თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2014, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2068,
კომენტარები: 11
სმოლინგი მზადაა ვიდიჩი შეცვალოს
კრის სმოლინგი საკუთარ თავზე იღებს ნემანია ვიდიჩის შეცვლას.
სმოლინგი მზადაა ვიდიჩი შეცვალოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა, კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ნემანია ვიდიჩის შესაცვლელად.

ვიდიჩმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს. მარალია ალბათობა იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" რიო ფერდინანდსაც შეელევიან.

"არსენალთან" გამართულ შეხვედრაში (0-0), რომელშიც სმოლინგმა თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ კი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა რაფაელ და სილვას ტრავმის გამო, ძალები შეჰმატა ახალგაზრდა ინგლისელს.

"მე მსურს წინ გადავდგა ნაბიჯი და რეგულარულად ვითამაშო "მანჩესტერში" ცენტრალური მცველის პოზოციაზე. ამ დროისათვის მატჩს მატჩზე ვატარებ და ეს სასიამოვნოა".

"არსენალთან" გამართულ შეხვედრაში მე მარჯვენა ფლანგზე მომიხდა თამაში რაფას ტრავმის გამო, ეს კი არაერთხელ მომხდარა ამ სეზონში. მაგრამ მე ცენტრალური პოზიციის გამაგრება და იქ თამაში მსურს. შანსი მაქვს და იმედიც, იმისა რომ გამოვიყენებ."

"უნივერსალურობა და უნარი იმისა, რომ მარჯვენა ფლანგზეც ვითამაშო, პოზიტიურ მომენტად მიმაჩნია როცა საუბარი ინგლისის ნაკრებზეა, მაგრამ სულაც არ მინდა ეს ჩემ წყევლად იქცეს."

"ჩემთვის დადებითად აისახება ის ფაქტი, თუ მე მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრები ბრაზილიაში. მაგრამ დაცვის ცენტრი - ეს ის პოზიციაა სადაც თამაში მსურს და სადაც ვხედავ საკუთარ თავს მომავალში"

"მე მსურს რაც შეიძლება დიდი პასუხისმგებლობა ავიღო და დაცვის ცენტრში ვითამაშო. როცა სხვა მოთამაშეები მიდიან, ეს შენ კარს გიხსნის"
- განაცხადა სმოლინგმა Daily Mirror-თან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: vask12
16 თებერვალი 2014 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
es ro vidas shecvlis im dgis deda movtyan
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ This Is All About Respect And Emotion

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top