თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2014, 19:42
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2230,
კომენტარები: 12
"ოლდ ტრაფორდ" 104 წლისაა
დღეს, "ონებების თეატრის" გახსნის დღიდან 104 წელი შესრულდა.
დღეს, "ოცნებების თეატრის" გახსნიდან 104 წელი შესრულდა. "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" 1910 წლიდან თამაშობს, ერთი ეგაა, 1941-1949 წლებში საშინაო მატჩებისთვის ქალაქის მეორე სარბიელს, უპირველესი მეტოქის "მანჩესტერ სიტის" სტადიონ, "მეინ როუდს" იყენებდა. ეს იმით გახლდათ გამოწვეული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მიწასთან გაასწორა.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაბომბილი სტადიონი

"ოლდ ტრაფორდ" 104 წლისაა


სარბიელის აგება კლუბის ერთ-ერთ თავმჯდომარეს, ჯონ ჰენრი დევისს უკავშირდება, რომელიც XX საუკუნის პირველ წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს. 1908 წელს მანჩესტერელებმა პირველი დივიზიონი და სუპერთასი მოიგეს და დევისმაც სამართლიანად ჩათვალა, რომ ასეთ გუნდს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონოდა.

60 ათასი გირვანქა: კლუბის ხელმძღვანელთა მიერ გამოყოფილი თანხით სტადიონისთვის მიწა შეიძინეს და სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდა. თავდაპირველი გეგმით, არენას 100 ათასი გულშემატკივრისთვის უნდა ემასპინძლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა - დევისს დამატებით 30 ათასი გირვანქის დახარჯვა მოუწია და სტადიონის ტევადობაც გათვალისწინებულზე ნაკლები გამოდგა - "მხოლოდ" 80 ათასი.

1909 წლის პირველ ნახევარში დაწყებული მშენებლობა წლის მიწურულს დასრულდა, 1910 წლის 19 თებერვალს კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა - სტუმრებმა 4:3 გაიმარჯვეს. მატჩს 45 000 მაყურებელი დაესწრო. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც იმ თამაშს აშუქებდა, მანჩესტერის გაზეთ "ივნინგ ნიუსში" "ოლდ ტრაფორდის" ქებაში დაიხარჯა: "ინგლისში ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი სტადიონი მეორე არ არის. გუნდი, რომელიც ასეთ სარბიელზე თამაშობას, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვისაა "განწირული".

"ოლდ ტრაფორდი" 1910 წელს

"ოლდ ტრაფორდ" 104 წლისაა


დაათვალიერეთ "ოლდ ტრაფორდი"

ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: BERDI
19 თებერვალი 2014 22:37
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ გიო. რამდენი რაღაც აქვს ამ გუნდს გადატანილი ამასაც გადავიტანთ და დავიბრუნებთ ძველ დიდებას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№12
ავტორი: LizarD
20 თებერვალი 2014 08:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ყველაზე მაგარი სტადიონი მსოფლიოში!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top