თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 18:46
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2440,
კომენტარები: 13
რევოლუცია "იუნაიტედში" !
"იუნაიტედში" შესაძლოა ფეხბურთელთა მაშტაბური ცვლა განხორციელდეს
რევოლუცია
როგორც უკვე ცნობილია "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის, კლუბი ამ ზაფხულს აუცილებლად დახარჯავს დიდ თანხას. კლუბში მრავლად არიან დაბალი დონის ფეხბურთელები და ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოყოფილია საკმაოდ დიდი თანხა.
პრემიერ ლიგაში 11 თამაშიღა დარჩა და ნელ-ნელა უფრო დამაჯერებელი ხდება ის ფაქტი, რომ "იუნაიტედი" გამოტოვებს მომდევნო ჩემპიონთა ლიგას.
მოიესს დიდი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, რომ დაეწიოს ისეთ კლუბებს როგორებიც არიან: "სიტი", "არსენალი" და "ჩელსი". თუ შოტლანდიელს სურს შეეჯიბროს ამ კლუბებს აუცილებლად უნდა ჩადოს კლუბში შრომა და მონდომება.
შესაბამისად მხოლოდ მოიესის მონდომება არ არის საკმარისი, ამიტომ საჭიროა თითოეული პოზიციის გადახედვა და დასკვნების გამოტანა. ყველაზე მთავარი პრობლემა კლუბში ცენტრალური ნახევარმცველის პრობლემაა. კლუბს სულ მცირე ერთი ცენტრალური ნახევარმცველი უნდა. ასევე ვიდიჩის შემცვლელი, რომელიც ტოვებს კლუბს სეზონის ბოლოს.
პატრის ევრას არ სურს კონტრაქტის გაგრძელება, თუმცა ყველა ვარიანტში, მისი ასაკიდან გამომდინარე მაინც აუცილებელია ღირსეული შემცვლელი პოვნა.
მაშ ასე, შემოგთავაზებთ იმ 10 ფეხბურთელს, რომლებიც "იუნაიტედის" დაკვირვების ქვეშ არიან და შესაძლოა სწორედ ამ 10-დან რამდენიმე ფეხბურთელი ვიხილოთ მანჩესტერულ კლუბში მომდევნო სეზონიდან.

რევოლუცია "იუნაიტედში" !


1. ამ ფეხბურთელს დიდი წარდგენა არ ჭირდება. არც იმის მიხვედრაა რთული, თუ რაოდენ ჭირდება ზუსტად ეს ფეხბურთელი ან მსგავსი ტიპის ფეხბურთელი "იუნაიტედს". მის ოსტატობაში გასულ კვირასაც დავრწმუნდით, როდესაც მან "არსენალს" გაუტანა ჩემპიონთა ლიგის მატჩში. თუმცა, თუ "იუნაიტედი" მასში ხედავს ძლიერ ნახევარმცველს არანაკლებს ხედავს "ბაიერნი" ტონი კროოსში და ამიტომაც გუარდიოლა არ აპირებს დათმოს ადვილად გერმანელი ცენტრალური ნახევარმცველი. ამ ზაფხულს დევიდ მოიესი აუცილებლად შეეცდება იყიდოს ტონი კროოსი, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


2. მეთს ჰუმელსი, ფეხბურთელი რომელიც ნებისმიერი გრანდის ოცნებაა მოიესის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. 32 წლის სერბი ნემანია ვიდიჩი კლუბს სეზონის ბოლოს ტოვებს, მის შემცვლელად კი გერმანელი ფეხბურთელი მოიაზრება. კლუბში არიან ახალგაზრდა მცველებიც, ჯონსი, სმოლინგი, ასევე ევანსი, თუმცა ვიდიჩის შემცვლელად ოპტიმალური კანდიდატი სწორედ, რომ ჰუმელსია და უდავოა, რომ ამ ფეხბურთელის გადმოსაყვანად მოიესს დიდი ძალისხმევა დასჭირდება.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


