თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2014, 21:52
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2762,
კომენტარები: 17
5 შესაძლო ტრანსფერი
მოიესი სერიოზული ტრანსფერებისთვის ემზადება
5 შესაძლო ტრანსფერი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა როი კინმა განაცხადა, რომ კლუბს 5-6 ტრანსფერი სჭირდება ძველი დიდების დასაბრუნებლად. ამ სიახლეში კი შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება "იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინოს.

დევიდ მოიესი ყოველთვის ეძებს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც მზად არიან კლუბიდან წასასვლელად. ამას ფელაინისა და მატას ტრანსფერიც ადასტურებს.

1) ილკაი გუნდოგანი

მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წელია "იუნაიტედის" ნახევარდაცვა ჩავარდნილია. მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერელები" ყოველთვის გამოირჩეოდნენ ნახევარდაცვაში სიძლიერით. დევიდ მოიესი მაიკლ კერიკზეა დამოკიდებული, რომელსაც ამ სეზონში ხშირად აწუხებს ტრამვა. რის გამოც თამაშების გამოტოვება უწევს.

მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესმა ცესკ ფაბრეგასისა და ალკანტარას შეძენა ვერ შეძლო, გუნდოგანის ტრანსფერზე გადაერთო. შოტლანდიელს კარგი შანსი აქვს გერმანელის შეძენის, რადგან ნური შაჰინი ძველებურად ათამაშდა. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი პლუსი, შინკი კაგავა. რომელიც შესაძლოა დევიდ მოიესმა ტრანსფერში ჩართოს.


5 შესაძლო ტრანსფერი


2) ლუკ შოუ

პატრის ევრას რეგრესი ამ სეზონში უკვე ნათელია. დევიდ მოიესი ფრანგი მცველის გაშვებას აპირებდა, მაგრამ მისი შენარჩუნება მისმა შემცვლელმა, ალექსანდრ ბიუტნერმა აიძულა. ჰოლანდიელი მცველი საკმაოდ სუსტი საკუთარ ნახევარზე, ამიტომ შოტლანდიელ სპეციალისტს ზაფხულამდე მოუწევს დალოდება.

"საუთჰემპტონის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ, იდეალური შენაძენი იქნება დევიდ მოიესითვის. ინგლისელს კარგად გამოსდის დაცვაში თამაში, ისევე როგორც შეტევაში. მისი ფასი კი სულ რაღაც 20 მილიონი ფუნტია, სწორედ ამიტომ მოიესი მის შეძენას ზაფხულში ეცდება.


5 შესაძლო ტრანსფერი


3) იან ვერტონგენი.

მიუხედავად იმისა, რომ ვერტონგენს ამ სეზონში უამრავი თამაში გაუცდა, მისი კლასი მაინც ძალიან დიდია. მან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მას შემდეგ რაც "აიაქსიდა" "ტოტენჰემში" გადაბარგდა. მას შეუძლია დადგეს ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც მწვრთვნელი დაავალებს. სწორედ ეს გახლავთ მისი ერთ-ერთი ძირითადი პლუსი.

სწორედ ამიტომ, დევიდ მოიესი შეეცდება ვერტონგენის შეძენას. რომელიც ეცდება, შეცვალოს ნემანია ვიდიჩი. შეგახსენებთ, რომ სერბი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.


5 შესაძლო ტრანსფერი


4) გრიზმანი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ფლანგები წარმოადგენს. გადავხედოთ მოთამაშეებს, რომელთაც ფლანგზე თამაში შეუძლიათ. ანტონიო ვალენსიას აშკარად აკლია სტაბილურობა, ისევე როგორ ლუიშ ნანის. უილფრიდ ზაჰა კი პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელიც მოიესის ნდობას ელის. ეშლი იანგი: ჰაჰაჰაჰა, კარგი ერთი.

