თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2014, 21:11
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2530,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ახალ კაპიტანს ელის
მომავალი კაპიტნები
როგორც ცნობილია, გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი ზაფხულში კლუბს ტოვებს, დევიდ მოიესი ახალი კაპიტნის ძეიბაშია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში პატრის ევრა და რიო ფერდინანდი ირიცხებიან, კლუბს სჭირდება ისეტი ფეხბურთელი, რომელიც ამ მოვალეობას უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეასრულებს.

"კაპიტნობა ძალიან საპატიო და ამავდროულად საპასუხსმგებლო მოვალეობაა. გუნდში ჩვენ ბევრი ფავორიტი მოთამაშე გვყავს, მათ კაპიტნობის თანაბარი შანსები აქვთ. უახლოეს მომავალში მე მათ შანს მივცემ, რათა თავიანთი შესაძლებლობები დაამტკიცონ"- დევიდ მოიესი.

დავიდ დე ხეა, 23 წლის, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი მეკარე. მან კლუბთან ერთად უკვე სამი ტიტული მოიგო, 2013 წელს პრემიერ ლიგა, ხოლო ორჯერ ინგლისის სუპერ თასს დაეუფლა. კლუბში მოსვლის დღიდან ეპანელს დიდი მისია დაეკისრა, მას უნდა შეეცვალა ლეგენდარული ვან დერ სარი. დე ხეამ თავი ყველაფერს შესანიშნავად გაართვა და დღეს ერთ–ერთი საიმედო მეკარეა.



ჯონი ევანსი, 26 წლის ჩრდილოირლანდიელი მცველი, რომელმაც უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა. ფეხბურთის თამაში დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გრინსფილდში“, სადაც შეამჩნიეს „მანჩესტერის“ სკაუტებმა. ის გადაიყვანეს მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიაში და მიეცა რამდენიმე ტურინირზე თამაშის საშუალება 2006 წლის ზაფხულში. ის კლუბში უკვე 7-ე სეზონია ასპარეზობს, მან უკვე 180 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით. ფერგიუსონი მიიჩვენვს, რომ ევანსი კლუბის მომავალი კაპიტანია.



ფილ ჯონსი, 21 წლის ინგლისელი მცველი, რომელიც კლუბსი უკვე 3-ე სეზონია ასპარეზობს. "იუნაიტედის" მაისურით 91 მატჩი ჩაატარა, აქედან 77 ძირითადში დაიწყო. ბევრი მას "იუნაიტედის" მომავალ ლიდერადაც მიიჩნევს. ჯონსმა კლუბთან ერტად უკვე მოიგო პრემიერ ლიგა და 2–ჯერ სუპერთასი.



დარენ ფლეტჩერი, 30 წლის შოტლანდიელი, რომელიც კლუბში 2000 წლის ივლისიდან ირიცხება. ფლეტჩერი კლუბსი უკვე 12 სეზონია თამაშობს. მან "იუნაიტედის" მაისურით 321 მატჩის ჩატარება მოასწრო და 24 გოლიც მიითვალა აქტივში. შრომისმოყვარე მოთამაშემ უკაპიტნა შოტლანდიის ეროვნულ გუნდს მისი რეგულარული კაპიტნის ბარი ფერგიუსონის არყოფნაში და გახდა შოტლანდიის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. კაპიტნის სამკლაური 2009 წლის აგვისტოში გადაეცა მას შემდეგ, რაც ბარი ფერგიუსონს აეკრძალა სანაკრებო დონეზე თამაში წესდების დარღვევის გამო. კლუბთან ერთად ფლეტცერმა უკვე 20 ტიტული დააგროვა, აქედან 7-ჯერ აღმართა პრემიერ ლიგის თასი.



უეინ რუნი, 28 წლის ინგლისელი ფორვარდი, კლუბის ლიდერი და კაპიტნობის მთავარი კანდიდატი. კლუბთან ერთად რუნის ანგარიშზე 14 ტიტულია. დღესდღეობით უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ ბირთვს რომ წარმოადგენს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის "წითლებს" ჯერ კიდევ 2004 წელს შეუერთდა და მას შემდეგ, სრულიად საფეხბურთო სამყაროს საოცარი პროგრესით დაამახსოვრა თავი. იყო აღმასვლა და მხოლოდ აღმასვლა, "არსენალის" ხანგრძლივი წაუგებელი სერიის ბურთის ერთი გასროლით დასრულება, დაუვიწყარი დებიუტი და ჰეთ-თრიკი თურქებთან, გაბრწყინება ევროპის ჩემპიონატზე, შედარება პელესთან, იყო ტრებლის გაფორმება და "მაკრატელა" "სიტისთან". ბევრისთვის საოცნებო რაოდენობის ჯილდოები და ტიტულები.

ვიდეოები
14 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
16 თებერვალი 2014 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რუნი უალტერნატივოდ რათქმაუნდა!
0
№12
ავტორი: red devil
16 თებერვალი 2014 07:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Rafa minda me capitnad
0
№13
ავტორი: davita
16 თებერვალი 2014 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
კერიკი უნდა იყოს და ვიცე რუნი derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№14
ავტორი: Gio Ghonghadze
16 თებერვალი 2014 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
მე რუნი მინდა კაპიტანად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top