თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2014, 01:53
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2368,
კომენტარები: 14
მოიესის აღიარება
რატომ არ იყო ადნან იანუზაი "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ?!
მოიესის აღიარება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა, დევიდ მოიესმა დაიცვა საკუთარი გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ მისცა საშუალება ადნან იანუზაის თავი გამოეჩინა "ოლიმპიაკოსთან" მატჩში.

ახალგაზრდა ბელგიელი ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილია გუნდში და მასზე დიდ იმედებს ამყარებს პრესა თუ გულშემატკივარი. მიუხედავად ამისა იანუზაი განაცხადშიც არ ყოფილა ბერძნების წინააღმდეგ.

ამის მიზეზად, დევიდ მოიესი აცხადებს, რომ "ოლიმპიაკოსთან" დაპირისპირება კარგი შანსი იყო, იმისათვის რაღა შემადგენლობა შეესუსტებინა. "გასულ კვირას, მე გადავწყვიტე ქლევერლი მეთამაშებინა. ეს ის დრო იყო, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა დასაშვები. ასე რომ მე გადავწყვიტე რომ ადნანისთვის დასვენების საშუალება მიმეცა." აცხადებს მოიესი.

ქლევერლი ხშირად ხვდება კრიტიკის ქარ-ცეცხლში, თუმცა გასულმა მატჩმა დაგვანხა, რომ ეს კრიტიკა სულაც არ არის უსაფუძვლო. მან იგივე, სუსტი სანახაობა შესთავაზა მაყურებელს და შეცვლილი იქნა მესამოცე წუთზე.

კრიტიკა გუნდის მიმართაც იზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუნდის ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა მთლიანად გააკრიტიკა "იუნაიტედის" ფეხბურთელები და მათ ტალანტის არქონაში დასდო ბრალი. ამისდა მიუხედავად შოტლანიელ მწვრნელს კვლავ სწამს, რომ სიტუაცია გამოსწორებადია და მათ შესწევთ ძალა განმეორებით მატჩში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებონები.

"ეჭვგარეშეა, რომ "იუნაიტედში" ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ გასულმა მატჩმა ეს ნაკლებად გვიჩვენა. ვერც მე და ვერც ჩემმა გუნდმა ამის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. თუმცა ეს სწორედ ის იყო, რაც პირველ რიგში გვევალებოდა. ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ გამოვასწოროთ სიტუაცია და ამ ყველაფერს ჩვენ მომდევნო კვირების მანძილზე მოვახერხებთ." დაასრულა დევიდ მოიესმა.

წყარო
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Tamara
28 თებერვალი 2014 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ღმერთო ეს ვინააააააააააააააა :(((((((((((
0
№12
ავტორი: lefty
28 თებერვალი 2014 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ამას იანგის და კლევერლის პოზიციები აერია?
0
№13
ავტორი: Rosso Diavolo
28 თებერვალი 2014 16:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ოუ რა სირიკო ხარ მოიეს ვერ ხვდები რო ქლევერლი არ უნდა დააყენო ??
0
№14
ავტორი: CITYHUNTER
28 თებერვალი 2014 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
heinks sheadaret ra ? :d es siri rom im kacis donis mwvrtneli iyos gveshvela da egaa :d
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top