარება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა, დევიდ მოიესმა დაიცვა საკუთარი გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ მისცა საშუალება ადნან იანუზაის თავი გამოეჩინა "ოლიმპიაკოსთან" მატჩში.

ახალგაზრდა ბელგიელი ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილია გუნდში და მასზე დიდ იმედებს ამყარებს პრესა თუ გულშემატკივარი. მიუხედავად ამისა იანუზაი განაცხადშიც არ ყოფილა ბერძნების წინააღმდეგ.

ამის მიზეზად, დევიდ მოიესი აცხადებს, რომ "ოლიმპიაკოსთან" დაპირისპირება კარგი შანსი იყო, იმისათვის რაღა შემადგენლობა შეესუსტებინა. "გასულ კვირას, მე გადავწყვიტე ქლევერლი მეთამაშებინა. ეს ის დრო იყო, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა დასაშვები. ასე რომ მე გადავწყვიტე რომ ადნანისთვის დასვენების საშუალება მიმეცა." აცხადებს მოიესი.

ქლევერლი ხშირად ხვდება კრიტიკის ქარ-ცეცხლში, თუმცა გასულმა მატჩმა დაგვანხა, რომ ეს კრიტიკა სულაც არ არის უსაფუძვლო. მან იგივე, სუსტი სანახაობა შესთავაზა მაყურებელს და შეცვლილი იქნა მესამოცე წუთზე.

კრიტიკა გუნდის მიმართაც იზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუნდის ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა მთლიანად გააკრიტიკა "იუნაიტედის" ფეხბურთელები და მათ ტალანტის არქონაში დასდო ბრალი. ამისდა მიუხედავად შოტლანიელ მწვრნელს კვლავ სწამს, რომ სიტუაცია გამოსწორებადია და მათ შესწევთ ძალა განმეორებით მატჩში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებონები.

"ეჭვგარეშეა, რომ "იუნაიტედში" ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ გასულმა მატჩმა ეს ნაკლებად გვიჩვენა. ვერც მე და ვერც ჩემმა გუნდმა ამის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. თუმცა ეს სწორედ ის იყო, რაც პირველ რიგში გვევალებოდა. ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ გამოვასწოროთ სიტუაცია და ამ ყველაფერს ჩვენ მომდევნო კვირების მანძილზე მოვახერხებთ." დაასრულა დევიდ მოიესმა.

წყარო
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
28 თებერვალი 2014 02:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დასვენებ ვინმე წედსიერი რომ გყავდე გუნდში მარა ასეთ დროს განაცხადის მიღმა რატო უდნა დატოვო ?
0
№2
ავტორი: VaRdo
28 თებერვალი 2014 04:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იმედია მეორედ აღარ დამანახებ მაგ 3 ჩობანიუსს სასტავში. კლევერლი, იანგი, სმოლინგი :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: ლადო
28 თებერვალი 2014 08:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აი ვერ ვხდები რაა როცა ბევრად ჯობია იანუზაი იანგს, რატომ უნდა დააყენოს ის ძირითადში და ეს არა...კიდე რაღაც უცნაურობა შევნიშნე მოიესს ერთ თამაშში ხო დააყენებს სასტავს, შანსი არ არის მეორე თამაშშიც იგივე დააყენოს
0
№4
ავტორი: davita
28 თებერვალი 2014 08:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
აუ არ მოიგებ ოლდ ტრაფორდზე და შენი ფეხით გააჯვავ !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2014 08:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დავასვენეო კაცო. ქლევერლი გამოიყვანა ათამაშა და გუნდს ჩაასვრევინა. მერე გამოდის და ამბობს იმატ დაისვენესო. რა ჩემი ფეხებისთვის ინახავ ერთი მითხარი. ამაზე მნიშვნელოვანი მატჩი გეგულებოდა სადმე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
28 თებერვალი 2014 09:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რადროს დასვენება იყო, რომელი ერთი შეცდომა უნდა ჩამოვუთვალო ამას

კაროჩე რა
0
№7
ავტორი: Lev
28 თებერვალი 2014 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ სპეციალურად ათამაშებს ესეთ ფეხბურთელებს რომ მერე როცა გაუშვებს საფუძველი ჰქონდეს ბევრი შანსი მივეცი და ვერ გამოიყენესო..თავს იზღვევს წინასწარ თუ რა არი არ ვიცი..ერთი ეგ ვიცი რომ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი უნდა მოვიდეს და რამდენიმე წავიდეს. და თუ ამათ სიას სმოლინგი ქლევერლიც და იანგიც მიყვებიან ძალიან სწორი იქნება. ვის რად უნდა ქლევერლი როცა კარგი სწრაფი ჩამშლელი ყველა ფუნქციას თავის თავზე აიღებს და კერიკს შომას შეუმსუბუქებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: LizarD
28 თებერვალი 2014 10:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
VaRdo,
სმოლინგი ცენტრალურ დაცვას როცა თამაშობს კარგად თამაშობს. მაგის ბრალი არაა რომ რაფაელის შემცვლელი არ არსებობსგუნდში, სმოლინგს ფლანგზე ისევ ერ მოსთხოვ კარგ თამაშს როგორც ვიდიჩს ან რიოს ან ევანსს...
ლადო,
ერთიდაიგივე შემადგენლობით არასდროს გამოსულა გუნდი ზედიზედ. = ))
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2014 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ გამოვასწოროთ სიტუაცია და ამ ყველაფერს ჩვენ მომდევნო კვირების მანძილზე მოვახერხებთ."-სუ ერთი და იგივე პასუხი, შედეგი ნული, უამრავი შეცდომები და რაც მთავარია ამ შეცდომების გამოსწორების გზა არ ჩანს მოიესის ხელში...
0
№10
ავტორი: Malboro463
28 თებერვალი 2014 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: ლადო
შანსი არ არის მეორე თამაშშიც იგივე დააყენოს

ეგ ჰაინკეს ქონდა კარგი ჩვევა გუნდი თუ ამ შეამდგენლობით იგებდა მეორე თამასშიც იგივეს აყენებდა მერე აკეთებდა ზამენას და იმიტ იყო ბავარია ისეთ ფორმაში ვერავინ რო ვერ გაჩერა გუნდი მაგრად იყო ათამაშებული ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top