თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2014, 21:11
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2527,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ახალ კაპიტანს ელის
მომავალი კაპიტნები
როგორც ცნობილია, გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი ზაფხულში კლუბს ტოვებს, დევიდ მოიესი ახალი კაპიტნის ძეიბაშია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში პატრის ევრა და რიო ფერდინანდი ირიცხებიან, კლუბს სჭირდება ისეტი ფეხბურთელი, რომელიც ამ მოვალეობას უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეასრულებს.

"კაპიტნობა ძალიან საპატიო და ამავდროულად საპასუხსმგებლო მოვალეობაა. გუნდში ჩვენ ბევრი ფავორიტი მოთამაშე გვყავს, მათ კაპიტნობის თანაბარი შანსები აქვთ. უახლოეს მომავალში მე მათ შანს მივცემ, რათა თავიანთი შესაძლებლობები დაამტკიცონ"- დევიდ მოიესი.

დავიდ დე ხეა, 23 წლის, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი მეკარე. მან კლუბთან ერთად უკვე სამი ტიტული მოიგო, 2013 წელს პრემიერ ლიგა, ხოლო ორჯერ ინგლისის სუპერ თასს დაეუფლა. კლუბში მოსვლის დღიდან ეპანელს დიდი მისია დაეკისრა, მას უნდა შეეცვალა ლეგენდარული ვან დერ სარი. დე ხეამ თავი ყველაფერს შესანიშნავად გაართვა და დღეს ერთ–ერთი საიმედო მეკარეა.



ჯონი ევანსი, 26 წლის ჩრდილოირლანდიელი მცველი, რომელმაც უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა. ფეხბურთის თამაში დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გრინსფილდში“, სადაც შეამჩნიეს „მანჩესტერის“ სკაუტებმა. ის გადაიყვანეს მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიაში და მიეცა რამდენიმე ტურინირზე თამაშის საშუალება 2006 წლის ზაფხულში. ის კლუბში უკვე 7-ე სეზონია ასპარეზობს, მან უკვე 180 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით. ფერგიუსონი მიიჩვენვს, რომ ევანსი კლუბის მომავალი კაპიტანია.



ფილ ჯონსი, 21 წლის ინგლისელი მცველი, რომელიც კლუბსი უკვე 3-ე სეზონია ასპარეზობს. "იუნაიტედის" მაისურით 91 მატჩი ჩაატარა, აქედან 77 ძირითადში დაიწყო. ბევრი მას "იუნაიტედის" მომავალ ლიდერადაც მიიჩნევს. ჯონსმა კლუბთან ერტად უკვე მოიგო პრემიერ ლიგა და 2–ჯერ სუპერთასი.



დარენ ფლეტჩერი, 30 წლის შოტლანდიელი, რომელიც კლუბში 2000 წლის ივლისიდან ირიცხება. ფლეტჩერი კლუბსი უკვე 12 სეზონია თამაშობს. მან "იუნაიტედის" მაისურით 321 მატჩის ჩატარება მოასწრო და 24 გოლიც მიითვალა აქტივში. შრომისმოყვარე მოთამაშემ უკაპიტნა შოტლანდიის ეროვნულ გუნდს მისი რეგულარული კაპიტნის ბარი ფერგიუსონის არყოფნაში და გახდა შოტლანდიის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. კაპიტნის სამკლაური 2009 წლის აგვისტოში გადაეცა მას შემდეგ, რაც ბარი ფერგიუსონს აეკრძალა სანაკრებო დონეზე თამაში წესდების დარღვევის გამო. კლუბთან ერთად ფლეტცერმა უკვე 20 ტიტული დააგროვა, აქედან 7-ჯერ აღმართა პრემიერ ლიგის თასი.



