თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2014, 19:42
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2056,
კომენტარები: 12
"ოლდ ტრაფორდ" 104 წლისაა
დღეს, "ონებების თეატრის" გახსნის დღიდან 104 წელი შესრულდა.
დღეს, "ოცნებების თეატრის" გახსნიდან 104 წელი შესრულდა. "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" 1910 წლიდან თამაშობს, ერთი ეგაა, 1941-1949 წლებში საშინაო მატჩებისთვის ქალაქის მეორე სარბიელს, უპირველესი მეტოქის "მანჩესტერ სიტის" სტადიონ, "მეინ როუდს" იყენებდა. ეს იმით გახლდათ გამოწვეული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მიწასთან გაასწორა.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაბომბილი სტადიონი

"ოლდ ტრაფორდ" 104 წლისაა


სარბიელის აგება კლუბის ერთ-ერთ თავმჯდომარეს, ჯონ ჰენრი დევისს უკავშირდება, რომელიც XX საუკუნის პირველ წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს. 1908 წელს მანჩესტერელებმა პირველი დივიზიონი და სუპერთასი მოიგეს და დევისმაც სამართლიანად ჩათვალა, რომ ასეთ გუნდს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონოდა.

60 ათასი გირვანქა: კლუბის ხელმძღვანელთა მიერ გამოყოფილი თანხით სტადიონისთვის მიწა შეიძინეს და სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდა. თავდაპირველი გეგმით, არენას 100 ათასი გულშემატკივრისთვის უნდა ემასპინძლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა - დევისს დამატებით 30 ათასი გირვანქის დახარჯვა მოუწია და სტადიონის ტევადობაც გათვალისწინებულზე ნაკლები გამოდგა - "მხოლოდ" 80 ათასი.

1909 წლის პირველ ნახევარში დაწყებული მშენებლობა წლის მიწურულს დასრულდა, 1910 წლის 19 თებერვალს კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა - სტუმრებმა 4:3 გაიმარჯვეს. მატჩს 45 000 მაყურებელი დაესწრო. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც იმ თამაშს აშუქებდა, მანჩესტერის გაზეთ "ივნინგ ნიუსში" "ოლდ ტრაფორდის" ქებაში დაიხარჯა: "ინგლისში ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი სტადიონი მეორე არ არის. გუნდი, რომელიც ასეთ სარბიელზე თამაშობას, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვისაა "განწირული".

"ოლდ ტრაფორდი" 1910 წელს

"ოლდ ტრაფორდ" 104 წლისაა


დაათვალიერეთ "ოლდ ტრაფორდი"

ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2014 19:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველივე მატცი როგორ წავაგეთ, თან ყლივერპულთან wink მოიესის დიდი ბაბუა იყო მწვრთნელი
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
19 თებერვალი 2014 19:44
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Msoflioshi yvelaze magari stadioni♥♥♥
0
№3
ავტორი: ლადო
19 თებერვალი 2014 19:50
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვგიჟდები ამ სტადიონზე, იმედია ერთ დღეს მეც ამ სტადიონიდან შევხედავ ჩემ საყავრელ გუნდს
0
№4
ავტორი: davita
19 თებერვალი 2014 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
მაგარი სტადიონია ჩემთვის 1 ლია ... ეს დათვალიერება მაგარი მოგიფიქრიათ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: DaTo_O
19 თებერვალი 2014 19:53
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ვაფრენ ამ სტადიონზე <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№6
ავტორი: chudikone
19 თებერვალი 2014 20:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ოლდტრაფორდობას გილოცავთ foreveralonehappy

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Macklemore
19 თებერვალი 2014 20:35
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ოდესმე მანც ჩავალ ოლდ ტრაფორდზე! სავარაუდოდ 110 წლის იუბილესთვის!
0
№8
ავტორი: RojoDiablo
19 თებერვალი 2014 20:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ღმერთო ნუ მომკლავ ისე რომ აქ არ მოვხდე...მომახვედრე აქ, მაცოცხლე მატჩის ბოლომდე და მერე თუ გინდა იქვე გამიჩერე გულიიი...ჩემი ოცნებაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: fabio
19 თებერვალი 2014 21:35
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
დათვალიერება კარგი გააკეტეტ მალადეც ავტორ
0
№10
ავტორი: ლადო
19 თებერვალი 2014 21:38
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მეოლდტრაფორდებით love wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top