თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 11:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 12
ევრა: "ყველამ ნახა ძლიერი "იუნატედი"
ევრამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ევრა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ, რომლის როლიც დიდია ორივე გატანილ გოლში, გუშინდელი მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს მნიშვნელოვანი იყო, გამომდინარე ჩვენი შედეგებიდან, უკვე აღარ შეგვეძლო კიდევ ერთხელ დამარცხება"

"ვფიქრობ გუშინ ყველამ დაინახა ძლიერი "იუნაიტედი". "იუნაიტედი", რომელიც აკონტროლებს ბურთს დამაჯერებლად და მუდმივად. ნამდვილად გახარებული ვარ ყველას გამო".
- განაცხადა ევრამ კლუბის ტელეარხთან ინტერვიუში.

Sky Sports-ის ექსპერტებმა ევრა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუმცა ფრანგი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს.

"მოხარული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორდ გუნდის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მე საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, მე უბრალოდ 3 ქულით ვარ კმაყოფილი, რადგანაც ჩემთვის ყველა უფრო მნიშვნელოვანი "მანჩესტერ იუნაიტედია" და არა ის რომ ვიღაცამ პატრის ევრა საუკეთესოდ დაასახელა."

"მეორე გოლის დროს რუნიმ შესანიშნავად დაასრულა ჩემი ჩამოწოდებული, თუმცა ეს არც ისე მარტივი იყო. იგი სრულად იმსახურებს იმ კონტრაქტს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გააფორმა. ძალიან მახარებს მისი ამბავი, რადგან იგი ისევ გუნდისთვის ირჯება. ეს კიდევ ერთი კარგი ნიშანია "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართათვის. ნამდვილად მახარებს მისი ამბავი, ის ამას იმსახურებს."

პატრისმა ასევე აღნიშნა ვიდიჩისა და ფერდინანდის დუეტი, რომელიც ახლა ნამდვილად კარგ ფორმას აჩვენებენ.

"კარგია რომ ბიჭები დაბრუნდნენ. ისინი ძლიერად გამოიყურებიან. ისინი უდიდესი გმაოცდილების მფლობელები არიან, რიომ კი არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა "არსენალთან" მატჩში. ვიდიჩთან ერთად რიოც კარგ ფორმაშია და ეს ჩვენთვის დიდი პლუსია. ამ პოზიციაზე კრის სმოლინგსაც შეუძლია თამაში, როცა ფილ ჯონსი და ევანსი დაბრუნდებიან კი ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ჩვენ კარგი ცენტრალური მცველები გვყავს, ეს კი მნიშვნელოვანია კლუბისთვის."


manutd.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
23 თებერვალი 2014 11:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გუშინ მართლა მაგრად ითამაშა
0
№2
ავტორი: Manchester_M
23 თებერვალი 2014 13:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კიდე ნუ მოგვანატრებთ რა ოლიმპიაკოსთანაც გვანახეთ ერთი ძლიერი იუნაიტედი
0
№3
ავტორი: Beckham 7
23 თებერვალი 2014 13:18
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
არა გუშინ კარგი თამაში იყო ნამდვილად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: Z A C K™
23 თებერვალი 2014 13:18
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ევრა რო წავა მაგრად დააკლდება რა გუნდს

ევრა რო წავა მაგრად დააკლდება რა გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: chudikone
23 თებერვალი 2014 14:15
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფლანგები ჩამკვდარი იყო გუშინ საერთოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: red devil
23 თებერვალი 2014 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ar yofila kai tamashi eg ara :/ palass mouget dzliers ki ara
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
23 თებერვალი 2014 15:29
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამ კაცის წყალობით ავიღეთ 3ქულა !!
0
№8
ავტორი: RedGirl
23 თებერვალი 2014 16:03
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მაინც არ იყო ეგ ძველი იუნაიტედი რა.. მაგრამ იმედია მალე დავბრუნდებით. გუშინ კიდე მართლა ევრამ მოგვაგებინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: Berba 9
23 თებერვალი 2014 17:21
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ძლიერი მხარე უფრო შენ გვაჩვენე ვიდრე იუნაიტედმა )))) გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ევრიტო იყო. თუ წავა ნამდვილად დიდი ძალა დაგვაკლდება ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2014 17:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ევრას გაშვებ აამ ეტაპზე არ იქნება სწორი. ბევრი შეცდომა დაუშვა წელს, მაგრამ მაინც არ იქნება ამ კაცის წასვლა სწორი ჯერ

მოიყვანონ მარცხენა ფლანგელი, მაგრამ ევრა უნდა დარჩეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top