თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 18:46
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2625,
კომენტარები: 13
რევოლუცია "იუნაიტედში" !
"იუნაიტედში" შესაძლოა ფეხბურთელთა მაშტაბური ცვლა განხორციელდეს
რევოლუცია
როგორც უკვე ცნობილია "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის, კლუბი ამ ზაფხულს აუცილებლად დახარჯავს დიდ თანხას. კლუბში მრავლად არიან დაბალი დონის ფეხბურთელები და ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოყოფილია საკმაოდ დიდი თანხა.
პრემიერ ლიგაში 11 თამაშიღა დარჩა და ნელ-ნელა უფრო დამაჯერებელი ხდება ის ფაქტი, რომ "იუნაიტედი" გამოტოვებს მომდევნო ჩემპიონთა ლიგას.
მოიესს დიდი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, რომ დაეწიოს ისეთ კლუბებს როგორებიც არიან: "სიტი", "არსენალი" და "ჩელსი". თუ შოტლანდიელს სურს შეეჯიბროს ამ კლუბებს აუცილებლად უნდა ჩადოს კლუბში შრომა და მონდომება.
შესაბამისად მხოლოდ მოიესის მონდომება არ არის საკმარისი, ამიტომ საჭიროა თითოეული პოზიციის გადახედვა და დასკვნების გამოტანა. ყველაზე მთავარი პრობლემა კლუბში ცენტრალური ნახევარმცველის პრობლემაა. კლუბს სულ მცირე ერთი ცენტრალური ნახევარმცველი უნდა. ასევე ვიდიჩის შემცვლელი, რომელიც ტოვებს კლუბს სეზონის ბოლოს.
პატრის ევრას არ სურს კონტრაქტის გაგრძელება, თუმცა ყველა ვარიანტში, მისი ასაკიდან გამომდინარე მაინც აუცილებელია ღირსეული შემცვლელი პოვნა.
მაშ ასე, შემოგთავაზებთ იმ 10 ფეხბურთელს, რომლებიც "იუნაიტედის" დაკვირვების ქვეშ არიან და შესაძლოა სწორედ ამ 10-დან რამდენიმე ფეხბურთელი ვიხილოთ მანჩესტერულ კლუბში მომდევნო სეზონიდან.

რევოლუცია "იუნაიტედში" !


1. ამ ფეხბურთელს დიდი წარდგენა არ ჭირდება. არც იმის მიხვედრაა რთული, თუ რაოდენ ჭირდება ზუსტად ეს ფეხბურთელი ან მსგავსი ტიპის ფეხბურთელი "იუნაიტედს". მის ოსტატობაში გასულ კვირასაც დავრწმუნდით, როდესაც მან "არსენალს" გაუტანა ჩემპიონთა ლიგის მატჩში. თუმცა, თუ "იუნაიტედი" მასში ხედავს ძლიერ ნახევარმცველს არანაკლებს ხედავს "ბაიერნი" ტონი კროოსში და ამიტომაც გუარდიოლა არ აპირებს დათმოს ადვილად გერმანელი ცენტრალური ნახევარმცველი. ამ ზაფხულს დევიდ მოიესი აუცილებლად შეეცდება იყიდოს ტონი კროოსი, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


2. მეთს ჰუმელსი, ფეხბურთელი რომელიც ნებისმიერი გრანდის ოცნებაა მოიესის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. 32 წლის სერბი ნემანია ვიდიჩი კლუბს სეზონის ბოლოს ტოვებს, მის შემცვლელად კი გერმანელი ფეხბურთელი მოიაზრება. კლუბში არიან ახალგაზრდა მცველებიც, ჯონსი, სმოლინგი, ასევე ევანსი, თუმცა ვიდიჩის შემცვლელად ოპტიმალური კანდიდატი სწორედ, რომ ჰუმელსია და უდავოა, რომ ამ ფეხბურთელის გადმოსაყვანად მოიესს დიდი ძალისხმევა დასჭირდება.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


3. სამი ხედირა, კვლავ გერმანელი ნახევარმცველი/ჩამშლელი. ხედირა, რომელიც ამჟამად "რეალში" თამაშობს, დიდი ხანია ტრამვის გამო სტადიონზე არ გამოსულა. მადრიდულ კლუბს ჰყავს კარგად მოთამაშე მოდრიჩი, ასევე ალონსო, რომელმაც ეხლახანს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მშვენიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ილარამენდი. ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ხედირამ ძირითადში ადვილად დაიმკვიდროს ადგილი "რეალში", ამიტომაც დევიდ მოიესმა შესაძლოა მისი შეძენაც ცადოს.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


4. "იუნაიტედს" ცენტრში ასე ფაქტიურად არასდროს გაჭირვებია, როგორც ამ სეზონში უჭირს. ამიტომაც კლაუდიო მარკიზიო არის ის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც შესაძლოა ძალიან კარგად მოერგოს "იუნაიტედს". თავად იტალიელი ტურინში ძალიან დიდ კონკურენციას განიცდის, პირლოს, პოგბას და ვიდალის სახით, თუმცა ის მაინც ინარჩუნებს "იუვენტუსში" ძირითადში ადგილს, გარდა ამისა მას ძალიან უყვარს "იუვე" და ამ კლუბში უკვე დიდი ხანია რაც თამაშობს. 28 წლის ასაკში კლაუდიოს ახალგაზრდა ფეხბურთელთა რიცხვში ვერ შევიყვანთ, როგორც თუნდაც კროოსს ან ხედირას, თუმცა ის აუცილებლად დაეხმარება მანჩესტერულ კლუბს


რევოლუცია "იუნაიტედში" !


