თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 11:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2367,
კომენტარები: 12
ევრა: "ყველამ ნახა ძლიერი "იუნატედი"
ევრამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ევრა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ, რომლის როლიც დიდია ორივე გატანილ გოლში, გუშინდელი მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს მნიშვნელოვანი იყო, გამომდინარე ჩვენი შედეგებიდან, უკვე აღარ შეგვეძლო კიდევ ერთხელ დამარცხება"

"ვფიქრობ გუშინ ყველამ დაინახა ძლიერი "იუნაიტედი". "იუნაიტედი", რომელიც აკონტროლებს ბურთს დამაჯერებლად და მუდმივად. ნამდვილად გახარებული ვარ ყველას გამო".
- განაცხადა ევრამ კლუბის ტელეარხთან ინტერვიუში.

Sky Sports-ის ექსპერტებმა ევრა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუმცა ფრანგი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს.

"მოხარული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორდ გუნდის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მე საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, მე უბრალოდ 3 ქულით ვარ კმაყოფილი, რადგანაც ჩემთვის ყველა უფრო მნიშვნელოვანი "მანჩესტერ იუნაიტედია" და არა ის რომ ვიღაცამ პატრის ევრა საუკეთესოდ დაასახელა."

"მეორე გოლის დროს რუნიმ შესანიშნავად დაასრულა ჩემი ჩამოწოდებული, თუმცა ეს არც ისე მარტივი იყო. იგი სრულად იმსახურებს იმ კონტრაქტს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გააფორმა. ძალიან მახარებს მისი ამბავი, რადგან იგი ისევ გუნდისთვის ირჯება. ეს კიდევ ერთი კარგი ნიშანია "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართათვის. ნამდვილად მახარებს მისი ამბავი, ის ამას იმსახურებს."

პატრისმა ასევე აღნიშნა ვიდიჩისა და ფერდინანდის დუეტი, რომელიც ახლა ნამდვილად კარგ ფორმას აჩვენებენ.

"კარგია რომ ბიჭები დაბრუნდნენ. ისინი ძლიერად გამოიყურებიან. ისინი უდიდესი გმაოცდილების მფლობელები არიან, რიომ კი არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა "არსენალთან" მატჩში. ვიდიჩთან ერთად რიოც კარგ ფორმაშია და ეს ჩვენთვის დიდი პლუსია. ამ პოზიციაზე კრის სმოლინგსაც შეუძლია თამაში, როცა ფილ ჯონსი და ევანსი დაბრუნდებიან კი ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ჩვენ კარგი ცენტრალური მცველები გვყავს, ეს კი მნიშვნელოვანია კლუბისთვის."


manutd.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
23 თებერვალი 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ოლიმპიაკოსთან ითამაშეთ თქვენ hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№12
ავტორი: VaRdo
24 თებერვალი 2014 00:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ევრა არ ვიცი მაგრამ გუშინ კიდევ დამტკიცა რომ ვიდიჩი წასასვლელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top