თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2014, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2066,
კომენტარები: 11
სმოლინგი მზადაა ვიდიჩი შეცვალოს
კრის სმოლინგი საკუთარ თავზე იღებს ნემანია ვიდიჩის შეცვლას.
სმოლინგი მზადაა ვიდიჩი შეცვალოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა, კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ნემანია ვიდიჩის შესაცვლელად.

ვიდიჩმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს. მარალია ალბათობა იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" რიო ფერდინანდსაც შეელევიან.

"არსენალთან" გამართულ შეხვედრაში (0-0), რომელშიც სმოლინგმა თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ კი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა რაფაელ და სილვას ტრავმის გამო, ძალები შეჰმატა ახალგაზრდა ინგლისელს.

"მე მსურს წინ გადავდგა ნაბიჯი და რეგულარულად ვითამაშო "მანჩესტერში" ცენტრალური მცველის პოზოციაზე. ამ დროისათვის მატჩს მატჩზე ვატარებ და ეს სასიამოვნოა".

"არსენალთან" გამართულ შეხვედრაში მე მარჯვენა ფლანგზე მომიხდა თამაში რაფას ტრავმის გამო, ეს კი არაერთხელ მომხდარა ამ სეზონში. მაგრამ მე ცენტრალური პოზიციის გამაგრება და იქ თამაში მსურს. შანსი მაქვს და იმედიც, იმისა რომ გამოვიყენებ."

"უნივერსალურობა და უნარი იმისა, რომ მარჯვენა ფლანგზეც ვითამაშო, პოზიტიურ მომენტად მიმაჩნია როცა საუბარი ინგლისის ნაკრებზეა, მაგრამ სულაც არ მინდა ეს ჩემ წყევლად იქცეს."

"ჩემთვის დადებითად აისახება ის ფაქტი, თუ მე მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრები ბრაზილიაში. მაგრამ დაცვის ცენტრი - ეს ის პოზიციაა სადაც თამაში მსურს და სადაც ვხედავ საკუთარ თავს მომავალში"

"მე მსურს რაც შეიძლება დიდი პასუხისმგებლობა ავიღო და დაცვის ცენტრში ვითამაშო. როცა სხვა მოთამაშეები მიდიან, ეს შენ კარს გიხსნის"
- განაცხადა სმოლინგმა Daily Mirror-თან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
16 თებერვალი 2014 10:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რავიცი აბა, არის ზოგი თამაში სადაც ვერაფერს დაუწუნებ ამ მცველს, მაგრამ ზოგ თამაშში რასაც ქვია ათრევენ ხოლმე
0
№2
ავტორი: Manchester_M
16 თებერვალი 2014 11:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ლადო,
ალბათ პრაქტიკა ჭირდება აბა სხვა გზაა არაა თუ ვინმე არ იყიდეს და 4 მცველს არ მოიყვანენ ახლა და ისევ ამას დარჩება ბურთი და მოედანი.
0
№3
ავტორი: davita
16 თებერვალი 2014 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
კაი ვარიანტია მაღალიცაა....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: Gio Ghonghadze
16 თებერვალი 2014 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ძალიან კარგი იქნება
0
№5
ავტორი: Z A C K™
16 თებერვალი 2014 12:22
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
მაგარი მშიშარაა რაც მცველის დიდი მინუსია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: Lukza
16 თებერვალი 2014 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
მაგარიი მცველია <3333
0
№7
ავტორი: name.fanex
16 თებერვალი 2014 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
№8
ავტორი: buka oboladze
16 თებერვალი 2014 14:35
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ყველაფერი აქვს სიმაღლეც და ჯანზეცარის პროსტა დებილია.. გამოცდილება ჭირდება და პრაქტიკა.. მემგონია რომ სრულყოფილად შეცვლის ვიდიჩს
0
№9
ავტორი: chudikone
16 თებერვალი 2014 16:07
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რავიცი არსენალთან მგონი საუკეთესოდ ითამაშა და თუ ეგრე განაგრძობს ინგლისშიც დაიმკვიდრებს ადგილს. მოკლედ, ეს დაცვაშია ძლიერი, რაფაელი შეტევაში. 1-2 ფილ ჯონსის ნაირი კაცი გვჭირდება და დაცვაზე საფიქრელი აღარ გვექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: GeorgeBest
16 თებერვალი 2014 17:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიდა–რიოს დუეტს ჯონსი–მანგალა ჩაანაცვლებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top