უეინ რუნი, 28 წლის ინგლისელი ფორვარდი, კლუბის ლიდერი და კაპიტნობის მთავარი კანდიდატი. კლუბთან ერთად რუნის ანგარიშზე 14 ტიტულია. დღესდღეობით უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ ბირთვს რომ წარმოადგენს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის "წითლებს" ჯერ კიდევ 2004 წელს შეუერთდა და მას შემდეგ, სრულიად საფეხბურთო სამყაროს საოცარი პროგრესით დაამახსოვრა თავი. იყო აღმასვლა და მხოლოდ აღმასვლა, "არსენალის" ხანგრძლივი წაუგებელი სერიის ბურთის ერთი გასროლით დასრულება, დაუვიწყარი დებიუტი და ჰეთ-თრიკი თურქებთან, გაბრწყინება ევროპის ჩემპიონატზე, შედარება პელესთან, იყო ტრებლის გაფორმება და "მაკრატელა" "სიტისთან". ბევრისთვის საოცნებო რაოდენობის ჯილდოები და ტიტულები.

ვიდეოები
14 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 თებერვალი 2014 21:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ორი აზრია რაა რომ უეინ რუნი ახალი კაპიტანი უნდა გახდეს. ჯონსიც იდეალური იქნებოდა, მაგრად მიყვარს ეგ ფეხბურთელი და კლუბის მომავლად ვთვლი
0
№2
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2014 21:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
me ppiradad kapitnis samklaurs keriks, an fletCers mivcemdi, magram maTi travmebis sixSired Tu gaviTvaliswinebt, vice kapitnoba albat rooney-s ufro sheeferba...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Rosso Diavolo
15 თებერვალი 2014 21:16
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გუნდმა ფლეტჩერსა და რუნის შორის უნდა გააკეთოს არჩევანი ..ჩემი აზრი ესეთია ფლეთჩერს უნდა მისცეს ამდენი წლის სტაჟი და გუნდისთვის გაწეული სამსახურის გამო მას უდნა მისცენ კაპიტნობა
0
№4
ავტორი: chudikone
15 თებერვალი 2014 21:22
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფლეტჩერს იტყოდი, მაგრამ იმდენი სათამაშო დრო არ ექნება როგორც რუნის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Rosso Diavolo
15 თებერვალი 2014 21:25
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
chudikone,

ფლეტჩი მაინც სხვაა რა !!
0
№6
ავტორი: ლადო
15 თებერვალი 2014 21:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რუნი მინდა კაპიტნად და ვიცეთ ჯონსი
0
№7
ავტორი: U.N.I.T.E.D
15 თებერვალი 2014 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
რუნი კარგი კაპიტანი იქნება მანჩესტერისთვის მარა ეგ ისეთია არავინ იცის როდის წავა გუნდიდან. ამიტომ მე დე ხეა მირჩევნია იმიტო რო დიდ ხანს დარჩება მანჩესტერში და ლეგენდაც გახდება
0
№8
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2014 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ფლეთჩერი არამგონია მომავალი სეზონიდან რეგულარულად მოხვდეს ძირითადში ამიტომ ეგ კაცი გამორიცხეთ ასევე ევანსი. კაპიტანი უნდა იყოს ბრიტანელი მაგათი ხასიათI მაინც სულ სხვა და 22 წლის ბიჯს კაპიტნად ვინმე არ დანიშნავს დე გეაზე მაქვს საუბრაი როცა გუნდში კერიკი და რუნი თამაშობენ
0
№9
ავტორი: DaTo_O
15 თებერვალი 2014 22:12
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
მეკარეც კარგი იქნება მაგრამ ჯერ ადრეა დავიდისთვის, მომავალი კაპიტანი უდაოდ რუნი იქნება და კარგი იქნება ვიცე თუ ჯონსი იქნება ან თუნდაც დავიდი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№10
ავტორი: LizarD
16 თებერვალი 2014 00:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
უეინი ალბათ, ყველაზე რეალური, ზუსტად ეგ აკლია გუნდს გამოკვეთილი კაპიტანი. ან ევანსზე არ ვიტყოდი უარეს, აუცილებელი არაა კაპიტანი დაფრინავდეს მთავარია გუნდს როგორ მოტივაციაზე აყენებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top