3. სამი ხედირა, კვლავ გერმანელი ნახევარმცველი/ჩამშლელი. ხედირა, რომელიც ამჟამად "რეალში" თამაშობს, დიდი ხანია ტრამვის გამო სტადიონზე არ გამოსულა. მადრიდულ კლუბს ჰყავს კარგად მოთამაშე მოდრიჩი, ასევე ალონსო, რომელმაც ეხლახანს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მშვენიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ილარამენდი. ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ხედირამ ძირითადში ადვილად დაიმკვიდროს ადგილი "რეალში", ამიტომაც დევიდ მოიესმა შესაძლოა მისი შეძენაც ცადოს.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


4. "იუნაიტედს" ცენტრში ასე ფაქტიურად არასდროს გაჭირვებია, როგორც ამ სეზონში უჭირს. ამიტომაც კლაუდიო მარკიზიო არის ის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც შესაძლოა ძალიან კარგად მოერგოს "იუნაიტედს". თავად იტალიელი ტურინში ძალიან დიდ კონკურენციას განიცდის, პირლოს, პოგბას და ვიდალის სახით, თუმცა ის მაინც ინარჩუნებს "იუვენტუსში" ძირითადში ადგილს, გარდა ამისა მას ძალიან უყვარს "იუვე" და ამ კლუბში უკვე დიდი ხანია რაც თამაშობს. 28 წლის ასაკში კლაუდიოს ახალგაზრდა ფეხბურთელთა რიცხვში ვერ შევიყვანთ, როგორც თუნდაც კროოსს ან ხედირას, თუმცა ის აუცილებლად დაეხმარება მანჩესტერულ კლუბს


რევოლუცია "იუნაიტედში" !


5. დევიდ მოიესისთვის კარგად ცნობილი როს ბარკლი. სხვათაშორის, 20 წლის ფეხბურთელი მარტინესის ხელში გაიხსნა და თამაშობს ძალიან მაღალ დონეზე. არ არის გამორიცხული, რომ ის ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანოს. ბარკლის აქვს მეტი სათამაშო დრო ვიდრე მოიესი პერიოდში და მისი საუკეთესო მხარეები მშვენივრად გამოჩნდა. მაგრამ მარტინესს არ უნდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის კლუბიდან გაშვება, ასე რომ რთული იქნება ზაფხულში ბარკლის გადმობირება.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


6. კიდევ ერთი "დორტმუნდელი" მოიესის და "იუნაიტედის" რადარზე. თუმცა არამხოლოდ მანჩესტერული კლუბის სურვილია გერმანელის გადმობირება, არამედ თითქმის ყველა ევროპული გრანდი დიდი სიამოვნებით იყიდიდა ამ ფეხბურთელს. იანგი, ვალენსია და ნანი, ამ ჩამონათვალიდან 3-ვე ფეხბურთელს ძალიან იშვიათად აქვთ ხოლმე გამონათებები, ამიტომაც მარკო როისის ტრანსფერი გაზრდის კონკურენციას კლუბში და ასევე აუცილებლად გაძლიერდება "იუნაიტედი" გერმანელის შეძენით.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


7. კიდევ ერთი ცენტრალური მცველი "იუნაიტედის" რადარზე. მანგალა 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი მშვენიერი ვარიანტია რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის შესაცვლელად. "იუნაიტედის" გარდა "პორტუს" მცველს სხვა მრავალი კლუბი აკვირდება. ცნობისთვის მანჩესტერულმა კლუბმა უკვე გაგზავნა სკაუტები, რომლებიც დაესწრებიან "პორტუს" თამაშებს და დააკვირდებიან ამ ფეხბურთელს.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


8. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედს" მხოლოდ და მხოლოდ გიუნდოგანი თუ დაეხმარება. დიდი ხანია გერმანელს სტადიონზე არ შევხვედრივართ, ამიტომაც არავინ იცის თუ რა ფორმაში იქნება ის მას შემდეგ რაც დაუბრუნდება "დორტმუნდის" რიგებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიუნდოგანს არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება იმ კლუბთან, სადაც ირიცხება ის ახლა. ჯერ მხოლოდ 23 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა შესაძლოა ამ ზაფხულს დატოვოს კლუბი და მიაშუროს თუნდაც "იუნაიტედს".


