თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2014, 16:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2265,
კომენტარები: 11
მომავლის იმედი
რუნი მომავლის იმედს არ კარგავს.
მომავლის იმედი
უეინ რუნი თვლის, რომ "არსენალთან" ჩატარებული დამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ის და მისი პარტნიორები უნდა ეცადნონ უახლოეს მატჩებში უკეთესი შედეგები აჩვენონ.

"წინ უამრავი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, ჩვენ ამას მოუთმენლად ველოდებით. მე ვფიქრობ, რომ "არსენალთან" მატჩში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. ჩვენ წინააღმდეგ სერიოზული მეტოქე იყო და ჩვენ კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ ვწუხვარ, რომ სერიოზული მომენტები ვერ გამოვიყენეთ."

"არსენალთან" ჩატარებულ საგარეო მატჩში ფრე სულაც არაა ცუდი შედეგი, რამაც თავდაჯერებულობა უნდა შეგვმატოს. იმედი მაქვს, ეს თავის როლს ითამაშებს უახლოეს მატჩებში. ახლა ჩვენს გრაფიკში მცირე შესვენებაა. ჩვენ შეგვიძლია ახალი ძალებით აღვიჭურვოთ, რითაც სეზონის მეორე ნაწილში ვიბრძოლებთ."

"ყოველთვის სასიამოვნოა პარტნიორებთან დროის გატარება. ასეთი ტურნეები - ეს შესაძლებლობაა ხედავდე შენს თანაგუნდელებს 24 საათი დღეში. ეს საერთო გუნდურ სულისკვეთებაზე იმოქმედებს."

"მე ძალიან მომწონს რობინთან და ხუანთან ერთად მუშაობა. მატა - მსოფლიო კლასის მოთამაშეა, რომელიც დიდად გაგვაძლიერებს. უნდა მოვიცადოთ, სანამ იგი გუნდს შეეწყობა. იმედი მაქვს, როგორც კი ეს მოხდება, დიდ წარმატებებს მივაღწევთ."


redevils.ru
სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 თებერვალი 2014 16:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არსენალთან მატჩს კარგ მატჩად არ ვთვლი და არამგონია ეგ დაეხმაროთ რამეში. კარგი გამარჯვება გვჭირდება და იმედია კრისტალ პალასთან მოვახერხებთ. 11 ქულაა სხვაობა მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ
0
№2
ავტორი: Macklemore
14 თებერვალი 2014 16:54
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაია ავტორ. იმედი მაქვს ძალებს გამონახავენ სეზონის მეორე ნახევრისთვის და ბოლომდე იბრძოლებენ. ძალიან გავირთულეთ საქმე, მაგრამ წარმოუდგენელი არაფერია! იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება სეზონის ბოლოს!
0
№3
ავტორი: RojoDiablo
14 თებერვალი 2014 16:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეც ამის იმედი მაქვს...ჯერ არაფერი დასრულებულა...ყველფრის გამოსწორება შეგვიძლია, მთავარია ძალები ირწმუნონ და როგორც მოიესმა თქვა თავს არ ზოგავენ...იმედი მაქვს წლის ბოლოს ვიტყვით რა ტყუილად ვნერვიულობდითო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 თებერვალი 2014 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თვითონ რუნიმაც უნდა მოუმატოს, ნუ გადასარევ ფორმაში რო არაა ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ მეტი, მეტი გვინდა რუნისგან, მომენატრა რუნის გოლები winked
0
№5
ავტორი: davita
14 თებერვალი 2014 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
იმედი ყოველთვის არის ) გარი ნევილის სიტყვებმა საერთოდ იმედი მომცა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№6
ავტორი: Manchester_M
14 თებერვალი 2014 18:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რაის იმედი აქვენ აწი ყველა მატჩი უნდა მოიგონ რომ გავიდნენ 4 ეულში თან ლივერპულმაც და ვინც ჩვენ გვეცილება მეოთხე ადგილისთვის უნდა წააგონ არამგონია რამე შანსი იყოს :X
0
№7
ავტორი: zatara
14 თებერვალი 2014 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
წინ კიდე 12 ტურია დარჩენილია შანსი გვააქვს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ლივერპულს მოუწევს ალბათ ქულების დაკარგვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№8
ავტორი: Manchester United 14
14 თებერვალი 2014 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
რა კარგი ფორმა

:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№9
ავტორი: washington
15 თებერვალი 2014 01:26
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
აუ ამანაც დაიწყო ეხლა მოიესივით ლაპარაკიი? jackie
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: ლადო
15 თებერვალი 2014 09:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
უეჭველი გვინდა Oთხეული, თორემ მერე დაგვერხევა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top