5. დევიდ მოიესისთვის კარგად ცნობილი როს ბარკლი. სხვათაშორის, 20 წლის ფეხბურთელი მარტინესის ხელში გაიხსნა და თამაშობს ძალიან მაღალ დონეზე. არ არის გამორიცხული, რომ ის ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანოს. ბარკლის აქვს მეტი სათამაშო დრო ვიდრე მოიესი პერიოდში და მისი საუკეთესო მხარეები მშვენივრად გამოჩნდა. მაგრამ მარტინესს არ უნდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის კლუბიდან გაშვება, ასე რომ რთული იქნება ზაფხულში ბარკლის გადმობირება.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


6. კიდევ ერთი "დორტმუნდელი" მოიესის და "იუნაიტედის" რადარზე. თუმცა არამხოლოდ მანჩესტერული კლუბის სურვილია გერმანელის გადმობირება, არამედ თითქმის ყველა ევროპული გრანდი დიდი სიამოვნებით იყიდიდა ამ ფეხბურთელს. იანგი, ვალენსია და ნანი, ამ ჩამონათვალიდან 3-ვე ფეხბურთელს ძალიან იშვიათად აქვთ ხოლმე გამონათებები, ამიტომაც მარკო როისის ტრანსფერი გაზრდის კონკურენციას კლუბში და ასევე აუცილებლად გაძლიერდება "იუნაიტედი" გერმანელის შეძენით.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


7. კიდევ ერთი ცენტრალური მცველი "იუნაიტედის" რადარზე. მანგალა 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი მშვენიერი ვარიანტია რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის შესაცვლელად. "იუნაიტედის" გარდა "პორტუს" მცველს სხვა მრავალი კლუბი აკვირდება. ცნობისთვის მანჩესტერულმა კლუბმა უკვე გაგზავნა სკაუტები, რომლებიც დაესწრებიან "პორტუს" თამაშებს და დააკვირდებიან ამ ფეხბურთელს.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


8. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედს" მხოლოდ და მხოლოდ გიუნდოგანი თუ დაეხმარება. დიდი ხანია გერმანელს სტადიონზე არ შევხვედრივართ, ამიტომაც არავინ იცის თუ რა ფორმაში იქნება ის მას შემდეგ რაც დაუბრუნდება "დორტმუნდის" რიგებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიუნდოგანს არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება იმ კლუბთან, სადაც ირიცხება ის ახლა. ჯერ მხოლოდ 23 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა შესაძლოა ამ ზაფხულს დატოვოს კლუბი და მიაშუროს თუნდაც "იუნაიტედს".


რევოლუცია "იუნაიტედში" !


9. 26 წლის ფერნანდო ძალიან კარგ ნახევარმცველად ითვლება. "პორტუს" რიგებში ის საყრდენის პოზიციას იკავებს და ყველასთვის გასაკვირად მოიესმა შესაძლოა სწორედ ეს ფეხბურთელი დაიმატოს პირველ რიგში. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას ჭირდება ორი ნახევარმცველი ცენტრში, ამიტომ ძალიან მოულოდნელად ფერნანდო შესაძლოა "იუნაიტედში" ვიხილოთ სეზონის ბოლოს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში უკვე გადაწყვეტილია, რომ 26 წლის ბრაზილიელი ამ ზაფხულს აუცილებლად გამოიცვლის კლუბს.


რევოლუცია "იუნაიტედში" !


10. ამ ფეხბურთელი ყიდვა ფაქტიურად გადაწყვეტილია. ლუკ შოუ "საუსჰემპტონის" მარცხენა მცველია და პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მცველია. გარდა იმისა, რომ ევრა ბერდება, მან შესაძლოა კლუბიც გამოიცვალოს სეზონის ბოლოს და წავიდეს "იუნაიტედიდან". ამიტომ ჯერ მხოლოდ 18 წლის ფეხბურთელში "იუნაიტედი" დიდ ტალანტს ხედავს, რომელიც ღირსეულად ჩაანაცვლებს პატრის ევრას. მოიესისთვის არ აქვს მნიშვნელობა დატოვებს, თუ არა კლუბს ევრა. ლუკ შოუ აუცილებლად "იუნაიტედის" საკუთრება უნდა გახდეს.


წყარო: Bleacherreport
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
23 თებერვალი 2014 20:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როისი კაია მაგრამ დაცვლა გვინდა ჰუმელსი იყიდონ თუ გაქაჩავენ და გამოუშვებენ მანგალა ცოტა ხე როჟა და რავი თუ სხვა გზა არაა მოიყვანონ.
0
№12
ავტორი: red devil
23 თებერვალი 2014 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Reus gündogan kroosi shou da erti mcveli kai iqneboda
0
№13
ავტორი: VaRdo
24 თებერვალი 2014 00:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კროსი და როისი მოიყვანეთ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top