რევოლუცია "იუნაიტედში" !


9. 26 წლის ფერნანდო ძალიან კარგ ნახევარმცველად ითვლება. "პორტუს" რიგებში ის საყრდენის პოზიციას იკავებს და ყველასთვის გასაკვირად მოიესმა შესაძლოა სწორედ ეს ფეხბურთელი დაიმატოს პირველ რიგში. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას ჭირდება ორი ნახევარმცველი ცენტრში, ამიტომ ძალიან მოულოდნელად ფერნანდო შესაძლოა "იუნაიტედში" ვიხილოთ სეზონის ბოლოს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში უკვე გადაწყვეტილია, რომ 26 წლის ბრაზილიელი ამ ზაფხულს აუცილებლად გამოიცვლის კლუბს.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


10. ამ ფეხბურთელი ყიდვა ფაქტიურად გადაწყვეტილია. ლუკ შოუ "საუსჰემპტონის" მარცხენა მცველია და პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცველია. გარდა იმისა, რომ ევრა ბერდება, მან შესაძლოა კლუბიც გამოიცვალოს სეზონის ბოლოს და წავიდეს "იუნაიტედიდან". ამიტომ ჯერ მხოლოდ 18 წლის ფეხბურთელში "იუნაიტედი" დიდ ტალანტს ხედავს, რომელიც ღირსეულად ჩაანაცვლებს პატრის ევრას. მოიესისთვის არ აქვს მნიშვნელობა დატოვებს, თუ არა კლუბს ევრა. ლუკ შოუ აუცილებლად "იუნაიტედის" საკუთრება უნდა გახდეს.


წყარო: Bleacherreport
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
23 თებერვალი 2014 18:53
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ყოჩაღ ავტორ! გერმანელები დაიდოს!
0
№2
ავტორი: Berba 9
23 თებერვალი 2014 18:56
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Esi,

ავტორ არა ადმინ კიდე :D "სგ ძმა" მაინც დაგეწერა )))))

ისე აქედან გიუნდოგანი და როისი დადონ, მეტი არ მინდა არაფერი ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: N10
23 თებერვალი 2014 19:14
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ნებისმიერი კაი ვარიანტია
0
№4
ავტორი: RedGirl
23 თებერვალი 2014 19:24
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გუნდოგანი როისი დაიდოს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2014 19:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქედან თუნდაც 1 გადმოვიდეს და ეგეც კარგი იქნება winked
0
№6
ავტორი: M.U.12
23 თებერვალი 2014 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
giundogani roisi mangala luk shou da humelsi damere naxet yeval gundis gaxeva
0
№7
ავტორი: gilmour
23 თებერვალი 2014 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
2-3 აქედან და გვეშველება რაღაც. ათივე ნაღდად არ მინდა, თან 10 ფეხბურთელის მოყვანა მარტო რუსთავის ოლიმპს შეუძლია:)))
0
№8
ავტორი: Z A C K™
23 თებერვალი 2014 19:50
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
დაცვა ნახევარდაცვა და გვეშველება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№9
ავტორი: davita
23 თებერვალი 2014 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ჰუმელსი ლუკ შოუ როისი და გუნდოგანი მინდა სხვა არა am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№10
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2014 20:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კაი სიახლეა. მოიესმა ფული უდანდახარჯოს...რაც შეეხება კროოსს, რამდენადაც მე ვიცი არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს კლუბთან და იმედია გამწვავდება ეს ურთიერთობა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top