გრიზმანი აშკარად ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელმაც 20 თამაშში 14 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდად არ თამაშობს. იმ შემთხვევაში თუ ნანი კლუბს დატოვებს, გრიზმანი იდეალური ვარიანტი იქნება "იუნაიტედისთვის".


5 შესაძლო ტრანსფერი


5) კევინ სტროტმანი

დარენ ფლეჩერის, ფელაინისა და ქლევერლის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაიკლ კერიკი კარიერის ბოლო წლებს უახლოვდება, რაიან გიგზი კი სავარაუდოდ სამწვრთვნელო შტაბში გადაინაცვლებს. სწორედ ამიტომ, დევიდ მოიესი აუცილებლად შეეცდება ნახევარმცველის ყიდვას. საქმე უფრო ცუდად წავა, თუ შოტლანდიელი არტურო ვიდალს ვერ გადმოიბირებს.

საბედნიეროდ, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, კევინ სტროტმანი. მას დიდი ხანია უკავშირებენ "ოლდ ტრაფორდს", თუმცა წინა ზაფხულს "რომაში" გადაბარგდა. მიუხედავად ამისა, დევიდ მოიესს არ უნდა შეექმნას პრობლემები სტროტმანის ტრანსფერთან დაკავშირებით. მისი ტექნიკა და მოედნის ხედვა, აშკარად ერგება პრემიერ ლიგას. ამიტომ, იგი შეიძლება უკეთესი შენაძენი იყოს ვიდრე კოკე ან ანდრე ჰერერა.


5 შესაძლო ტრანსფერი

წყარო: www.mirror.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
11 თებერვალი 2014 21:56
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
გიუნდოგანი, შოუ და კიდევ მინიმუმ 1 ცენტრალური მცველი. ეჰ :\
სტროტმანი აღარ გადმოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: GeorgeBest
11 თებერვალი 2014 21:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტროტმანი მაგრად მინდოდა თავიდანვე და თავი ვერ მოაბეს, ხე ფელაინის მოყვანას ჯობდა მაგრამ :დ ლუკ შოუ კარგი ვარიანტია მაგრამ ჩელსიში მიდისო როგორც ვიცი, გუნდოგანი რეალს უნდა და არამგონია რამე შანსი გვქონდეს

კროოსს მიხედონ ან ერარა. შოუ მაგარი იქნება, მანგალა და როისი დაგვხატავს
0
№3
ავტორი: Manchester_M
11 თებერვალი 2014 21:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
1 ცენტრალური მცველი მე ვფიქრობ ცოტაა რადგან სმოლინგის და ევანსის იმედზე ვერ ვიქნებით მომავალ წელს :X
0
№4
ავტორი: love united
11 თებერვალი 2014 21:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ხუთივეს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი გუნდში :დ სტროტმანი ადრე მოეყვანათ.რომამ როგორ ადვილად წაიყვანა,თან ბევრიც არ გადაუხდიათ...
0
№5
ავტორი: CITYHUNTER
11 თებერვალი 2014 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
strootman gundogan da shou mxolod am transfers mivesalmebi me.

ra tqma unda chamotvliltagan
0
№6
ავტორი: red.vuking
11 თებერვალი 2014 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
გრიზმანი მოიყვანონ და ნანი, ვალენსია და იანგი გაუშვან..
0
№7
ავტორი: gilmour
11 თებერვალი 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
და დაცცვის ცენტრში კიდე ევანსი სმოლინგი უნდა ვიხილოთ მომდევნო წესლაც ნეტა?

0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
11 თებერვალი 2014 22:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გუნდოგანი და გრიზმანი მინდაა derpwhy
0
№9
ავტორი: Esi
11 თებერვალი 2014 22:52
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აქედან ვერც ერთს ვერ ვიყიდით
0
№10
ავტორი: დავითი
11 თებერვალი 2014 23:19
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
არცერთი არ მინდა აქედან.... როისი მოიყვანეთ ამის დედაც... კოენტრაო და მანგალა... ეგ არის, მეტი არავინ არ გვჭირდება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top