თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2014, 13:05
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2304,
კომენტარები: 20
ოფიციალურად: უეინ რუნიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
წითლების ფორვარდი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს.
ოფიციალურად: უეინ რუნიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
უეინ რუნიმ საბოლოოდ დაუკავშირა თავისი მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედს", მას შემდეგ რაც სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონრტრაქტს, რომლის გათვალისწინებითაც ის კლუბში 2019 წლამდე დარჩება. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი უეინი "მანჩესტერის" ელჩი გახდება.

28 წლის ფორვარდი, "იუნაიტედში" "ევერტონიდან" გადმოვიდა 2004 წლის აგვისტოში. სულ ჩატარებული აქვს 430 მატჩი წითლების მაისურით და გატანილი აქვს 208 გოლი. ეს შედეგი კი მას მეოთხე ადგილზე აყენებს ბომბარდირებს შორის ჯეკ როულის (211), დენის ლოუ (237) და ბობი ჩარლტონის (249) შემდეგ.

"უეინი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მას შემდეგ, რაც მე დავაყენე ის ძირითადში 2003 წელს. ხოლოს მას შემდეგ, რაც მე გავხდი "იუნაიტედის" მწრთვნელი, ხელახლა მქონდა იმის ბედნიერება, რომ მასთან მემუშავა. მე კიდევ უფრო უკეთ დავინახე თუ როგორ განვითარდა ის და როგორ გადაიქცა უფრო და უფრო დაუჯერებელ ტალანტად. მისი უნარებით, მისი გამოცდილებითა თუ მიზანდასახულობით, ის ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიგურაა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც დიდ როლს შეასრულებს "იუნაიტედის" ისტორიაში."-აცხადებს დევიდ მოიესი.

"მე გასულ ივლისს განვაცხადე, რომ უეინს ნამდვილად აქვს ნადმვილ ლეგენდად გადაქცევის შანსი, ისეთი მდიდარი და დიდი კლუბის ისტორიაში, როგორიც "იუნაიტედია". მას მხოლოდ 42 გოლი აკლია სერ ბობი ჩარლტონისთვის გადასწრებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ უეინი იქნება ჩვენი პირველი ბომბარდირი ისტორიაში, 250 გოლით. ის უნარები რაც უეინს გააჩნია, მხოლოდ განსაკუთრებულებს აქვთ და სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუნი ახალ რეკორდს მოხსნის. ეს ყველაფერი კი ძალიან ამაღელვებელია."-დაასრულა "იუნაიტედის" თავკაცმა.

ManUtd.com
სიახლეები
20 კომენტარი
№1
ავტორი: davita
21 თებერვალი 2014 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
დღის ბოლოს შესანიშავიამბავი derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№2
ავტორი: VaRdo
21 თებერვალი 2014 23:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ოპააა. ეს ერთი კაი ტრანსფერის ტოლფასია. ეხლა ზაფხულში სხვა საქმეები გვექნება. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: DimaSanaia
21 თებერვალი 2014 23:50
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
რუუუუუნიიიიიიიი love manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: Count Alucard
22 თებერვალი 2014 00:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
წლის ბოლოს უკვე მესამე იქნეაბ ბომბარდირებში იმედი მაქვს მომავლ სეზონში მეორე და იმის მერე უკვე მოხსნის სერ ბობის რეკორდს love
0
№5
ავტორი: Z A C K™
22 თებერვალი 2014 00:01
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
იშვიათად ვამბობ მარა საღოლ მოიეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: anna
22 თებერვალი 2014 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
როგორც იქნა მოეღება რუნიზე ჭორებს ბოლო და ჩვენც მშვიდად ვიქნებით good2
0
№7
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2014 00:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უმაგრესი სიახლეა love
0
№8
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2014 00:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყველას გილოცავთ. ეს კაცი გვჭირდება, მერე რა რომ ფულის ჩიჩია. მთავარია არ ზარმაცობს და თავს დებს გნდისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Macklemore
22 თებერვალი 2014 00:32
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ამ სატრანსფეროზე 2 ტრანსფერი განვახორციელეთ: მატა და რუნი! ძაან მაგარია რო დარჩა!
0
№10
ავტორი: chudikone
22 თებერვალი 2014 01:06
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შეეენ შემოგევლეეე მეეეეეეეეეეეეეეე ♥♥♥♥♥♥♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top